Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

5 მიზეზი, რატომ უნდა დარეგისტრირდე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე

by იზა გვარამაძე
June 6, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
5 მიზეზი, რატომ უნდა დარეგისტრირდე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
0
SHARES
0
VIEWS

ბიზნესის წარმატებას მხოლოდ კარგი იდეა არ განსაზღვრავს ჩანაფიქრის განსახორციელებლადაც სურვილზე მეტია საჭირო — ბიზნეს სამყაროში კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება, ჩნდება ახალი ტენდენციები და მოთხოვნები. ამ ყველაფერთან ერთად კი, აუცილებელია, სამეწარმეო საქმიანობის „ანაბანა“ იცოდე, რათა დამოუკიდებლად შეძლო პირველი ნაბიჯების გადადგმა.

ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ცოდნის გასაღრმავებლად ბევრ ახალბედა მეწარმეს რესურსი არ ჰყოფნის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსი შექმნა. მისი მიზანია, ბიზნესის მფლობელებს მიაწოდოს საჭირო ცოდნა, დაეხმაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და უბიძგოს უფრო დიადი მიზნებისკენ.

და მაინც — რატომ უნდა დარეგისტრირდე ბიზნესკურსზე?

  1. ყველაფერს უფასოდ ისწავლი პროფესიონალებისგან

ბიზნესკურსის პლატფორმა სხვადასხვა მოცულობის მქონე 40-ზე მეტ კურსსა და მასტერკლასს მოიცავს. თითოეული მათგანი დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერაა შექმნილი და თემატურად ისეა დალაგებული, რომ ნებისმიერმა ახალბედა მეწარმემ ადვილად აუწყოს ფეხი. ამასთან, კურსები მოიცავს ბიზნეს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპისთვის საჭირო ცოდნას: როგორ უნდა დაწერო ბიზნესგეგმა, მოიზიდო ფინანსები, შეარჩიო თანამშრომლები, იზრუნო გაფართოებასა და განვითარებაზე.

რაც მთავარია, ყველა კურსი და მასტერკლასი სრულიად უფასოა.

  1. სრულყოფილად გაიცნობ ბიზნესის მუშაობის პრინციპებს

როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია საჭირო ცოდნის ქონა — განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. ცოდნა მოიცავს ისეთ საბაზისო საჭიროებებზე ინფორმაციის ქონას, როგორიცაა საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა, მარაგების მართვა და ხარჯების შემცირება, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მისი საშუალებით გადაწყვეტილების მიღება.

იცი როგორ შემოიკრიბო აუდიტორია? ან როგორ გაყიდო სწორად? ამ ყველაფერს ბიზნესკურსის სხვადასხვა კურსიდან შეიტყობ. თუკი შენი მიზნები საერთაშორისო ბაზარს უკავშირდება, ბიზნესკურსი აქაც შენი მეგზური გახდება: გასწავლის, როგორ გაიტანო პროდუქტი ისეთ გლობალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Amazon, Ebay და Etsy.

ამგვარად, ბიზნესკურსი მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის ყველა ასპექტს და გაძლევს სიღრმისეულ ცოდნას ამ მიმართულებებით. ამ ცოდნის განმტკიცებაში კი, კურსის ბოლოს დაწერილი ტესტიც დაგეხმარება.

  1. აიმაღლებ მოტივაციას და განვითარდები პიროვნულად

ბიზნესკურსი მხოლოდ უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაში გამოსადეგ კურსებს და მასტერკლასებს არ მოიცავს — აქ დაგხვდება ისეთი პროგრამებიც, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებს და ახლებურად, თეორიის მიღმა დაგანახებს მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, კურსში „21-ე საუკუნის უნარები“ თვითშეფასების კითხვარის შევსებით პირად გზამკვლევს მიიღებ — გაიგებ, რომელი უნარ-ჩვევებია შენი ძლიერი მხარე და რომელზე გჭირდება მეტი მუშაობა.

კიდევ ერთი კურსი გასწავლის წინსვლის 7 პრინციპს. ეს მოიცავს შვიდ საკვანძო მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ შეგიძლია საკუთარ ცხოვრებას მიმართულება უცვალო. მიღებული ცოდნა კი არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ პიროვნულ განვითარებაშიც დაგეხმარება.

  1. ისწავლი ეფექტური მარკეტინგის წარმოებას

კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გამართული მარკეტინგი და ეფექტური კონტენტია. სწორედ ამიტომ, ბიზნესკურსზე დაგხვდება პრაქტიკული მასტერკლასები, რომელთა დახმარებითაც ისწავლი, როგორ წარმოაჩინო შენი კომპანია უკეთ.

კომპანიის უკეთ წარმოჩენა კი მოიცავს ეფექტური ტექსტის, ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნას. ეს ყველაფერი მომხმარებელთან დაახლოებას გაგიმარტივებს და მისი ინტერესების გაგებაში დაგეხმარება. ხოლო თუ მომხმარებელთან მისვლის გზებს ეძებ, მაშინ აუცილებლად უნდა გაიარო ციფრული მარკეტინგის მასტერკლასი, რომელიც ინტერნეტსივრცეში საკუთარ აუდიტორიას გაპოვნინებს.

  1. დაეწევი ინოვაციებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

დაბოლოს — ბიზნესის წარმატების კიდევ ერთი გასაღები თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაა. 21-ე საუკუნემ უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, რისკებიც წარმოშვა. ორივე მათგანის გაცნობაში კი კვლავაც ბიზნესკურსი დაგეხმარება.

კიბერუსაფრთხოების კურსი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდის ინტერნეტსივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათგან თავდაცვის გზებზე. კურსი ხელოვნური ინტელექტის შესახებ კი ამ რევოლუციური ტექნოლოგიის სრული პოტენციალის გამოყენებას გასწავლის.

თანამედროვე საზოგადოებაში უკვე ღიად საუბრობენ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზეც, მათ შორის იმაზე, როგორ მოქმედებს ყოველდღიურად სხვადასხვა სახის სტრესი ჩვენზე. ამ თემაზე შექმნილი კურსი კი დაგეხმარება ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.

ასე რომ, დარწმუნებული იყავი, ბიზნესკურსი შენი ცხოვრების ახალი, საინტერესო ამბებით დახუნძლული ნაწილის გზამკვლევი გახდება, აქ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები კი — წარმატების საწინდარი.

ბიზნესკურსის შესახებ მეტის გაგებასა და პლატფორმაზე რეგისტრაციას ვებგვერდზე შეძლებ. S

Previous Post

ბაიდენმა მექსიკიდან მიგრანტებისთვის თავშესაფრის გაცემის საკითხი გაამკაცრა

Next Post

ბრიტანულ ბანკ Standard Chartered-ს ტერორისტების დაფინანსებაში დახმარებას სდებენ ბრალად

იზა გვარამაძე

Next Post
ბრიტანულ ბანკ Standard Chartered-ს ტერორისტების დაფინანსებაში დახმარებას სდებენ ბრალად

ბრიტანულ ბანკ Standard Chartered-ს ტერორისტების დაფინანსებაში დახმარებას სდებენ ბრალად

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result