Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ივლისის რევოლუცია

by Davit Tsiramua
August 5, 2024
in ისტორია
0
ივლისის რევოლუცია
0
SHARES
0
VIEWS

საფრანგეთის XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის ისტორია რევოლუციებისა და მმართველობის ფორმის მუდმივი ცვლილებების პერიოდია – მონარქიიდან რესპუბლიკამდე, რესპუბლიკიდან იმპერიამდე, იმპერიიდან კონსტიტუციურ მონარქიამდე, აქედან ისევ რესპუბლიკამდე, კვლავ იმპერიამდე და კვლავ რესპუბლიკამდე. 1830 წლის ივლისის რევოლუცია, რომლითაც ქვეყნის სათავეში „მოქალაქე მეფე“ ლუი-ფილიპი მოექცა, ხოლო ბურბონთა მმართველობა დასრულდა, ხშირადაა დაჩრდილული 1789 და 1848 წლის რევოლუციებით და ისტორიკოსებისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს როგორც ამ ქვეყნის, ისე ევროპის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა და დიდი რევოლუციების ტალღის პრელუდია. 

„საფრანგეთი რომ დააცემინებს, მთელ ევროპას გრიპი ემართებაო“, – ამბობდა XIX საუკუნის ავსტრიელი დიპლომატი, ავსტრიის იმპერიის კანცლერი, კლემენს ფონ მეტერნიხი და მართლაც, ევროპის მონარქიებს შიშის ზარს სცემდა ყოველგვარი რევოლუცია, რომელიც მათ სამეფო ტახტებს, სტაბილურ მდგომარეობას და არსებულ წესრიგს შეარყევდა და რადიკალურ ცვლილებებს მოიტანდა. საფრანგეთში, როგორც ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს და უზარმაზარი კულტურული ზეგავლენის მქონე ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს, წარმოუდგენელი იყო, გავლენა არ ჰქონოდა კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზეც. 1815 წელს, როცა ელბაზე გადასახლებიდან დაბრუნებული და კვლავ გაიმპერატორებული ნაპოლეონი საბოლოოდ დამარცხდა ევროპულ კოალიციასთან ბრძოლაში ვატერლოოსთან და მისი „ასი დღის“ მმართველობა დასრულდა, 1789 წლის რევოლუცია, მისგან გამოწვეული ხანგრძლივი ომით, საფრანგეთის რესპუბლიკით, კონსულატითა და დიდი იმპერიით, დასრულდა და ქვეყანაში განდევნილ ბურბონთა მმართველობა აღდგა. ვენის კონგრესზე, რომელსაც სათავეში ავსტრიელი დიპლომატი, კლემენს ფონ მეტერნიხი ედგა, საფრანგეთს კი შარლ მორის დე ტალეირანი წარმოადგენდა, ევროპაში ძალთა ბალანსი და კონსერვატიული ძალებისგან ახალი წესრიგი დამყარდა. საფრანგეთი ისტორიულ საზღვრებს დაუბრუნდა. და, თითქოს, რევოლუციური სულიც მიინავლა. თუმცა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რევოლუციური იდეები და გამოცდილება არსად გამქრალა. ფრანგებმა მალევე აგრძნობინეს მეფეს, რომ ისინი არ შეეგუებოდნენ კვლავ აბსოლუტური მონარქის მსახურებას და დროის უკან დაბრუნება არ გამოვიდოდა. 

