Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდია არის კიდევ ერთი ბიძგი, არ გავჩერდე — მერი ქადაგიძის ისტორია

by იზა გვარამაძე
July 16, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდია არის კიდევ ერთი ბიძგი, არ გავჩერდე — მერი ქადაგიძის ისტორია
0
SHARES
0
VIEWS

მათ, ვინც განათლებისა და კარიერული განვითარების გზაზე არ ჩერდება, საქართველოს ბანკი საბოლოო მიზნების მიღწევაში ეხმარება. სხვადასხვა პროექტისა და სტიპენდიის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი წლებია, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებს შორისაა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა, რომელთანაც საქართველოს ბანკი 2014 წლიდან თანამშრომლობს და უკვე 10-ზე მეტ სტუდენტს აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები მთლიანად დაუფინანსა. ფულბრაიტის პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი წელს მერი ქადაგიძე გახდა, რომელიც თავისი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.

რატომ ფულბრაიტი

“ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და შერჩევის პროცედურაც მრავალმხრივი და ხანგრძლივია. ეს, ერთი მხრივ, დამღლელია მონაწილეებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ზრდის პროცესის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას, რაც პირადად ჩემთვის, გადამწყვეტია ამ და სხვა კონკურსებში მონაწილეობის დროს.

კონკურსში წელს პირველად ვმონაწილეობდი და ეს გადაწყვეტილება სააპლიკაციო პერიოდის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე მივიღე. სტიპენდიის მოპოვების მოლოდინიც ისევე მქონდა, როგორც თითოეულ განმცხადებელს, თუმცა კონკურსის პრესტიჟულობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ვიაზრებდი იმასაც, რომ სტიპენდიის ვერ მიღების შესაძლებლობაც მაღალი იყო. ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე წელი ვემზადებოდი სწავლის გასაგრძელებლად და მიმაჩნდა, რომ მიუხედავად შედეგისა, ეს გამოცდილება დამეხმარებოდა აკადემიური პერსპექტივების უკეთ გაცნობიერებასა და ასევე შემდგომი კონკურსისთვის მომზადებაში”, — ამბობს მერი.

გზა ფულბრაიტის სტიპენდიატობამდე და სამომავლო გეგმები

ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში, მერი სწავლას აშშ-ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკისა და ორგანიზაციული ლიდერობის მიმართულებით გააგრძელებს. მერი განათლების მკვლევარი და სპეციალისტია, აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნებასა და მიღებული ცოდნით განათლების სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართვას გეგმავს.

“ვმუშაობ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის, განათლების სოციალური პოლიტიკის, განათლების მიღების შესაძლებლობების გამრავალფეროვნებისა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ უთანასწორობის აღმოფხვრისთვის, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას უკავშირდება. აღნიშნული პროგრამა განათლების პოლიტიკას სწორედ სოციალური უთანასწორობის კონტექსტში უყურებს და ცდილობს, დაეხმაროს სტუდენტებს როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, რაც ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კარიერულ გეგმებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც შევცვალე ჩემი პირველი კარიერული არჩევანი და ბიზნესის სფეროდან განათლებაში გადავინაცვლე, ვმუშაობ, რათა ხელი შევუწყო როგორც განათლების სისტემის მართვის დემოკრატიზაციას, ასევე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სასკოლო თემის საჭიროებებზე ზრუნვას, მათი კეთილდღეობისა და განვითარების მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, სწავლის დასრულების შემდგომ, ვგეგმავ როგორც აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას და საქართველოს რეგიონულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. თუმცა ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვნად ვთვლი ჩემი და სხვა სტიპენდიატების დასაქმებას საჯარო უწყებებში, რაც დაგვეხმარება სფეროს განვითარებასა და მართვის დემოკრატიული პარადიგმის დანერგვაში”, — აღნიშნა მერიმ.

როგორ უნდა მოიპოვო ფულბრაიტის სტიპენდია

ვინც სამომავლოდ ფულბრაიტის სამაგისტრო კონკურსში მონაწილეობას გეგმავს, საქართველოს ბანკის სტიპენდია აშშ-ში სწავლის დაფინანსების დამატებით შანსს აძლევს. მერის აზრით, ფულბრაიტის სამაგისტრო კონკურსი სწორედ ის უნიკალური შანსია, რომელიც საკუთარი და სხვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ყველა მსურველმა უნდა გამოიყენოს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კი შემდეგ სამ რჩევას აძლევს:

