Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სათამაშოების მაღაზია დადარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს აფასებს

by იზა გვარამაძე
July 25, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სათამაშოების მაღაზია დადარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს აფასებს
0
SHARES
0
VIEWS

დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკი მცირე თუ დიდ ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაში ეხმარება და მათ განვითარებას უწყობს ხელს. ბიზნესის მართვა ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევას უკავშირდება, პროცესების გაუმჯობესების მიზნით კი საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს სთავაზობს. ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება, ნაშთის კონტროლი, ბიზნეს სესხის ათვისება, ვალუტის შეღავათიანი კურსით სარგებლობა, დამატებითი ბიზნეს ანგარიშის გახსნა და სხვა ფუნქციონალების გამოყენება. სიმარტივე და კომფორტი კი ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც ბიზნეს მობილბანკს შეუცველ აპლიკაციად აქცევს.

სოციალური საწარმო დადარი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ამზადებს, შექმნის დღიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. დადარის დამფუძნებელი, არჩილ გობეჯიშვილი, საწარმოს შექმნის ისტორიისა და ბიზნესის მობილბანკთან ინტეგრაციის შესახებ გვესაუბრა.

“ხის სათამაშოების წარმოება 2018 წელს დავიწყეთ და ეს ის პერიოდი იყო, როცა მკვეთრად გამოჩნდა პრობლემა სათამაშოების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. იმ პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ 10-დან 8 სათამაშო ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, ჩვენ კი პრობლემის მოგვარებაში ჩვენი წვლილის შეტანა გვსურდა. ასე რომ, გვინდოდა, სათამაშოების წარმოება გაგვევითარებინა და ქართული თუ უცხოური ბაზრისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები შეგვეთავაზებინა. ამავდროულად, სათამაშოების წარმოების პროცესისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ დამატებითი ღირებულების მიცემა გვსურდა. გადავწყვიტეთ, რომ წარმოების პროცესში იძულებით გადაადგილებული ადამიანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადაგვემზადებინა და დაგვესაქმებინა. ასე ჩამოვაყალიბეთ სოციალური საწარმო დადარი, რომელიც უკვე 4 წელია, წარმატებულად ფუნქციონირებს”, — ამბობს არჩილი.

როგორც არჩილი აღნიშნავს, დადარის შექმნიდან მალევე ბიზნეს მობილბანკი ყოველდღიური პროცესების მართვის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბიზნესთან კი მობილბანკის ინტეგრაცია მარტივი იყო, რაც არჩილის თქმით, აპლიკაციის ფუნქციონალების დამსახურებაა.

“როცა ბიზნესი დავარეგისტრირეთ, საქართველოს ბანკში ანგარიშიც თავიდანვე გავხსენით და როგორც მახსოვს, მაშინვე გადმოვწერეთ ბიზნეს მობილბანკი. მანამდე ყველა საქმესთან დაკავშირებით ბანკში უშუალოდ წასვლა და დეტალების იქ მოგვარება, რა თქმა უნდა, რთული იყო. ბიზნეს მობილბანკის დამხმარებით კი, ჩვენთვის სასურველ ფუნქციონალებს ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ვიყენებთ. აპლიკაციასთან ინტეგრაცია მარტივი იყო, რადგან თავად მობილბანკი სწორად არის შედგენილი და მორგებულია ბიზნესის საჭიროებებს, ამიტომ სირთულეები არ მახსენდება. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა ის სიმარტივე, რომელიც ბიზნეს მობილბანკის გამოყენებას ახლავს. ფიზიკური პირის მობილბანკში მიღებული გამოცდილება კი ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების ათვისებაში დაგვეხმარა”, — აღნიშნა არჩილმა.

ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს დამატებითი ბიზნეს ანგარიშის გახსნა შეუძლიათ. თუ უცხოურ კომპანიებთან ტრანზაქციებს ხშირად ახორციელებთ, დამატებითი ბიზნეს ანგარიში ფინანსების კონტროლს გაგიმარტივებთ. ბიზნეს მობილბანკით შეძლებთ, მარტივად გახსნათ მულტისავალუტო ანგარიში, რომებზეც სხვადასხვა ვალუტებში ან სხვადასხვა მიზნობრიობით მიღებულ შემოსავლებს გაანაწილებთ. არჩილმა ბიზნეს მობილბანკიდან დამატებითი ბიზნეს ანგარიში უკვე გახსნა, რაც მისი თქმით, საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცესი იყო.

“პარტნიორ ევროპულ კომპანიებთან ძირითადად B2B მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოს ბაზრის გარდა, წარმატებული გაყიდვები გვაქვს ევროპულ ბაზარზეც და სხვადასხვა ევროპულ კომპანიას მათზე მორგებულ პროდუქციასა და B2B თანამშრომლობას ვთავაზობთ. შესაბამისად, ამ კომპანიებთან თანამშრომლობაში ძალიან გვეხმარება სხვადასხვა ანგარიშის ქონა, რათა უფრო ნათლად ჩანდეს ყველა ტრანზაქცია ვისთან არის, როგორ არის, რომელ რიცხვშია და ასე შემდეგ. ასე რომ, დამატებითი ბიზნეს ანგარიშით ფინანსებს ბევრად უფრო პრაქტიკულად ვმართავთ. სამომავლოდ კი, ბიზნესის საქმიანობა მობილბანკის გარეშე ვერ კი წარმომიდგენია. გადარიცხვა, ჩარიცხვა, ნაშთის კონტროლი, გადამოწმება — ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ვფიქრობ, რომ მობილბანკის აქტიურად გამოყენებაც მუდმივად გაგრძელდება”, — ამბობს არჩილი.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. ბიზნეს მობილბანკის გადმოწერას კი, ამ ბმულიდან შეძლებთ. S

Previous Post

რა არის სარეზერვო ნორმა (მოთხოვნები)?

Next Post

საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში – ინტერვიუ გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელთან

იზა გვარამაძე

Next Post
საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში – ინტერვიუ გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელთან

საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში - ინტერვიუ გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result