Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მილიარდერი, რომელიც ადამიანებს ღორის გულს უნერგავს

by Salo Papalashvili
July 23, 2024
in ბიზნესი, მეცნიერება, მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
მილიარდერი, რომელიც ადამიანებს ღორის გულს უნერგავს
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს უახლესი მილიარდერი – ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ულტრამდიდარ ადამიანთა შორის ქალიშვილის განკურნებისთვის შექმნილი კომპანიის წყალობით მოხვდა. 1996 წელს, მარტინ როტბალტის ექვსი წლის შვილს პულმონური არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) დიაგნოზი დაუსვეს – დაავადების, რომელიც საკმაოდ იშვიათია და არ იკურნება. როტბელტმა, რომელიც იმ დროს Sirius Satellite Radio-ს თანადამფუძნებელი იყო, განკურნების გზების შესასწავლად, საკუთარი ბიოტექნოლოგიური კომპანია ჩამოაყალიბა.

„არაფერია იმ გრძნობაზე საშინელი, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ქალიშვილი მოკვდება. მე უბრალოდ გადავწყვიტე მეპოვა გზა, რადგან სხვა შემთხვევაში ჩემი შვილიც, ამ დაავადების მქონე სხვა პაციენტების მსგავსად, ვერ გადარჩებოდა“, – განაცხადა როტბალტმა 2018 წელს, ამერიკულ Forbes-თან ინტერვიუსას.

დიაგნოზის დასმიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, როტბალტის ქალიშვილი ჯანმრთელია. მის მიერ ჩამოყალიბებული კომპანია United Therapeutics-ის აქციების ფასი კი, 1999 წლის IPO-ს შემდეგ, თითქმის 54-ჯერაა გაზრდილი. მხოლოდ წელს, კომპანიის აქციათა ღირებულება 50%-ით, ხოლო 30 აპრილის შემდგომი მოცემულობით კი 40%-ით გაიზარდა და როტბალტს მილიარდერის სტატუსის მოპოვებაშიც დაეხმარა.

United Therapeutics-ის შემოსავალმა გასულ წელს $2.1 მილიარდი შეადგინა, საიდანაც უდიდესი ნაწილი FDA-ის მიერ, პულმონური არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ დამტკიცებულ ხუთ მედიკამენტზე მოდიოდა. მარტში კომპანიამ $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამაც დააანონსა. არსებული მდგომარეობით, United Therapeutics-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $14.7 მილიარდამდე გაიზარდა.

თუმცა, United Therapeutics-თან ერთად, როტბალტის ქონების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მისი შვილობილი კომპანიის, Revivicor-ის წარმატებამაც მოახდინა. Revivicor-ი გენური ინჟინერიით შექმნილ ღორის ორგანოებს, თირკმელებისა და გულის დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფ პაციენტებს უნერგავს.

United Therapeutics-ის წარმატებით კი ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი სწორედ როტბალტმა მიიღო და ამერიკის თვითშემდგარ მილიარდერ ქალთა შორისაც კუთვნილი ადგილი დაიკავა. 2015 წელს, PAH-ის სამკურნალო გზის აღმოჩენის შემდეგ, Forbes-მა მისი ქონება $390 მილიონად შეაფასა. 2021 წელს, United Therapeutics-ის აქციების ფასების ზრდასთან ერთად, როტბალტის საკუთრებაში არსებული აქტივების საერთო ღირებულება $585 მილიონით განისაზღვრა.

ამჟამად კი, Forbes-ის შეფასებითვე, 69 წლის როტბალტის ქონება – მათ შორის აქციები, ნაღდი ფული, კერძო საკუთრება – $1 მილიარდს აღემატება. ამ მონაცემით, როტბალტი ამერიკის თვითშემდგარი მილიარდერი ქალების 35-ეულში ხვდება.

რაც შეეხება Sirius Satellite Radio-ს, ის როტბალტმა 1990 წელს დააარსა და 1993 წელს ფირმის IPO-საც ხელმძღვანელობდა. მის ქალიშვილს კი ის დიაგნოზი კომპანიის აქციების საჯაროდ დალისტვიდან სამ წელიწადში დაუსვეს. იმ დროისთვის PAH-ი სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. პაციენტების დიდი ნაწილი დიაგნოზის დასმიდან მაქსიმუმ ორ წელს ცხოვრობდა. აშშ-ში PAH-ი დაახლოებით 50,000 ადამიანს აქვს – ის პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც მაღალი წნევის გავლენით მნიშვნელოვნად ზიანდება ფილტვები და გულის არტერიები.

სამკურნალოდ როტბალტმა SiriusXM-ის $3 მილიონის ღირებულებების აქციები გაყიდა და თანხა ექიმებს გადასცა, თუმცა ამან არ გაამართლა. რის შემდეგაც უკვე საკუთარი ფირმა, United Therapeutics-ი ჩამოაყალიბა. 1999 წლის IPO-ზე პატარა ბიოტექნოლოგიური ფირმის ღირებულებამ $66 მილიონს მიაღწია.

სამი წლის შემდეგ, პულმონური არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ Remodulin-მა აშშ-ში, კანადასა და ისრაელში თანხმობა მიიღო. გარდა ამისა, FDA-მ კომპანიის მიერ შექმნილი სამი სხვა სამკურნალო კურსიც დაამტკიცა – მათ შორის იყო ყოველდღიური აბებიც. შემდგომ იყო Tyvaso, მკურნალობა, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლს გადაადგილების საშუალებას აძლევს,

ბოლოს კი, 2022 წელს, კომპანიამ მშრალი ფხვნილის კონსისტენციის პრეპარატი Tyvaso DPI შეიმუშავა, რომელიც ორგანიზმს ინჰალატორის საშუალებით მიეწოდება. სწორედ ეს უკანასკნელი დაეხმარა კომპანიას, 2023 წლის გაყიდვებით $2-მილიარდიანი ნიშნული გადაელახა.

Previous Post

უძრავი ქონება 14.9%-ით გაძვირდა – როგორია ფასები თბილისის უბნებში?

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result