  1. “დიდი დრო დაუთმეთ აკადემიური და კარიერული მიზნების შესახებ ფიქრს და ეს უშუალოდ აპლიკაციის შევსებამდე გააკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის შევსება შედარებით გვიან დავიწყე, ვიცოდი სფერო, პროგრამები და რაც მთავარია, ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც მჭირდებოდა სწავლის გაგრძელება. ეს კი ძალიან დამეხმარა ესეებისა და გასაუბრებისთვის მომზადებაში.
  2. სურვილი და მოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია აპლიკაციის კარგად გაცნობა და თანმიმდევრულობა, რაც დავაზღვევთ შეცდომებისგან და შფოთვასაც შეგიმცირებთ.
  3. კონკურსში მონაწილეობა და სწავლის გაგრძელება არის თქვენი პირადი არჩევანი და უნიკალური გამოცდილება, ამიტომ განეწყვეთ ამ პროცესისთვის, იზრუნეთ საკუთარ თავზე და გაუზიარეთ იდეები თქვენთვის სანდო ადამიანებს, რაც თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებათ”, — ამბობს მერი.

განათლების უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოს ბანკისგან

“ხშირად აღვნიშნავ, რომ განათლება სოციალური სიკეთეა, რომელიც საბოლოოდ თითოეულ ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ზრდას, კეთილდღეობასა და განვითარებას განაპირობებს. ამასთან, ხარისხიან განათლებაზე წვდომა საქართველოში და არამხოლოდ, რჩება პრივილეგიად, რომელიც არ აქვს ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების 60%-ზე მეტს. ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა მეც, საქართველოს ბანკისა და ფულბრაიტის პროგრამის გარეშე. ამასთან, მიმაჩნია, რომ თითოეული ორგანიზაცია, რომელიც ინვესტიციას დებს განათლებასა და იმ ადამიანებში, ვინც ამ სფეროს ემსახურებიან, სწორედ რომ ამ სოციალური სიკეთის შექმნაში იღებს მონაწილეობას. სასიამოვნოა, რომ ამ პროცესის მონაწილე ჩემთან ერთად საქართველოს ბანკიცაა, რაც ჩვენ, როგორც სტიპენდიატებს, დამატებით პლატფორმასაც გვაძლევს საკუთარი მოსაზრებებისა თუ მიღებული გამოცდილებების გაზიარებისა და გავრცელებისათვის.

სტიპენდიის მოპოვებით ახალ ეტაპს ვიწყებ, რომელიც პიროვნულად და ასევე პროფესიულად სრულიად განსხვავებული და ძალიან მდიდარი გამოცდილებების შეძენის საშუალებას მომცემს. მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი ბიძგი და წინაპირობა, არ გავჩერდე და საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნებისთვის გავაგრძელო მუშაობა, რომელთა გამოც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე”, — დასძინა მერიმ.

თუ გაინტერესებს, განათლების კიდევ რა შესაძლებლობებს გთავაზობს საქართველოს ბანკი და რომელია შენზე მორგებული, CSR.BOG.GE-ს შეგიძლია ეწვიო. S

Previous Post

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა

Next Post

სმარტფონების გლობალური ბაზარი 6.5%-ით გაიზარდა

იზა გვარამაძე

Next Post
სმარტფონების გლობალური ბაზარი 6.5%-ით გაიზარდა

სმარტფონების გლობალური ბაზარი 6.5%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Snatch Casino Review: Short‑Play Slots und Lightning Jackpots für schnelle Gewinne

June 23, 2026
გამოფენა ათინათის კოლექციიდან – ათინათის კულტურის ცენტრში

გამოფენა ათინათის კოლექციიდან – ათინათის კულტურის ცენტრში

October 10, 2025
ლიტერატურაში ნობელის პრემია უნგრელ ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა

ლიტერატურაში ნობელის პრემია უნგრელ ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა

October 9, 2025
ადამიანური თანაგრძნობის სიკვდილი – გზავნილი ცივილიზაციური რეგრესისკენ

ადამიანური თანაგრძნობის სიკვდილი – გზავნილი ცივილიზაციური რეგრესისკენ

October 9, 2025

Recent News

Snatch Casino Review: Short‑Play Slots und Lightning Jackpots für schnelle Gewinne

June 23, 2026
გამოფენა ათინათის კოლექციიდან – ათინათის კულტურის ცენტრში

გამოფენა ათინათის კოლექციიდან – ათინათის კულტურის ცენტრში

October 10, 2025
ლიტერატურაში ნობელის პრემია უნგრელ ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა

ლიტერატურაში ნობელის პრემია უნგრელ ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა

October 9, 2025
ადამიანური თანაგრძნობის სიკვდილი – გზავნილი ცივილიზაციური რეგრესისკენ

ადამიანური თანაგრძნობის სიკვდილი – გზავნილი ცივილიზაციური რეგრესისკენ

October 9, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result