Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ბიზნესი

საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ნაკრების წარმატებით ვერ მოიგებს

by Davit Tsiramua
August 5, 2024
in ბიზნესი, ინდუსტრია, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ნაკრების წარმატებით ვერ მოიგებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაში წლის მთავარ მოვლენად ჩათვლის მთავარი კანდიდატია. ძნელია, მოიძებნოს სპორტის სახეობა ან თუნდაც სხვა ნებისმიერი სფერო, რომელსაც საინფორმაციო საშუალებების დღის წესრიგში პოლიტიკური თუ სოციალური თემები რამდენიმე კვირით ჩანაცვლება შეუძლია. ნათელია, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის კონტინენტის მასშტაბით მსგავს ფორუმზე მოხვედრა განსაკუთრებული მუხტის მატარებელია.

გარდა ემოციური ბენეფიტებისა, ბევრის აზრით, საფეხბურთო ნაკრების ამ მიღწევამ ეკონომიკური სარგებელიც უნდა მოიტანოს. ყველაზე ხილული უეფას მიერ ასპარეზობისთვის გაცემული პირდაპირი ფინანსური დახმარებაა. თუმცა, ბევრი ექსპერტისა და თუ გულშემატკივრის აზრით, ნაკრების ეს მიღწევა ქართული საკლუბო ფეხბურთის წარმატების საწინდარი გახდება. აქვე უმჯობესია განიმარტოს, რა შეიძლება იგულისხმებოდეს სიტყვა წარმატებაში. თუ საფეხბურთო კლუბზე ვსაუბროთ, როგორც ჩვეულებრივ, მისი წარმატება ფინანსური სარგებლით იზომება.

დღეს ევროპული ფეხბურთი წარმატებული და მზარდი ბიზნესია, რასაც მოწმობს სფეროს ფინანსური მაჩვენებლები. ფეხბურთი მოგებიანი საქმიანობაა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ინვესტიციებს იღებს, ხოლო ინვესტორები – უფრო და უფრო მეტ უკუგებას.

ევროპის საფეხბურთო ბაზრის ზომა, მლრდ ევრო

წყარო: ეროვნული ჩემპიონატები; უეფა; ფიფა; Deloitte

საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა განსხვავებულია. ამ დარგში დასაქმებული მენეჯერებისთვის, მფლობელებისა თუ მთავრობისათვის საფეხბურთო კლუბი ძირითადად წარმოადგენს სოციალურ პროექტს, რომლის მიზანი ფეხბურთის გულშემატკივრის მადლიერება, კლუბის მფლობელის ცნობადობის გაზრდა ან საფეხბურთო კლუბის პირდაპირ პოლიტიკურ მიზნად გამოყენება შეიძლება იყოს. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთ მიდგომას შესაძლოა გარკვეული სპორტული შედეგი ჰქონდეს, მაგრამ უფრო ნაკლები ინვესტიციის პირობებში კლუბი გაკოტრების პირას აღმოჩნდება და ხშირად არსებობას წყვეტს. ასეთი მაგალითი არცთუ ისე ცოტაა.

თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა კლუბის მფლობელი ცდილობს მოგებიანი საფეხბურთო ბიზნესი შექმნას, მაგრამ მასშტაბი მდგომარეობას ვერ ცვლის.

საფეხბურთო ბიზნესი საწყის ეტაპზე საკმაოდ კაპიტალტევადია და უკუგება – დროში გაწელილი. იმისათვის, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს, ისეთივე მიდგომებია საჭირო, როგორიც ეკონომიკის ნებისმიერ სხვა სფეროში მოგებიანი კომპანიის შექმნისთვის. ამასთან, სტაბილურობისთვის ეფექტიანი საბავშვო აკადემია აუცილებელია.

ახლა კი შეიძლება, უშუალოდ ნაკრების ევროპაზე ასპარეზობის ეროვნულ ჩემპიონატზე გავლენას დავუბრუნდეთ.

მოლოდინი უკავშირდება ქართულ საკლუბო ბაზარზე ახალ ინვესტიციებს. მოსაზრება, რომ ევროპულ ფორუმზე თამაში ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელების მაღალი დონის კლუბების მიერ შეძენის პოტენციალს გაზრდის, მცდარია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სანაკრებო სიაში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა (≈92%) საზღვარგარეთ ასპარეზობს, რაც დიდწილად ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონეზე მიუთითებს. სხვა შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბი არ დააკომპლექტებდა სანაკრებო სიას იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ირანისა თუ საუდის არაბეთის პირველობაზე ასპარეზობენ. ამდენად, ადგილობრივი კლუბების მფლობელებს მაღალი დონის ჩემპიონატებში ფეხბურთელების უფრო მეტად ან უფრო ძვირად გაყიდვის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებათ. მეორე მხრივ, ევროპული კლუბები ინტერესდებიან 20-21 წლამდე მოთამაშეებით, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ უნარი და დრო, ევროპული ფეხბურთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. თუმცა ესეც გარკვეული რისკის შემცველია და, შესაბამისად, ისინი ძვირად არ ფასობენ.

მაგალითისთვის შეიძლება თბილისის „დინამოს“ განხილვა, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვით აქვს მიღებული. ამის მიზეზი არა მხოლოდ ამ კლუბის ავტორიტეტი და მისი წარსულია, არამედ კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების საბავშვო აკადემია. მისი კეთილმოწყობის ხარჯი 20 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ბოლო ათი წლის მანძილზე „დინამოს“ მიერ მიღებული სატრანსფერო შემოსავალი დაახლოებით 11 მლნ ევროა.