საფრანგეთის ტახტზე ასული მეფე ლუი XVIII, მოკავშირეთა მითითებით, დათანხმდა კონსტიტუციის მიღებაზე. ამ კონსტიტუციით, ძირითადად, შენარჩუნებული იყო რესპუბლიკისა და ნაპოლეონის პერიოდში მიღწეული პროგრესი. ძალაში დარჩა ნაპოლეონის კოდექსი, წოდებები, პენსიები. მეფე დაჰპირდა ხალხს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნებოდა, ასევე, დაიცავდა საკუთრების, რელიგიურ და პრესის თავისუფლებას. ბურბონები იძულებულები გახდნენ, შეგუებოდნენ ახალ რეალობას, რომელიც აღარ ჰგავდა XVIII საუკუნის, „ძველი რეჟიმის“ ქვეყანას. 30 მილიონამდე მოსახლით, საფრანგეთი, რუსეთის გამოკლებით, კონტინენტური ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად რჩებოდა, რომელსაც, ამ მხრივ, მხოლოდ ევრაზიაში გაშლილი, რუსეთის უზარმაზარი იმპერია აღემატებოდა. მეფისგან აუცილებელი გახდა ზომიერება და ულტრაროიალისტთა თავნებობის აღკვეთა. ულტრაროიალისტებს სათავეში ედგა არტუას გრაფი შარლი (საფრანგეთის მომავალი მეფე შარლ X). მათ სურდათ შურისძიება რევოლუციის წლებში არისტოკრატიისთვის მიყენებული დარტყმისთვის და 1815 წელს, სამხრეთ საფრანგეთში ხელიც მიჰყვეს ე.წ. „თეთრ ტერორს“. როიალისტები ნაპოლეონის ერთგულ ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს თუ სამხედრო მეთაურს მკაცრად გაუსწორდნენ, მათ შორის, მარშალ გიიომ ბრუნს, თუმცა ძირითადად უფრო რბილი და შემრიგებლური პოლიტიკის გატარება მოუხდათ. 

დეპუტატთა ორპალატიანი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იღებდა. ამომრჩეველი შეიძლებოდა ყოფილიყო პირი, რომელიც, სულ მცირე, 300 ფრანკს იხდიდა გადასახადების სახით და იყო განსაზღვრული ასაკის. პირველ არჩევნებში ძირითადად არისტოკრატიისა და მდიდარი ბურჟუაზიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 1815 წლის საპარლამენტო არჩევნებით, დეპუტატთა პალატაში, აირჩიეს 350 ულტრაროიალისტი და 50 ოპოზიციონერი. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ბურბონებს მეტ კომპრომისზე უხდებოდათ წასვლა და მომდევნო არჩევნებზე, 1816 წელს, პალატაში ზომიერი როიალისტები, რესპუბლიკელები და ლიბერალებიც კი იყვნენ. 1820 წლამდე ბურბონთა რბილი პოლიტიკა კარგად მუშაობდა პრემიერ-მინისტრების, არმან-ემანუელ დუ პლესი რიშელიესა და ელი-ლუი დეკაზეს დროს, რომლებიც ახერხებდნენ ლავირებას რეაქციონერებსა და რადიკალებს შორის. პარლამენტარიზმი და პარტიები განვითარების გზაზე იყო.  საფრანგეთი ნელ-ნელა იბრუნებდა პრესტიჟს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ქვეყანამ კონტრიბუცია დაფარა და მოკავშირეთაგან ქვეყნის ოკუპაცია დასრულდა. საფრანგეთი შეუერთდა ევროპის სხვა დიდ ძალებს – ბრიტანეთს, ავსტრიას, რუსეთსა და პრუსიას ხუთთა ალიანსში, რომელიც დიდწილად ფორმალური იყო და არსებული წესრიგის შენარჩუნებას უფრო ისახავდა მიზნად. 

განსაკუთრებით ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი პრემიერ-მინისტრის, ელი-ლუი დეკაზეს დროს მომხდარმა ერთმა შემთხვევამ, მნიშვნელოვნად დააბრკოლა დემოკრატიული ცვლილებები – რადიკალი როიალისტი ბერის ჰერცოგი ანტიმონარქისტმა მოკლა. ამას მოჰყვა როიალისტთა რისხვა, დეკაზეს გადაყენება და რიშელიეს დაბრუნება ძალაუფლებაში. 1820 წელს შეიცვალა საარჩევნო სისტემა და 100 ათასი ამომრჩევლიდან, ყველაზე მეტი გადასახადის გადამხდელ 25% მეორე ხმის უფლებაც მიეცათ, რაც უპირატესობას როიალისტებს ანიჭებდა. მეფის მომხრეებმა გაამკაცრეს კონტროლი და 1821 წელს მინისტრად გაიყვანეს ჟოზეფ დე ვილელი, რადიკალი როიალისტი, გამჭრიახი, ფრთხილი ადამიანი, რომელმაც მაშინვე გაამკაცრა ცენზურა ქვეყანაში. ოპოზიციამ იტალიელი „კარბონარების“ მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციების შექმნა დაიწყეს, 1789 წლის რევოლუციური პრინციპებითა და თავისუფალი მასონების რადიკალური იდეებითა და სიმბოლოებით. მათგან არმიაში დაგეგმილი რამდენიმე შეთქმულება ჩაფლავდა. წარმატებულმა საგარეო პოლიტიკამ – ესპანეთში ინტერვენციამ და მეფის დაცვამ რევოლუციონერებისგან როიალისტთა გაძლიერება და დეპუტატთა პალატაში დიდი უპირატესობის მოპოვება განაპირობა. 

