Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

by Salo Papalashvili
July 9, 2024
in მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
0
SHARES
0
VIEWS

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ – მიმდინარეობს. სიტყვით გამომსვლელთა შორისაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც კონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

ჰერჩინსკის გაცხადებით, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობა განიხილეს. მისივე თქმით, განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად იქნა დაფიქსირებული ევროპული საბჭოს დასკვნაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას  წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“, – წერია ევროსაბჭოს დასკვნაში.

მედიასთან კომენტარისას პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს, მას აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკასაც, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. „ევროკავშირში შემდეგი დიდი გაფართოება იგეგმება და მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ამ გაფართოების ნაწილი“, – აცხადებს ჰერჩინსკი.

ელჩის ინფორმაციითვე, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) და გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც 2024 წელს, საქართველოსთვის უნდა გადაეცათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღეს.

„ამ მომენტისთვის, ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა გადაგვეცა, 30 მილიონი ევროს ოდენობით, გაყინულია. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საქართველოს მთავრობისადმი პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და შევეცდებით, ეს თანხა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისაკენ მივმართოთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Previous Post

გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული შუქურა ციხისძირში – შუქურას პარტნიორია SOLO

Next Post

რომელ ადგილზეა TSU უნივერსიტეტების გლობალურ რეიტინგში?

Salo Papalashvili

Next Post
რომელ ადგილზეა TSU უნივერსიტეტების გლობალურ რეიტინგში?

რომელ ადგილზეა TSU უნივერსიტეტების გლობალურ რეიტინგში?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result