Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყნები

by Forbes.ge
December 6, 2024
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყნები
0
SHARES
0
VIEWS

21-ე საუკუნეში ქვეყნები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სანქცირების პრაქტიკას, რასაც ხელი გლობალიზაციამ შეუწყო. დღეს, რადგან ქვეყნები ეკონომიკურად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, სანქციების დადება ეკონომიკური ზიანის მომტანია. სანქცია მთავრობების პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფასია. სანქცირება ხდება როგორც ადამიანების, ასევე კომპანიებისა და ქვეყნების. ყველაზე მძიმე ქვეყნის ეკონომიკისთვის დაწესებული სანქციებია. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სანქციების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. დღეს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ნახევარზე მეტი რუსულ აგრესიას უკავშირდება, რაც არა მხოლოდ უშუალოდ რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებში გამოიხატება, არამედ სანქცირებულნი არიან რუსეთისთვის დახმარების გამწევი სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები.

რთულია, შეადგინო ზუსტი რეიტინგი, თუ რომელი ქვეყანაა ყველაზე მძიმედ სანქცირებული. ასეთი ინდექსი ჯერ არ შექმნილა. მაგრამ ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყნების გამოკვეთა შეგვიძლია სანქციების რაოდენობის მიხედვით. ყველაზე მეტი სანქციები ყველაზე მძიმე სანქციებს არ ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაოდენობა სიმძიმესთან ძირითადად თანხვდენილია. სანქციების რაოდენობა ძირითადად სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობით ითვლება.

10. ავღანეთი

ავღანეთს 100-ზე მეტი სანქცია ადევს. ავღანეთის სანქცირება 1999 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაიწყო. პირველ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები დაასანქცირეს აშშ­-­მა და ევროპის ქვეყნებმა. სანქციები გამკაცრდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. თუმცა დღეს არსებული სანქციების უმეტესობა 2021 წლიდან დაწესდა, როდესაც ქვეყნის სათავეში ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“ მოვიდა და მკაცრი რეპრესიები გაატარა. ავღანეთს შეზღუდული აქვს იარაღით და ტექნოლოგიებით ვაჭრობა, გაყინულია მთავრობის უცხოური აქტივები. სანქცირებულნი არიან „თალიბანის“ წევრები. სანქციების მიზეზი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

9. ლიბია

ლიბიას 100-ზე მეტი სანქცია ადევს. ლიბიის სანქცირება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო ტერორიზისთვის მხარდაჭერის გამო, მაგრამ დღეს მისთვის დაწესებული სანქციები ძირითადად 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომს უკავშირდება. ლიბიის დიქტატორმა მუამარ კადაფიმ მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. საბოლოოდ, ლიბიის ომი კადაფის დამარცხებით და სიკვდილით დასრულდა. კადაფის რეჟიმის მხარდამჭერები დღემდე სანქცირებული არიან აშშ­-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან. ასევე აკრძალულია ლიბიასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და იარაღით ვაჭრობა.

8. კუბა

კუბას 200-ზე მეტი სანქცია ადევს. კუბის სანქცირება აშშ­-­მა 1958 წლიდან დაიწყო. ჯერ სამხედრო იარაღის მიწოდებაზე დააწესა ემბარგო, 1962 წლიდან კი სრულად აიკრძალა ამერიკული საქონლის კუბაში ექსპორტი. გამონაკლისი მხოლოდ მთავრობის ნებართვით არის დაშვებული. აკრძალულია კუბაში ინვესტირება ლიცენზიის გარეშე. აშშ­-ის მიერ ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად არის გამოცხადებული. კუბის სანქცირების მიზეზი დიქტატორულ­-კომუნისტური მმართველობაა. ევროკავშირმა კუბას ეკონომიკური სანქციები 2008 წელს მოუხსნა.

