Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა, როგორც ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის“ – ნიკოლოზ მითაიშვილი

by იზა გვარამაძე
September 27, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა, როგორც ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის“ – ნიკოლოზ მითაიშვილი
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას წლებია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ფინანსური ინსტიტუტისთვის, საქართველოში საცალო მიმართულების განვითარება ერთ – ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ სექტორში ბანკის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსს, ნიკოლოზ მითაიშვილს.

“ბოლო წლებში საქართველოში საცალო სექტორი აქტიურად იზრდება და ვითარდება. აღნიშნული სექტორი სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, როგორიცაა: ავტოინდუსტრია, ტექნიკის, საკვები პროდუქტების, მოდის და სხვა მიმართულებები. შესაბამისად, განსხვავებულია პროექტები რომლებსაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ვახორციელებთ. თითოეული ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ინდივიდუალურ მიდგომებს იყენებს. აღნიშნულ სფეროში ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ვის რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი ჩართულობა საკრედიტო პროდუქტებთან ერთად, კონსულტაციების გაწევასაც გულისხმობს. ასევე, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის გარანტიებისა და აკრედიტივების მიმართულებით“-, ამბობს ნიკოლოზი.

საცალო სექტორის განვითარებასთან ერთად, ცხადია არსებობს გამოწვევები. „აღნიშნულ სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კადრების ზრდა და შენარჩუნებაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საერთაშორისო ბანკებთან ერთად სხვადასხვა პროგრამებს ვთავაზობთ, რაც არსებული კადრების გადამზადებას, არსებული პროგრამების (სოფტის) გაუმჯობესებას და ახალი ტექნოლოგიების დაფინანსებას გულისხმობს. გამოწვევაა ახალი ფილიალებისთვის ლოკაციების მოძიებაც, რაშიც ასევე აქტიურად ვეხმარებით, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ასევე „Galt&Taggart“ – ის ჩართულობით. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გამოწვევა საერთაშორისო ბაზრებზე მოდის სფეროში მაღალი კონკურენციაა, რაც გამოიხატება იმით რომ, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმები მომხმარებლებს მსგავს პროდუქტებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობენ. ჩვენი ლოიალურობის პროგრამა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესებისთვის, აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად“ , – ამბობს ნიკოლოზი.

გარდა აღნიშნული სერვისებისა და პროდუქტებისა, საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვიკვლევთ ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და ვცდილობთ ის სერვისები და პროდუქტები, იმ არხში მივაწოდოთ, სადაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ერთ – ერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ჩვენს ბიზნესებს ვთავაზობთ, ბიზნეს მენეჯერია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები – გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და Ads მენეჯერი ერთი სივრციდან მართოს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტია ციფრული სასაჩუქრე ბარათები, რომელიც მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი და ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. ეს პროდუქტები ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საბანკო სერვისები ონლაინ განახორციელონ, შექმნან შეთავაზებები, ასევე, თვალი ადევნონ შეთავაზებების ეფექტურობას, გაეცნონ შედეგების დეტალურ რეპორტს და ანალიტიკას. მსგავსი სერვისები თუ პროდუქტები ბიზნესებს ერთის მხრივ, უმარტივებს ყოველდღიურობას, მეორე მხრივ, კი აძლევს შესაძლებლობას, მისწვდნენ საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ აქტიურ ციფრულ მომხმარებელს თვეში და კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი“, – აღნიშნავს ის.

ნიკოლოზი საცალო სექტორის კვლევასა და სამომავლო პროგნოზებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ „2023 წელს საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წინა წლის მაჩვენებლებს 9%-ით გადაასწრო. თუ სექტორი გასულ წლებთან შედარებით, საშუალოდ 10.2%-ით იზრდებოდა, 2020-2023 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა და საშუალოდ 17.4% – ს მიაღწია, რასაც რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის : FMCG სექტორის, უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკისა და IT სექტორის სწრაფმა ზრდამ. მოლოდინი გვაქვს, რომ სექტორი, საშუალოვადიან პერიოდში, დაბალი ორნიშნა მაჩვენებლით ზრდას განაგრძობს. ამის თქმის საფუძველს სექტორის ბოლო წლების დინამიკა და FMCG – ის პროდუქტები გვაძლევს. ის თავის მხრივ არაციკლურ სექტორს წარმოადგნეს, რაც პოტენციური ეკონომიკური შოკების მიმართ შედარებით მდგრადია და სამომავლოდ ხელს შეუწყობს საცალო ვაჭრობის სექტორის სტაბილურ ზრდას“.

საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის სიახლეების შეთავაზებას სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკში საცალო სექტორი 2020 წლიდან დღემდე გაოთხმაგდა, სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურ ზრდას და საინტერესო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეების შეთავაზებას ვგეგმავთ ელექტრონული კომერციის გადახდის არხების მიმართულებით“, – ამბობს ნიკოლოზი.

საცალო სექტორის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში მუშაობს შიდა გუნდის გაძლიერებასა და განვითარებაზე. „საქართველოს ბანკი, როგორც დასაქმების ხელშემწყობი ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა „ლიდერატორი“, რომელიც მიზნად ისახავს, ტალანტების მოზიდვას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყოველწლიურად წარმატებულ კურსდამთავრებულ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვიღებთ, რომელთა უმეტესობა საქართველოს ბანკში საქმდება და კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამს. ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა, როგორც ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის. ამიტომაც, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“. – ამბობს ნიკოლოზი. S

Previous Post

პაროლების დაუცველობის გამო, Meta €91 მილიონით დაჯარიმდა

Next Post

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result