 „დინამოდან“ ბოლო ათწლიან პერიოდში ყველაზე ძვირად გაყიდული ათი ფეხბურთელი, მლნ ევრო

წყარო: transfermarkt.de

სათანადო ინფრასტრუქტურა თბილისის „დინამოს“ გარდა სხვა კლუბებს არ გააჩნიათ. ეს კი ინვესტირებისთვის შემაფერხებელი გარემოა, რადგან დამატებით საასპარეზო და სავარჯიშო მოედნების პრობლემის გადაჭრა მოუწევთ, რის ამის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ამასთან, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც თავს იჩენს. როგორც წესი, ფეხბურთელები ხშირად უარს ამბობენ იმ ქალაქის კლუბში თამაშზე, რომელიც განვითარების კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ევროპულ დონეს. ამ მხრივ პოტენციალი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებობს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არსებული ინსტიტუციური გარემო. თუ ქართველი ინვესტორის ფაქტორს გამოვრიცხავთ, უცხოური კაპიტალისთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება სხვა ევროპული ქვეყანა იყოს, სადაც საკუთრება უკეთ დაცულია და პოლიტიკური სტაბილურობა არსებობს. მეორე მხრივ, რადგან ფეხბურთი საქართველოსთვის წარმატებასთან ასოცირდება, ადგილობრივი ბიზნესმენისთვის ეს შესაძლოა ავტორიტეტისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კარგი გზა იყოს, მაგრამ აქ შეიძლება ისეთივე პრობლემები გამოჩნდეს, რაც დასაწყისში ვახსენეთ და საფეხბურთო კლუბი ერთჯერად სოციალურ პროექტად დარჩეს.

ხსენებული მსჯელობის მართებულობაზე ორი უახლესი გამოცდილება მეტყველებს. კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებების ევროპულ ფორუმზე მონაწილეობა და მათი ეროვნული ჩემპიონატების განვითარების დონე.

2020 წელს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საგზური ჩრდილოეთ მაკედონიამ მოიპოვა. ამ ქვეყნის დღევანდელ ნაკრებში ის ფეხბურთელები, რომელთა ღირებულება მილიონ ევროზე მეტია, წინა ევროპის ჩემპიონატამდეც საზღვარგარეთ თამაშობდნენ. ამდენად, არცერთი მათგანი არ არის ადგილობრივი პირველობის პროდუქტი.

უფრო მეტიც, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილობრივი ჩემპიონატიდან ადგილობრივი ფეხბურთელებში გადახდილი სატრანსფერო თანხა არ განსხვავდება მანამდე არსებულისგან. წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩრდილომაკედონიურმა კლუბებმა სულ ხუთჯერ მოახერხეს 250 ათას ევროზე მეტი შემოსავლის მიღება ფეხბურთელის ტრანსფერიდან. ეს მდგომარეობა საქართველოს ჩემპიონატთან შედარებითაც კი ძალიან არასახარბიელოა.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩრ. მაკედონიის ადგილობრივი ჩემპიონატიდან ძვირად ღირებული ტრანსფერები, მლნ ევრო

წყარო: transfermarkt.de

კიდევ ერთი მაგალითი ალბანეთია. ისევე, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიამ, ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოზე ადრე მოახერხა ევროფორუმზე დებიუტი. ევროპის ჩემპიონატზე ალბანეთის ნაკრები 2016 წელს გავიდა. მიმდინარე ჩემპიონატი კი მათთვის მეორე იყო. მიუხედავად ამისა, რთულია თქმა იმისა, რომ ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ალბანეთის საკლუბო ფეხბურთი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ალბანური საზომით რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა, ალბანური საკლუბო ფეხბურთისთვის ამას არც დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანია და საფეხბურთო შედეგების კუთხითაც ჯერჯერობით ვერ იამაყებენ.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ალბანეთის ადგილობრივი ჩემპიონატიდან ძვირად ღირებული ტრანსფერები, მლნ ევრო

წყარო: transfermarkt.de

ალბანეთის საფეხბურთო ნაკრების ევროპულ ფორუმზე დებიუტის შემდეგ რვა წელი გავიდა. ამ პერიოდში ალბანეთის ადგილობრივ ჩემპიონატებში მოასპარეზე კლუბებიდან განხორცილებული ტრანსფერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 8 მლნ ევროა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებში წამყვანი ათი ფეხბურთელიდან არათუ ადგილობრივ კლუბში, არამედ მთლიანად ბალკანურ გუნდებში მხოლოდ სამ ფეხბურთელს უთამაშია.

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობიდან გამომდინარე, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ევროპული კლუბებისგან ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაიზრდება, მაგრამ ეს ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც ევროპულ ფორუმზე მონაწილეობენ და საკლუბო კუთხით, სხვა ქვეყნების ადგილობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობენ.

ეროვნული ჩემპიონატი კი საშუალო და საშუალოზე მაღალი ევროპული კლუბებისთვის კვლავ არამიმზიდველი დარჩება და ძირითადი აქცენტი კვლავ 20 წლამდე ფეხბურთელების იაფად ყიდვაზე იქნება. ეს კი ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების ფინანსურ მდგომარეობას არსებითად ვერ შეცვლის.

Previous Post

ივლისის რევოლუცია

Next Post

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result