Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ნიკორა ტრეიდმა”, თიბისი კაპიტალისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

by იზა გვარამაძე
October 18, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„ნიკორა ტრეიდმა”, თიბისი კაპიტალისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS

სს „ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში – 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ეს კომპანიის რიგით მე-4 ემისიაა, რომლის ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და ინსტიტუციური ინვესტორები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არც ერთი მათგანის წილი არ აღემატება 30%-ს.

„ნიკორა ტრეიდი“ ბაზრის აქტიური მოთამაშეა, რომლის პირველი საჯარო ემისია 2016 წელს შედგა. დღეისთვის კომპანიას ჯამში 130 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული. თითოეული ახალი ემისიის ფარგლებში, კომპანია ზრდის გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განვახორციელეთ. ეს ქართული კაპიტალის ბაზარზე „ნიკორა ტრეიდის“ მე-4 და თიბისი კაპიტალთან ერთად მე-3 ემისიაა. გვიხარია, რომ ჩვენი ბიზნესის მიმართ ინვესტორების ნდობა იზრდება, რისი დასტურიცაა ყოველი ემისიისას გაზრდილი მოცულობა. განხორციელებული ობლიგაციების განთავსება ერთი მხრივ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ – მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მოზიდული სახსრებით ვაპირებთ ავაშენოთ თანამედროვე, უპრეცედენტო მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და მწვანე ენერგიის განვითარების კუთხითაც. აღნიშნული პროექტი შეცვლის და სასარგებლო გავლენას მოახდენს მთლიანად FMCG სექტორის განვითარებაზე, გააუმჯობესებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას სავაჭრო წერტილებში და შეამცირებს პროდუქციის დანაკარგებს, რაც მთელ მსოფლიოში სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან როგორც კომპანია, ასევე მომხმარებლები, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მას“, – თემურ ალექსანდრია, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ „ნიკორა ტრეიდმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მორიგი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა. ეს ჩვენი რიგით მე-3 საერთო ემისიაა, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ FMCG სექტორის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაში ისეთი მასშტაბური პროექტისთვის ვეხმარებით, როგორიც თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაა. ფინანსური რესურსით, კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებასა და პროდუქციაზე მომხმარებლების წვდომას გააუმჯობესებს, არამედ როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, გარემოსთვის სასარგებლო ნაბიჯებსაც გადადგამს. „ნიკორა ტრეიდის“ ყოველი მომდევნო ობლიგაციის თანხის მოცულობის ზრდა, „ნიკორა ტრეიდის“ მიმართ ბაზრის ნდობისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის მზარდი შესაძლებლობების დასტურია“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„2024 წლის აპრილიდან „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში და „ნიკორა ტრეიდი“ პროგრამის უკვე მე-6 ბენეფიციარია. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ წელს მისი გაგრძელება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში შემოსულია 13 განაცხადი და განთავსდა 210 მლნ-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები“, – ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.

სს “ნიკორა ტრეიდი” ორი ბრენდის – “ნიკორასა” და “ლიბრეს” 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს. S

Previous Post

როგორ აკავშირებს CMMZE ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპას მწვანე წყალბადით

Next Post

Netflix-ის მოგებამ და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

იზა გვარამაძე

Next Post
Netflix-ის მოგებამ და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Netflix-ის მოგებამ და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result