Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„დიდი წარმატებისკენ გზა პატარა მცდელობებით იწყება“ – საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები აბიტურიენტებს

by იზა გვარამაძე
June 10, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„დიდი წარმატებისკენ გზა პატარა მცდელობებით იწყება“ – საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები აბიტურიენტებს
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი წარმატებული სტიპენდიატი, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კი მომავალში უფრო და უფრო მასშტაბური გახდება.

სტიპენდიის მისაღებად საკუთარ რჩევებსა და შთაბეჭდილებებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიატები უზიარებენ:

„მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, არასდროს დანებდნენ და ხელი არ ჩაიქნიონ, რადგან როგორი რთულიც უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, – ამბობს საბინა ფარაჯევა, ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი საბანკო-საფინანსო განხრით.

თამთა თოდრაძე ბიზნეს ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და ტურიზმის მიმართულებით სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიამ თავდაჯერებულობა შემატა და სჯერა, მომავალში უფრო მეტს შეძლებს.

„სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, პირველ რიგში, მოთმინებასა და გამბედაობას ვურჩევ. პატარა წარუმატებლობებს თქვენი ენთუზიაზმისა და მოტივაციის გაქრობის უფლება არ მისცეთ. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არ გვერიდებოდეს კითხვების დასმა. პასიური მსმენელი ნუ იქნებით, გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში”.

თორნიკე სურგულაძე ქალაქ ფოთიდანაა და ილიაუნიში მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს. გარდა საკუთარი პროფესიისა, სპორტითაა დაინტერესებული და წყლის თხილამურების ფლობაში გარკვეულ წარმატებებსაც უკვე მიაღწია:

„საქართველოს ბანკის სტიპენდიით განაცხადის წაკითხვისთანავე დავინტერესდი. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მომიტანს. ვფიქრობ, ცხოვრებაც სპორტია, კონკურენციაა და მეც ამ მარათონის ნაწილი ვარ. მომავალ სტიპენდიატებს ვურჩევდი, მიზნებისაკენ წინსვლა არასდროს გადადონ სხვა დროისთვის. ყოველთვის გაბედეთ და გამოიყენეთ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა წარმატების”.

„გამოწვევები ყოველთვის მიყვარდა და ვცდილობდი, არ შემეწყვიტა განვითარება. ვფიქრობ, რომ სასტიპენდიო კონკურსშიც სწორედ დისციპლინა და ორგანიზებულობა დამეხმარა ყველაზე მეტად. სტიპენდიის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. კონკურსში გამარჯვებამ მეტი წარმატების მიღწევის ამბიცია გამიჩინა. ვფიქრობ, მიზნებამდე მისასვლელ გზას ყოველთვის იპოვი, თუ არ ჩერდები და არ გეშინია წარუმატებლობის”, – ამბობს თორნიკე კირკიტაძე ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

ზაური ლაბარტყავა აბაშის რაიონიდანაა და ილიაუნიში მენეჯმენტს სწავლობს:

„ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეცადა ბედი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო კონკურსში. მიხარია, რომ შიში დავძლიე და წარმატებასაც მივაღწიე. ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტ პროექტსა და ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. არა უშავს თუ ხანდახან დავმარცხდებით, ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, გამოცდილებაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაში გვეხმარება”.

თუ არ გსურთ გაუშვათ ხელიდან სასურველ პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, სტიპენდიისა და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

S

Previous Post

I კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4%-ით შემცირდა

Next Post

საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას – „თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ – იწყებენ

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას – „თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ – იწყებენ

საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას - „თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ - იწყებენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result