Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა: შედეგები

by Salo Papalashvili
June 10, 2024
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა: შედეგები
0
SHARES
0
VIEWS

კვირას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნები დასრულდა. ბლოკის 400 მილიონამდე მოქალაქემ ჯამში ევროპარლამენტის 720 წევრი აირჩია. შედეგებს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებაა: მემარჯვენეთა მიმართ მხარდაჭერის ზრდამ საფრანგეთის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აიძულა. პარალელურად კი იტალიაში ყველაზე მეტი ხმა (28%) პრემიერ ჯორჯა მელონის პარტიამ – „იტალიის ძმებმა“ მოიპოვა.

ევროპარლამენტის არჩევნების პირველადი შეფასებით, „მწვანეები“ და „ლიბერალური განახლების“ პარტიები კოლექტიურად დაახლოებით 40-მდე დეპუტატს დაკარგავენ, რაც პარლამენტში პროევროპულ უმრავლესობას პოტენციური საფრთხის ქვეშ დააყენებს. გუშინ ღამით გამოქვეყნებული შედეგებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ „მწვანეთა“ პარტიას  მხოლოდ 53 ევროპარლამენტარი ჰყავს – 2024 წლის მარტში 72 დეპუტატთან შედარებით.

მაკრონის პარტიის მანდატები კი, წლევანდელი შედეგებით, 102-დან 83-მდე შემცირდა. ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა გამარჯვების საპასუხოდ, პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მიმდინარე მოცემულობით, მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიას, „რეკონკისტას“, ქვეყანაში ამომრჩეველთა 31.5%-მა დაუჭირა მხარი.

„საფრანგეთს სჭირდება მკაფიო უმრავლესობა, რათა მშვიდ და ერთიან გარემოში შეძლოს არსებობა. მე მესმის თქვენი გზავნილი, თქვენი შეშფოთება და ამ საკითხს უპასუხოდ არ დავტოვებ“, – წერს მაკრონი X-ზე.

ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ ავსტრიაშიც. ევროპარლამენტის მონაცემებით, პარტია FPÖ-მ ხმების 25.7% მოიპოვა, რის შედეგადაც ევროპარლამენტში მათი რაოდენობა გაორმაგდა და ახლა ექვს დეპუტატს შეადგენს რაც შეეხება გერმანიას, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქრისტიან-სოციალისტების კავშირმა“ 30%, მოიპოვა, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია AfD-მა – 14.2%.

ეგზიტპოლების მიხედვით, მელონის „იტალიის ძმებმა“, რომელიც მემარჯვენე ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფს განეკუთვნება, მემარცხენე ცენტრისტულ ოპოზიციურ პარტიაზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. პრემიერის პარტიამ არჩევნებში 28% მიიღო, თუმცა იმავე წარმატებით არ დასრულდა კენჭისყრა მელონის სამთავრობო კოალიციის შემადგენელი სხვა პარტიებისთვის. Forza Italia-მ და Lega-მ, შესაბამისად, ხმების 10.5% და 8% დააგროვეს.

ხმის მიცემა ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო. უახლესი შედეგებით, ასევე მემარჯვენე პარტია PVV-ი,  ხეერტ ვილდერსის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტის ექვს მანდატს მოიპოვებს. მემარჯვენეთა მხარდაჭერა გაზრდილია ესპანეთშიც. არსებული მონაცემებით, პარტია Vox-ი ხმათა დაახლოებით 10%-ით, თავისი წარმომადგენლობის 2-3 დეპუტატით გაზრდას მოახერხებს.

შემადგენლობის სრულად დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტარების პირველი ამოცანა ევროკომისიის პრეზიდენტის დამტკიცება იქნება. ამ მხრივ მთავარი კითხვა მოქმედი ლიდერის გარშემო ტრიალებს, კერძოდ, შეძლებს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით თანამდებობაზე დარჩენას.

ლაიენი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა. „მადლობას ვუხდი ამომრჩეველს, ვინს „ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP) ნდობა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ აქცია ევროპარლამენტი უძლიერეს პოლიტიკურ ძალად“, – დაწერა ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, ხოლო ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის.

ცნობისთვის, EPP-მა არჩევნებში 185 მანდატი მოიპოვა (9 მანდატით მეტი) და ლაიენსაც მეორე ვადით დარჩენის შანსები გაუმყარა. ხოლო სიდიდით მეორე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მემარცხენე ცენტრისტულმა „ევროპის სოციალისტების პარტიამ“ (S&D) 137 მანდატი (2-ით ნაკლები).

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხმის მიცემა ხუთშაბათს დაიწყო და კვირას დასრულდა. 7-დან 9 ივნისის ჩათვლით, ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობამ ჯამში 720 ევროპარლამენტარი აირჩია. ჩვეულებრივ, არჩევნებში ეროვნული პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მათი უმეტესობა ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ ჯგუფებში ერთიანდება. ხმის მიცემის უფლება აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს, უმეტეს შემთხვევაში, 18 წლის ასაკს ზემოთ.

ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნები რამდენიმე ძირითად საკითხზეა ორიენტირებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კამპანიის მთავარ თემებს შორის უსაფრთხოება და თავდაცვა წინა პლანზე წამოსწია. ამას ემატება ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და სოციალური გარიყულობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და ევროპის მომავალი.

Previous Post

EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები

Next Post

უკრაინამ უახლესი თაობის რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57 დააზიანა

Salo Papalashvili

Next Post
უკრაინამ უახლესი თაობის რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57 დააზიანა

უკრაინამ უახლესი თაობის რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57 დააზიანა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result