Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

by Davit Tsiramua
August 12, 2024
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირების განმავლობაში ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ იკრებს ძალას და რომლის პიკიც, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ არ გვინახავს. პროტესტის მიზეზი იგივეა, რაც ერთი წლისა და ერთი თვის წინ – ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც 2023 წელს განცდილი მარცხისა და კანონის უკან არშემობრუნების შესახებ გაცემული სიტყვის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ 7 აპრილს ხელახლა დააინიცირა. 

მწვავე ანტიდასავლური რიტორიკის, წინაპირობების არშესრულების მიუხედავად ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიტატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. როგორც ჩანს, ასეთ ფონზე მიღებულმა კანდიდატის სტატუსმა „ოცნებასა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის თავდაჯერება შემატა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა. ამ რწმენას კიდევ უფრო ამყარებდა სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც მმართველ პარტიას მოახლოებულ არჩევნებში კომფორტულ უპირატესობას უწინასწარმეტყველებდა. 

დღეს ვითარება განსხვავებულია. 

ამ ვითარებაში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ხელახლა ინიციირებამ ბევრი კითხვა წარმოშვა ამ ნაბიჯის დროულობაზე, მის შინაარსსა და სხვა ასპექტებზე – მათ შორის მმართველი პარტიის მომხრეებშიც. ამ კითხვების დიდ ნაწილს ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე თავად უპასუხა. 20-წუთიან სიტყვაში, რომელიც ჯავაჰარლარ ნერუს არარსებული ციტატით გახსნა, ივანიშვილმა ძირითადად „გლობალური ომის პარტიაზე” ისაუბრა. მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ დღევანდელი საქართველო არც იანუკოვიჩის უკრაინაა და არც შევარდნაძის საქართველო. თითქოს თითოეული გამომსვლელის მიერ გაჟღერებული ქება არ ეყოფოდა, „ოცნების“ დამფუძნებელმა თავიც შეიქო და განაცხადა, რომ „სწორ დროს სწორი პოლიტიკური სვლის გაკეთება ეხერხება“. 

მაგრამ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ჯერჯერობით საპირისპიროზე მეტყველებს. გასულ კვირებში დედაქალაქში გამართული დიდწილად თვითორგანიზებული და მასშტაბური საპროტესტო აქციები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას ნაკლებად ელოდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ აქციების მასშტაბი და უწყვეტობა დიდწილად მოულოდნელი იყო ოპოზიციისთვისაც. 

ქუჩაში გამოსული ხალხი პოლიტიკური ელიტის კონტროლს მიღმაა, საპროტესტო მოძრაობა დეცენტრალიზებული და ავტონომიურია – რაც ქვეყნის ისტორიაში მიმდინარე პროტესტის მასშტაბის გათვალისწინებით, ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა. ახალგაზრდების მიერ მართული საპროტესტო მოძრაობით გამოწვეულმა თითქმის საყოველთაო აღტაცებამ და ეიფორიამ შენიღბა ის რთული და მძიმე არჩევანი, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება ივანიშვილმა დააყენა, რომელიც მომდევნო კვირებსა და თვეებში უფრო კრისტალიზდება. 

ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების რიტორიკა, ქმედებები, სამოქალაქო აქტივისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმები და ოპოზიციის ლიდერების ცემა ეჭვს არ ტოვებს, რომ მმართველ პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. კონსპირაციის თეორიებში ჩაძირული ივანიშვილი მომდევნო თვეებს გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევს, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დასავლეთი დამარცხდება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოძრაობის ტრაექტორიაც განსაზღვრული აქვს, ასეთ ვითარებაში კი ივანიშვილისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია საკუთარი ქვეყნის ქონა/ყოლაა, გატეხილი წინააღმდეგობით და დემორალიზებული საზოგადოებით. 

მსგავს მოცემულობაში ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მასობრივი საპროტესტო მოძრაობების გაანალიზება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების რამდენიმე თაობის იმედები ავტორიტარული სისტემების მშვიდობიან დემონტაჟზე 2020 წელს ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა იმსხვერპლა. ბელარუსული პროტესტების მარცხი შეცვლილი ეპოქის სიმბოლოა, ამ მარცხით შეიცვალა რევოლუციების შესახებ მსოფლიოში ბოლო ათწლეულებში დამკვიდრებული შეხედულებებიც. 

დამარცხებული ბელარუსული რევოლუცია გიდია იმ შემზარავი აჩრდილების სამყაროში, რომელიც ჩვენი ეპოქის თავზე მახვილივით კიდია, მათ შორის საქართველოზეც. თითქმის ოთხი წლის წინ ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა კრიზისი ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების ფილოსოფიაში. აღმოჩნდა, რომ ასეთი რევოლუციები მარცხდება, თუკი ელიტებს სურთ და შეუძლიათ გააგრძელონ ძველებურად ცხოვრება. 