7. ვენესუელა

ვენესუელას 900-ზე მეტი სანქცია ადევს. პირველი სანქციები ვენესუელას აშშ­­­-­­­მა დაუწესა 2008 წელს, რაც ნარკოტიკებით ვაჭრობის მთავრობისგან მხარდაჭერას უკავშირდებოდა. დასანქცირდნენ თანამდებობის პირები. თუმცა სანქციების ძირითადი ნაწილი ვენესუელას 2014 და 2017 წლებში დაუწესდა, როდესაც არჩევნების შემდეგ მთავრობამ ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო დემოკრატიული პროტესტი. სანქციების მიზეზია კორუფციაც. სანქციები დამძიმდა 2019 წელს. შედეგად, ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი იურიდიული და 700-ზე მეტი ფიზიკური პირია სანქცირებული. ვენესუელა სანქცირებულია ევროკავშირის მხრიდანაც. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ კი ვენესუელის მთავრობის წევრებისთვის ვიზის გაცემა შეწყვიტა. ინდივიდუალური სანქციების გარდა, იკრძალება ვენესუელასთან ვაჭრობა სამხედრო, საკომუნიკაციო და მეორადი დანიშნულების საქონლით. ამერიკული სანქციები სანქცირებული პირების აქტივების გაყინვასაც მოიცავს.

6. მიანმარი (ბირმა)

მიანმარს 1,000-ზე მეტი სანქცია ადევს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული მოძრაობების ჩახშობის, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მიანმარში მთავრობის მხრიდან ძალადობა 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. სანქციების დაწესება 2003 წლიდან დაიწყო და დღეს სანქცირებულია აშშ­-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან. სანქციები მოიცავს შეიარაღებაზე ემბარგოს, სავაჭრო და საინვესტიციო შეზღუდვებს, მაღალჩინოსნების აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას. მიანმარისთვის დაწესებული სანქციები ბოლო 20 წლის განმავლობაში თანდათან მრავლდება და მძიმდება.

5. ბელარუსი

ბელარუსს 1,500-ზე მეტი სანქცია ადევს. ბელარუსის სანქცირება ევროკავშირმა 2005 წლიდან დაიწყო, რაც თანამდებობის პირების სავიზო შეზღუდვებში გამოიხატებოდა, თუმცა 2008 წელს სანქციები შემსუბუქდა. სანქცირების მეორე ეტაპი 2015 წლიდან იწყება, თუმცა 2020 წლამდე სანქციები მსუბუქი იყო. აშშ­-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან ბელარუსს სანქციები 2020 წლის არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი დარბევების გამო გამკაცრდა. სანქციების მომდევნო ტალღა კი რუსეთ­ -უკრაინის ომს უკავშირდება, როდესაც ბელარუსმა რუსულ ჯარებს უკრაინაზე შესატევად ტერიტორია დაუთმო. დღეს ბელარუსში სავიზო და ფინანსური შეზღუდვები ადევს ათასზე მეტ ადამიანს. გარდა ამისა, შეზღუდულია ბელარუსთან ვაჭრობა. სანქციები ზღუდავს ბელარუსული ბანკების ოპერაციებსაც, ეზღუდებათ SWIFT-ზე წვდომა. საერთაშორისო სახელმწიფო საინვესტიციო ბანკებმა შეწყვიტეს ბელარუსის დაფინანსება.

4. ჩრდილოეთი კორეა

ჩრდილოეთ კორეას 2,000-ზე მეტი სანქცია ადევს. აშშ­-­მა ჩრდილოეთ კორეას პირველი სანქციები 1953 წელს, „კორეის ომის“ დასრულების შემდეგ დაუწესა. პირველი სანქციები სავაჭრო და ფინანსური შეზღუდვები იყო. სანქციები გაფართოვდა და გამკაცრდა 2006 წელს, კორეის ატომური პროგრამის გამო, როდესაც პირველად გამოცადეს ატომური იარაღი. დღეს დასავლეთის ქვეყნები კრძალავენ ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობას (გამონაკლისია სურსათი და მედიკამენტები), ინვესტირებას, ფინანსურ დახმარებას, მოგზაურობას. გამოცხადებულია ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. კორეული სანქცირებული პირებისა და კომპანიების სია 2022 წლიდან გაიზარდა, რადგან ჩრდილოეთი კორეა აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

3. სირია

სირიას 3,000-მდე სანქცია ადევს. აშშ­-­მა სირიის მთავრობას პირველად სანქციები 1917 წელს დაუწესა ლიბანში შეჭრის და „ჰეზბოლას“ დაფინანსების გამო. დღეს მოქმედი სანქციები, რომელთაც მთლიანი დასავლური სამყარო უერთდება, ძირითადად 2011 წლიდან მოქმედებს. სანქციების მთავარი მიზეზი 2011 წლის სამოქალაქო ომია, რაც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის დიქტატურის საწინააღმდეგო პროტესტს მოჰყვა. ყველაზე მკაცრი სანქციები სირიის მიმართ აშშ-ს აქვს დაწესებული, მესამე ქვეყნებსაც კი უზღუდავს სირიის რეჟიმთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. სანქცირებულნი არიან სირიის ხელისუფლების წევრები და სამხედროები, ქვეყანა არის სავაჭრო და ფინანსური ემბარგოს ქვეშ, გაყინული აქვს საერთაშორისო აქტივები. გამოცხადებულია ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად.