1824 წელს ლუი XVIII გარდაიცვალა და 1825 წელს, რეიმსის კათედრალურ ტაძარში, დიდებულ ცერემონიაზე, მეფედ აკურთხეს მისი ძმა, არტუას გრაფი შარლი (შარლ X). მართალია, მეფე ფიზიკურადაც გამორჩეული იყო და საკმაოდ ძლიერი პიროვნებაც გახლდათ, მისგან, როგორც რადიკალი როიალისტისგან, დემოკრატიული პროგრესის წახალისება და ლიბერალური რეფორმები ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა რესპუბლიკის დროს ქვეყნიდან გაქცეული არისტოკრატიის ქონების დაბრუნება ან კომპენსაციის მიცემა. ეს ნაწილობრივ განხორციელდა, მაგრამ ხშირად ორივე მხარე უკმაყოფილო რჩებოდა, ის, ვინც მეტის დაბრუნებას ელოდა და ცოტა მიიღო და ისიც, ვისაც ქონება დაათმობინეს როიალისტების სასარგებლოდ. გაჩნდა კანონი, რომელიც სჯიდა მკრეხელობის ჩადენისთვის. ამით მეფემ განარისხა სეკულარისტები, ხოლო პრესის შეზღუდვით – თავისუფლების დამცველები. ხალხი გრძნობდა, რომ გეგმაში იყო რევოლუციამდელი რეჟიმის აღდგენა. 1827 წლისთვის საფრანგეთში სერიოზული ეკონომიკური დეპრესია იყო, რამაც გავლენა მოახდინა პოლიტიკაზეც, თუმცა მეფე კვლავ მიისწრაფოდა აბსოლუტიზმისკენ. ის კმაყოფილი იყო ვილელის პოლიტიკით, მისი რჩევით გადაწყვიტა საფრანგეთის პარლამენტის ზემო, პერების პალატაში თავისი ერთგული 76 პერი შეეყვანა და სწრაფად ჩაეტარებინა არჩევნები, რათა ოპოზიციისთვის დრო არ მიეცა ეფექტიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის და დამაჯერებლად გაემარჯვა. მეფემ და მისმა მინისტრმა საპირისპირო შედეგი მიიღეს – ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში, ვილელი კი 1828 წლის დასაწყისში გადადგა თანამდებობიდან. 1829 წელს შარლ X ახალი მთავრობა დაამტკიცა რადიკალი როიალისტისა და ყოფილი ემიგრანტის პრინც ჟულ დე პოლინიაკის ხელმძღვანელობით. მეფის არაპოპულარული პოლიტიკისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, როიალისტებს სჭირდებოდათ გარკვეული წარმატება და პრესტიჟის აღდგენა. 1830 წლის მაისსა და ივნისში ფრანგული საექსპედიციო არმია ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირში გადავიდა და მოკლე დროში დაიპყრო ეს ტერიტორია. სწორედ აქ, ერთი წლის შემდეგ, შეიქმნა საფრანგეთის უცხოური ლეგიონი. 