რუსეთისა და ბელარუსის გამოცდილებამ ასევე გააქარწყლა მანამდე გაბატონული შეხედულება პოსტსაბჭოთა რეჟიმების არასტაბილური წონასწორობის შესახებ. მიიჩნეოდა, რომ ასეთი ტიპის რეჟიმები მოწყვლადები იყვნენ სპონტანური მასობრივი პროტესტების წინაშე და მსჯელობა ძირითადად იმას ეთმობოდა, თუ რა შეასრულებდა ე.წ. შავი გედის ფუნქციას. ბოლო წლებში და განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ამ ტიპის რეჟიმების მდგრადობის რეზერვი გვიჩვენა. 

სტრატეგია, რომ მასობრივი წნეხის ქვეშ რეჟიმი ჩამოიშლებოდა, რუსეთსა და ბელარუსში ჩავარდა. დამარცხებული ბელარუსული რევოლუციის ერთ–ერთი მთავარი შედეგი რევოლუციების შესახებ დამკვიდრებული პარადიგმის ცვლილებაა. ისტორიულად რევოლუციები ყოველთვის ასოცირდებოდა ძალადობასთან, ფიზიკურ დაპირისპირებასა და სისხლისღვრასთან, ასე იყო XIX-ე საუკუნეში, რომელსაც ისტორიკოსები რევოლუციების საუკუნედ მოიხსენიებენ. 

ეს პარადიგმა 1980-იანი წლების მიწურულს შეიცვალა, როდესაც დაუძლურებული საბჭოთა კავშირი არსებობას წყვეტდა და მისი ყოფილი კოლონიების შესანარჩუნებლად არც რესურსი ჰყოფნიდა და არც სურვილი. აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ხავერდოვანი რევოლუციები, რომლებიც უნიკალურ ისტორიულ პერიოდში განვითარდა, მოგვიანებით ახალ ნორმად დამკვიდრდა. ხავერდოვანი რევოლუციები ევროპულ ოქროს სტანდარტად გადაიქცა. რევოლუციის ასოციაციურ რიგში ძალადობისა და სისხლისღვრის ადგილი, ფესტივალმა და ყვავილებმა, ვარდებმა და მიხაკებმა დაიკავა. ამ ვითარებაში კი განდიანური მიდგომა ევროპაში განვითარებული საპროტესტო ტალღების ფუნდამენტი გახდა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე გადასული ეპოქის ამბებია. 

უკრაინის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ავტორიტარული მმართველი მაშინ მარცხდება, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის, რეპრესიულ აპარატს ფიზიკურად დაუპირისპირდეს და ის ფიზიკურად გამოფიტოს. ცხადია, მსხვერპლისა და იმ არეულობის გათვალისწინებით, რაც ღირსების რევოლუციას მოჰყვა, მაიდნის სცენარი საღ აზრზე მყოფი ადამიანისთვის სასურველი საერთოდ არ არის. მეტიც, უკვე წლებია, ვხედავთ, როგორ ცდილობს „ოცნება“ მაიდნისგან საფრთხობელა შექმნას, დააშინოს უკმაყოფილოები და თავი სტაბილურობის უკანასკნელ გარანტად წარმოაჩინოს, სწორედ ამ შიშზე გადის მმართველი პარტიის გენერალური პროპაგანდისტული ხაზი.  

საქმე ის არის, რომ მაიდნის მოვლენები არც უკრაინული ოპოზიციონერების არჩევანი არ ყოფილა, მეტიც, თუკი უკრაინის დედაქალაში 2013-14 წლების მიჯნაზე განვითარებულ მოვლენებს კარგად გავიხსენებთ აღმოვაჩენთ, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა კლასმა იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების დაუსრულებელი რაუნდებითა და შეთანხმებებით ყველაფერი გააკეთა მისი პრეზიდენტობის გასახანგრძლივებლად. მაიდნის ბოლო და დასკვნითი დღის ქრონიკასაც თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ იანუკოვიჩის დამხობა პრაქტიკულად ოპოზიციონერთა განწყობის საპირისპიროდ მოხდა.

თავისუფალი მოქალაქეობის სუბიექტურობა, საკუთარი ნების გამოხატვა არის ის, რასაც ვერ ხვდება და აღიქვამს ვლადიმირ პუტინი და მისი ბოლო სიტყვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილიც.

იმ ტიპის რეჟიმებში, როგორიც იანუკოვიჩის უკრაინა და ივანიშვილის საქართველოა, მაიდნის მსგავსი დაპირისპირების ინსპირირება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია და ნებისმიერ მსხვერპლსა და არეულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ასეთ ხელისუფალს ეკისრება. 

ასეთ ვითარებაში კი საზოგადოება მეტად არასახარბიელო არჩევანის წინაშე დგება – გაწიოს ფიზიკური წინააღმდეგობა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ან შეეგუოს თავსმოხვეულ ძალადობრივ დღის წესრიგს, უფლებებისა და ღირსების აყრას. რა არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება ამ გზაგასაყარზე, მომდევნო თვეებში ვნახავთ. 

Previous Post

ძალაუფლების რუსული კანონი

Next Post

ამერიკის დახმარების მიმღებთა შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ამერიკის დახმარების მიმღებთა შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა

ამერიკის დახმარების მიმღებთა შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result