2. ირანი

ირანს 5,000-ზე მეტი სანქცია ადევს. ირანის სანქცირება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაიწყო. პირველად სანქციები აშშ­-­მა დაუწესა, როდესაც რადიკალი ისლამისტები აშშ­-ის საელჩოში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. აშშ­-­მა ირანის უცხოური აქტივები გაყინა და სავაჭრო ემბარგო გამოაცხადა. სანქციები გამკაცრდა 1984 წელს ირან­-ერაყის ომის დროს. 1995 წლიდან სანქციების რაოდენობა და სიმკაცრე ირანის მიერ ატომური პროგრამის დაწყების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების გამო გაიზარდა. ირანისთვის დაწესებული სანქციები ბოლო 30 წელიწადში მსუბუქდებოდა და შემდეგ ისევ მკაცრდებოდა. სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა 2022 წლიდან, ირანის მხრიდან რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და პოლიციის მიერ ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის გამო. ირანი სანქცირებული ჰყავს არა მხოლოდ დასავლურ ქვეყნებს, არამედ ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. სანქცირებულნი არიან ირანის ხელისუფლების წევრები, ქვეყანას დაუწესდა სავაჭრო და ფინანსური ემბარგო. მესამე ქვეყნებს ეზღუდებათ ირანთან ეკონომიკური ურთიერთობები.

1. რუსეთი

რუსეთს 20,000-მდე სანქცია ადევს და სანქცირებული ქვეყნების რეიტინგში დიდი უპირატესობით ლიდერობს. რუსეთის სანქცირება 2012 წელს „მაგნიტსკის აქტით“ დაიწყო, როცა სერგეი მაგნიტსკის ციხეში მკვლელობას 18 პასუხისმგებელი პირის სანქცირება მოჰყვა. სანქციები ინდივიდუალურიდან ეკონომიკურამდე 2014 წლიდან გაფართოვდა, რისი მიზეზიც ყირიმის ოკუპაცია იყო. შეიზღუდა რუსეთთან ვაჭრობა და თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროპის საბჭოში, დასანქცირდნენ ომთან და სეპარატიზმთან დაკავშირებული პირები. 2022 წლის თებერვლამდე რუსეთისთვის 2,700-მდე სანქცია იყო დაწესებული. დღეს მოქმედი სანქციების 80%-ზე მეტი 2022 წელს დაწყებული რუსეთ­-უკრაინის ომის გამო არის დაწესებული. სანქციებს უერთდება 50-მდე ქვეყანა. ყველაზე მეტი სანქცია რუსეთის მიმართ აშშ-ს აქვს დაწესებული, შემდეგ მოდის კანადა. სანქცირებულია 7,000-მდე იურიდიული და 13 ათასამდე ფიზიკური პირი. სანქციები მოიცავს: მოგზაურობის აკრძალვას, სავაჭრო ემბარგოს, ინვესტირების შეწყვეტას, მთავრობის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების გაყინვა-­კონფისკაციას, რუსეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდების ყიდვის აკრძალვას, ბანკების SWIFT-იდან გათიშვას, სანქციებს მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში და ა.შ. ამასთან ერთად, რუსეთის სანქცირება მიმდინარე პროცესია და სანქციები დროდადრო მრავლდება და მკაცრდება.

Previous Post

ილონ მასკმა ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფისთვის შეწირულება გაიღო

Next Post

The Most Sanctioned Countries

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
„ვაზისუბნის მამულის“ 2021 წლის მოსავლის ქვევრის ქისს IWC 2024-ის ჩემპიონი ღვინის სტატუსი მიენიჭა

„ვაზისუბნის მამულის“ 2021 წლის მოსავლის ქვევრის ქისს IWC 2024-ის ჩემპიონი ღვინის სტატუსი მიენიჭა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result