საგარეო გამარჯვება არ იყო საკმარისი მეფისთვის. ოპოზიცია კვლავ მძლავრობდა. მათ მეფეს მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა მოსთხოვეს, თუმცა მეფემ პარლამენტი დაშალა და ახალი არჩევნები დანიშნა, რომელიც ასევე წარუმატებელი გამოდგა. ძალაზე დაყრდნობით, როიალისტებმა გაამკაცრეს კონტროლი, დაშალეს ახლად არჩეული პალატა, შეცვალეს საარჩევნო სისტემა, მკაცრი ცენზურის ქვეშ მოაქციეს ჟურნალ-გაზეთები და პამფლეტები, დანიშნეს ახალი არჩევნები სექტემბერში. ოპოზიციონერმა ჟურნალისტებმა უარი თქვეს დამორჩილებაზე. ქუჩებში დაიწყო მუშათა გამოსვლები და 28 ივლისს აჯანყება დაიწყო. აჯანყება რევოლუციაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ჯარის ნაწილი აჯანყდა და მეამბოხეებს შეუერთდა. 1830 წლის რევოლუცია ძალიან სწრაფად და საკმაოდ მცირე მსხვერპლით დასრულდა – სულ დაიღუპა 2000-მდე ადამიანი. 29 ივლისს, შუადღეს, რევოლუციონერები უკვე აკონტროლებდნენ პარიზს. 1830 წლის 27-29 ივლისი საფრანგეთის ისტორიაში შევიდა როგორც „სამი დიდებული დღე“. 

შარლ X უნდა წასულიყო, მაგრამ ვის უნდა შეეცვალა ის? ახალ მეფეს თუ რესპუბლიკას? ზომიერმა ლიბერალებმა, ადოლფ ტიერის ხელმძღვანელობით, ბურბონების დინასტიის უმცროსი შტოდან, ორლეანის ჰერცოგის, ლუი-ფილიპის კანდიდატურა წამოაყენეს. ლუი-ფილიპის მამა, რომელიც თავის დროზე თანაუგრძნობდა 1789 წლის რევოლუციას, ტერორის მსხვერპლი გახდა, რადგან ახალი მონარქიული რეჟიმისთვის პოტენციურად ტახტის მემკვიდრედ განიხილებოდა. მნიშვნელოვანი იყო სახელგანთქმული მარკიზ დე ლაფაიეტის მხარდაჭერაც, რამაც, პარლამენტის დიდი ნაწილი დაარწმუნა არჩევანში. 2 აგვისტოს შარლ X გადადგა და მეორე გადასახლებაში წავიდა ბრიტანეთში. ბურბონთა რესტავრაცია მარცხით დასრულდა. ეს განაპირობა რევოლუციისა და ნაპოლეონის მმართველობისას მიღწეულმა პროგრესმა და ცვლილებებმა, რომლის შემდეგ ძველი რეჟიმის აჩრდილი არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით რადიკალი როიალისტისა და აბსოლუტიზმის აღდგენის მოსურნე შარლ X დროს. თუ საფრანგეთში კონსტიტუციური მონარქიის განვითარების შანსი არსებობდა, ეს შანსი უკანასკნელმა ბურბონმა მეფემ მოსპო, ისევე როგორც ბურბონთა დინასტიის საფრანგეთში კვლავ დაბრუნების შესაძლებლობა. 1830 წლის რევოლუციას გამოძახილი ჰქონდა ევროპაში. მართალია, არა ისეთი ფართო, როგორიც 1848 წლის რევოლუციას, თუმცა – შესამჩნევი. აგვისტოში ნიდერლანდების გაერთიანებულ სამეფოში მომხდარმა აჯანყებამ გამოიწვია ახალი ქვეყნის, ბელგიის სამეფოს ჩამოყალიბება. ბრაუნშვაიგელებმა განდევნეს აბსოლუტისტური მისწრაფებების ჰერცოგი კარლ II. იყო რევოლუციის წარუმატებელი მცდელობები იტალიასა და პოლონეთშიც. 

საფრანგეთში რევოლუციების ხანა ივლისის მონარქიის დამყარებით არ დასრულებულა, წინ კიდევ დიდი ცვლილებების პერიოდი იყო, როდესაც ქვეყანამ რესპუბლიკა, მეორე იმპერია და კვლავ რესპუბლიკა მიიღო. 1830 წლის „სამი დიდებული დღის“ სამახსოვროდ კი, პარიზში, ბასტილიის მოედანზე, დღემდე დგას ივლისის სვეტი. 

Previous Post

რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს?

Next Post

საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ნაკრების წარმატებით ვერ მოიგებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ნაკრების წარმატებით ვერ მოიგებს

საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ნაკრების წარმატებით ვერ მოიგებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result