Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება

სადამდე მიიყვანს საქართველოს პრორუსული კურსი?

by Davit Tsiramua
July 15, 2024
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
სადამდე მიიყვანს საქართველოს პრორუსული კურსი?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სარედაქციო შენიშვნა: ავტორის მოსაზრება თავდაპირველად გამოქვეყნდა 2024 წლის ივნისის ნომერში. ბეჭდური სტატიის ციფრული ვერსია წარმოდგენილია უცვლელად.

ის, რომ ე.წ. „აგენტების კანონი“ ევროკავშირის ღირებულებებსა და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, უკვე არაერთხელ აღნიშნეს თავად ევროპელმა ლიდერებმა. ევროკავშირის პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ამის შესახებ ჯერ კიდევ 16 აპრილს განაცხადა. 19 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი, რომ ამ კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან უხვევს. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლების, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მხრიდანაც.

ბოლო კვირებში საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია არა მხოლოდ ამ კანონის მიღებით, არამედ მზარდი რეპრესიებით. ძალოვნების მიერ დავით ქაცარავას და სხვა მომიტინგეების სასტიკად ცემა, ვიდეობლოგერ უჩა აბაშიძის და მისი ცოლის დაჭერა საეჭვო ვითარებაში და საეჭვო ბრალდებებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, ანალიტიკოს გია ჯაფარიძის ცემა სახლის სადარბაზოსთან, აქტივისტ ნატა ფერაძის ქვეყნიდან გაქცევა, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ტელეფონზე რეკვა და მათი დაშინება – ეს მცირე ჩამონათვალია რეპრესიების იმ მზარდი ნაკადის, რომლებიც ბოლო კვირებში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს დაატყდათ თავს.

თუ საქართველო ამ საგარეო და საშინაო მიმართულებით სიარულს გააგრძელებს (და ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ასე არ მოხდება), ის თავის პროევროპულ ორიენტაციას დაკარგავს. ამ სტატიაში განვიხილავ, თუ კონკრეტულად სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა, რუსეთისადმი მაამებლურმა კურსმა. სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები ოდნავაც არ გავაზვიადო და მოვლენების შესაძლო განვითარების ყველაზე მსუბუქი სცენარი აღვწერო. სინამდვილეში, სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი ბევრად უარესად წარიმართოს, ვიდრე ვვარაუდობთ.

დავიწყოთ ყველაზე მცირედის აღწერით, თუ რა გველის წინ: აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას მოჰყვება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვა. ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის შიგნით ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი – მაგალითად, ვიქტორ ორბანი – „ოცნების“ რეჟიმს დიდი ხნის განმავლობაში აფარებდა ხელს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ამგვარი ანტიევროპული ტრანსფორმაცია წარსულშიც მომხდარა. მაგალითად, 2016 წლიდან საგრძნობლად გაუარესდა ურთიერთობა ევროკავშირსა და მისი წევრობის კანდიდატ ქვეყანას, თურქეთს შორის. თუმცა ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთსა და საქართველოს შორის ბევრად უფრო მძიმე შედეგებს გამოიღებს, ვიდრე ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა.

თურქეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ფორმალურად ნატოს წევრია. შესაბამისად, მას უკვე აქვს გეოპოლიტიკური ფარი, რომლითაც შეუძლია, თავი დაიცვას რეგიონის ექსპანსიონისტური სახელმწიფოებისგან: რუსეთისა და ირანისგან. ამასთან ერთად, თურქეთი 85-მილიონიანი ქვეყანაა, მრავალრიცხოვანი და ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ჯარით, სამხედრო ინდუსტრიითა და ეკონომიკით. ამის საპირისპიროდ, საქართველო, როგორც კი დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს, იძულებული გახდება, რუსეთის იმპერიის სატელიტ სახელმწიფოდ იქცეს.

როგორი შეიძლება იყოს რუსეთის სატელიტობა? ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენები გვაჩვენებს, რომ რუსეთი პრინციპულად ვერ ეგუება მოკავშირე ქვეყნების დემოკრატიზაციას. კრემლის ავტორიტარული რეჟიმი დემოკრატიას უყურებს როგორც განსაკუთრებით საშიშ ვირუსს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელდეს.

