Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ZEG – Tbilisi Storytelling Festival

by იზა გვარამაძე
ივნისი 25, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ZEG – Tbilisi Storytelling Festival
0
SHARES
0
VIEWS

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; ჯონი ჰარისი, Emmy-ს ჯილდოს არაერთგზის მფლობელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; გალენ ჰუქსი, ჯანეტ ჯექსონის, ჯასტინ ბიბერის, ბრიტნი სპირსის, აშერის, რიანას და სხვა მრავალი პოპ ვარსკვლავის ქორეოგრაფი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; კრისტოფერ ვაილი, Cambridge Analitica-ის დატა სკანდალის ავტორი; პაკისტანელი უფლებადამცველის, მალალა იუსაფზაი–ს მშობლები და სხვა მრავალი მომხსენებელი.

ფესტივალის განმავლობაში, 6 სხვადასხვა სცენაზე გაიმართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კონფლიქტების გავლენა სამყაროს ფორმირებაზე, დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა, რუსული პროპაგანდა, ფილოსოფიის როლი ხელოვნური ინტელექტის ერაში, ჯენზის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მრავალი სხვა. არაერთი პანელური დისკუსია დაეთმო „რუსულ კანონს“, ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ კანონის უარყოფით გავლენაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით.

ქალაქის სხვადასხვა ადგილას შემეცნებითი ტურები ჩაატარეს ქართველმა მოდერატორებმა ისეთი თემების გარშემო როგორიცაა, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსული, თანამედროვე ქართული ხელოვნება, ტურის მონაწილეებმა ასევე იმოგზაურეს ნინო ხარატიშვილის რომანში “მერვე სიცოცხლე”. წელს პირველად ZEG-ის ერთ-ერთი სცენა დაეთმო არა მხოლოდ მომხსენებლებს, არამედ ღონისძიების სტუმრებსაც, „ღია მიკროფონზე“ თითოეულ დამსწრეს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ამბავი ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა.

23 ივნისს სამდღიანი ფესტივალი საზეიმოდ სუხიშვილების „ხორუმით“ დაიხურა.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor’s, SOC, ლიკანი, ეფეს საქართველო, Fabrika, Retain, BOLT.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up 

S

Previous Post

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

Next Post

უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, EU გაყინული რუსული აქტივებით უკრაინას დაეხმარება

იზა გვარამაძე

Next Post
უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, EU გაყინული რუსული აქტივებით უკრაინას დაეხმარება

უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, EU გაყინული რუსული აქტივებით უკრაინას დაეხმარება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Dragonslots Online Casino – Quick Play and High‑Intensity Slots Experience

ივლისი 29, 2026

PlayMax Casino Review: Quick‑Hit Slots for Short, High‑Intensity Sessions

ივლისი 29, 2026

Slotuna – Tu Destino de Rápida Acción para Slots Intensos

ივლისი 29, 2026

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Recent News

Dragonslots Online Casino – Quick Play and High‑Intensity Slots Experience

ივლისი 29, 2026

PlayMax Casino Review: Quick‑Hit Slots for Short, High‑Intensity Sessions

ივლისი 29, 2026

Slotuna – Tu Destino de Rápida Acción para Slots Intensos

ივლისი 29, 2026

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result