Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

რა მოცულობის სამხედრო დახმარება აქვს მიღებული საქართველოს აშშ-ისგან?

by დავით ბერაძე
June 11, 2024
in ეკონომიკა, თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რა მოცულობის სამხედრო დახმარება აქვს მიღებული საქართველოს აშშ-ისგან?
0
SHARES
0
VIEWS

აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის სექტორში თანამშრომლობა უკვე სამ ათწლეულს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატების მიერ ქართული შეიარაღებული და მოგვიანებით თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობის, წვრთნისა და აღჭურვისათვის გამოყოფილი დახმარება ჯამურად $2 მილიარდს აღემატება. თუმცა ამერიკული სამხედრო გამოცდილებისა და ექსპერტიზის ქართულ მხარესთან გაზიარების როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში ფასდაუდებელია. გაგაცნობთ იმ ინიციატივებისა და პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ისაგან მიიღო.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“ (GTEP) იწყება. პროგრამამ სტარტი ოფიციალურად 2002 წლის 27 მაისს აიღო, მისი გახსნის ცერემონია კი ეროვნულ სამხედრო აკადემიაში გაიმართა. „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროგრამის პირველი ფაზა ლოგისტიკურ სამუშაოებს მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საშტაბო სწავლებებს მოიცავდა, რომელშიც ამერიკელი ინსტრუქტორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. GTEP-ის საბოლოო ფაზა ოთხი ბატალიონის წვრთნასა და აღჭურვას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროგრამა თანამედროვე ქართული არმიის შექმნის პირველ ნაბიჯებად მიიჩნევა. პროგრამისათვის აშშ-მა ორი წლის განმავლობაში $64 მილიონი გამოყო.

2004-2007 წლებში აშშ-ის მხარდაჭერით „საქართველოს შენარჩუნებისა და სტაბილურობის ოპერაციების პროგრამა“ (GSSOP) განხორციელდა. აღნიშნული ინიციატივა ერაყში საერთაშორისო მისიებში საქართველოს ქვედანაყოფების გადასროლას ითვალისწინებდა. „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროგრამამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა თვისებრივად მაღალ დონეზე აიყვანა. GTEP-ისა და GSSOP-ის პროგრამებით გაწვრთნილი ნაწილები კი ქართული არმიის ბირთვს წარმოადგენდნენ. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ამერიკულმა მხარემ $60 მილიონი გამოყო.

2009-2020 წლებში, როდესაც ქართული ქვედანაყოფები ავღანეთის სამშვიდობო მისიებში იბრძოდნენ, აქტიურად მიმდინარეობდა გადასროლისწინა წვრთნები კრწანისსა და გერმანიაშიც. წვრთნების ღირებულება კი ჯამურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებდა. 2016-2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP), რომელიც საქართველოს ყველა ქვეითი ქვედანაყოფის ასეულის წვრთნას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროგრამაც შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელდა.

ამჟამად კი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების პროგრამა“ (GDDEI) მიმდინარეობს, რომელიც 2021 წელს დაიწყო.

გარდა გრძელვადიანი, კომპლექსური პროგრამებისა, აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარებები ერთჯერად, მოკლევადიან ინიციატივებსაც მოიცავს, რომელთა ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა დროს გადაეცა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“, საზღვაო პატრულირების საშუალებები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სახის შეიარაღება.

საინტერესოა, რომ საქართველო აშშ-ის პარტნიორებს შორის ერთ სულ მოსახლეზე გაცემული სამხედრო დახმარებითაც მოწინავე პოზიციებს იკავებს. შედარებისათვის, 2000 წლის შემდეგ საქართველოსათვის აშშ-ისგან გამოყოფილი $2 მილიარდი ერთ სულ მოსახლეზე 540 აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ $58-ია. ნატოს წევრი ბალტიისპირული ესტონეთისთვის კი ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარება $231-ს შეადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, ფინანსური და სამხედრო-მატერიალური დახმარების გარდა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ამაღლებაში უდიდესი წვლილი აქვს აშშ-ის ინსტიტუციურ მხარდაჭერას. აშშ-ის აქტიური ჩართულობით ადაპტირდა და ითარგმნა მნიშვნელოვანი სამხედრო დოკუმენტები, ასევე, შემუშავდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროცესები. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სწავლებებიც, რომელშიც ქართველი სამხედროები მონაწილეობას ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ძალებთან ერთად იღებენ. Nobel Partner-ი და Agile Spirit-ი წვრთნების გარდა ნატოსა და საქართველოს სამხედრო ნაწილების თავსებადობის გაზრდასაც ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, MEGOBARI აქტი დაარეგისტრირა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს, საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებით, ტექნიკური მხარდაჭერითა თუ ოპერაციების მხარდამჭერი ელემენტებით უზრუნველყოფასა და მომარაგებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის აღნიშნული ნაწილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუკი აშშ-ის მთავრობა დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც მინიმუმ გამოიხატება დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოს შექმნასა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და საჯარო განცხადებების შემდეგ უცნობია, რა განვითარება ექნება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუმცირა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტში საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარება წინა წლებში არსებული $88 მილიონის ნაცვლად, $80 მილიონით განისაზღვრა. სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება, დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების გარდა, კიბერუსაფრთხოებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებებსაც მოიცავს.

სტატიაში მითითებული მონაცემები არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი შაიშმელაშვილის მასალებს ეფუძნება.  

Previous Post

MPA: კორპორაციული ჰოსპიტალიტი კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად

Next Post

ZEG – Tbilisi Storytelling Festival

დავით ბერაძე

Next Post
ZEG – Tbilisi Storytelling Festival

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result