ამას გარდა, დემოკრატია სატელიტ ქვეყანაში რუსეთისთვის მიუღებელია სხვა მიზეზითაც. საქმე ისაა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არასდროს არსებობს იმის გარანტია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მუდმივად შენარჩუნდება. ამის ნათელი მაგალითი ტაივანია, რომელშიც, ჩინეთის უწყვეტი მუქარების მიუხედავად, ანტიჩინური განწყობები და საგარეო პოლიტიკა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. ავტორიტარული იმპერიისთვის სხვა ავტორიტარული ქვეყნები, როგორც წესი, მეტ-ნაკლებად საიმედო მოკავშირეები არიან ხოლმე. ამის გათვალისწინებით, რუსეთისთვის ბევრად იოლია, თავის დაქვემდებარებაში ავტორიტარული სახელმწიფოები ჰყავდეს (რომელთა დიქტატორებთანაც მაფიოზურ გარიგებაში შევა), ვიდრე დემოკრატიული.

კრემლის სატელიტ საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება შეუქცევადი პროცესი იქნება. „აგენტების“ კანონიც თანდათანობით უფრო და უფრო გამკაცრდება, სანამ დაახლოებით იმ ფორმას არ მიიღებს, რაც მას დღეს რუსეთში აქვს. უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების შეზღუდვას, ჯაჭვური რეაქციით, მიჰყვება დარჩენილი თავისუფალი სივრცეების: კერძო ბიზნესების, უნივერსიტეტების, პარტიების, სამოქალაქო გაერთიანებებისა და მედიის შევიწროება. ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკურად თავისუფალი სივრცეები აღარ იარსებებს, არჩევნები წმინდა წყლის ფორმალობად გადაიქცევა. აქედან გამომდინარე, მომავალში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლეთისკენ შემოტრიალებაც არნახულად რთული ამოცანა გახდება.

მზარდ ავტორიტარიზმსა და ქვეყნის რუსეთის სატელიტად გადაქცევას მოჰყვება საქართველოდან ადამიანური რესურსების მასობრივი გადინება. ცხადია, ბოლო წლებში მსგავსი „ტვინების გადინება“ რუსეთსა და ბელარუსშიც მოხდა, თუმცა საქართველოში ეს პროცესი ბევრად უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთისა და ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში ბევრად მაღალია იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომელთათვისაც პრორუსულობა და ავტორიტარიზმი პრინციპულად მიუღებელია.

ახალგაზრდებისა და პროევროპულად განწყობილი ადამიანების ქვეყნიდან გადინება საქართველოს ეკონომიკას განვითარების საშუალებას მოუსპობს. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს არა აქვს ბუნებრივი რესურსები, რომ ცოდნისა და ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივის მოშლა დროებით მაინც გადაიტანოს. შედეგად, საქართველო განწირული იქნება იმისთვის, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, პროვინციული ქვეყანა და რუსეთის უკანა ეზო იყოს. ამის შედეგად, ჩვენი ქვეყანა განვითარების ბუნებრივ ტრაექტორიას ათწლეულებით ჩამორჩება.

იმის გამო, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში გადაინაცვლებს, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესონ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის – 9.3%, ხოლო იმპორტის 27.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ამავე მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში შემოსული იმპორტის 9.3% მოდის აშშ-ზე. დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ერთ- -ერთ ეტაპზე თუკი საქართველოს ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, ეს ადგილობრივ ეკონომიკას საგრძნობ დარტყმას მიაყენებს.

დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, კიდევ უფრო მჭიდროდ მიაბამს რუსეთსა და მის მოკავშირეებს. ასეთი დონის ეკონომიკური დამოკიდებულება, ავტორიტარიზმთან და „ტვინების გადინებასთან“ ტანდემში, გვაქცევს კიდევ ერთ, ბელარუსის მსგავს პრორუსულ სახელმწიფოდ, რომელიც დე ფაქტო კრემლის რეჟიმის დაქვემდებარებაში იქნება (გავიხსენოთ, რომ ფორმალურად საბჭოთა საქართველოსაც ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის „უფლება“, თუმცა რეალურად ამის გაკეთება 1991 წლამდე შეუძლებელი იყო).

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ქართველისთვის, რომლებსაც პრორუსული ორიენტაცია აქვთ, ზემოთ აღწერილი სცენარი მისაღებია. თუმცა ქართველების ერთი ნაწილი დაბნეულია და ბოლომდე ვერ იაზრებს, თუ რა დგას დღეს სასწორზე. იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, მას მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, თუ როგორი მომავლისთვის სწირავს ქვეყანას. როდესაც ზემოაღწერილი პროცესები დაიძვრება, ისინი შეიძლება ისე სწრაფად და ჯაჭვური რეაქციით განვითარდეს, რომ მათი შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდეს. ამიტომ საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა გვინდა ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

Previous Post

ივნისში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 62%-ით შემცირდა, აშშ-დან – 22%-ით გაიზარდა

Next Post

წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 6.7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 0.2%-ით გაიზარდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
იანვარ-სექტემბერში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 22.5%-ით შემცირდა

წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 6.7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 0.2%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result