Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი

სიმარტივე, სტაბილურობა, განვითარება

by Davit Tsiramua
June 4, 2024
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
სიმარტივე, სტაბილურობა, განვითარება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

30 წლის წინ დაფუძნებული „ბაზისბანკი“ დღეს ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. 3.5 მილიარდი ლარის აქტივებით, ბანკი სიდიდით მეოთხეა და უახლოეს მომავალში, სტაბილური განვითარების ტემპით, სამეულში ადგილის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. „ბაზისბანკის“ ისტორია და მისია მის გენერალურ დირექტორთან, დავით ცაავასთან შევაჯამეთ.

„ბაზისბანკი“ 90-იან წლებში დაფუძნდა და თითქმის 30 წელია, ქართულ ბაზარზეა. რას გვეტყვით ბანკის დაარსების ისტორიის შესახებ?

1993 წლის 4 ნოემბერს, სამეცნიერო სფეროში წარმატებულმა მეგობრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათთვის სრულიად ახალ სფეროში ეცადათ ბედი. საბანკო სექტორში ახალბედა ფიზიკოს მეგობრებს მკაფიო მიზანი, სწორი ღირებულებები და ბაზისი ჰქონდათ, რომელზეც უკვე 30 წელია, მყარად დგას „ბაზისბანკის“ წარმატების ისტორია.

90-იან წლებში საქართველოში 300-ზე მეტი ბანკი ფუნქციონირებდა. ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებას და მაღალ კონკურენციას უმეტესობამ ვერ გაუძლო, „ბაზისბანკის“ სულ რამდენიმე თანამშრომლით დაკომპლექტებულმა გუნდმა კი, ნათლად ჩამოყალიბებული სტრატეგიითა და თანამიმდევრული ნაბიჯებით, ამ რთული გამოცდის ჩაბარება მოახერხა.

იმ დროისთვის ბანკის მთავარ პრიორიტეტს ლოიალური მომხმარებლების შეძენა წარმოადგენდა, რასაც მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებითა და ინდივიდუალური მიდგომებით უზრუნველყოფდა. გვეამაყება, რომ მათი დიდი ნაწილი „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით განვითარდა, ისინი დღემდე ჩვენს ერთგულ პარტნიორებად რჩებიან და 30 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილეს მოთამაშეებს წარმოადგენენ.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას?

2000-იანი წლები „ბაზისბანკისთვის“ წარმატებულად იწყება: გაიხსნა ახალი სათავო ოფისი, გაფართოვდა ფილიალების ქსელი საქართველოს მასშტაბით, ბანკი გაწევრიანდა Visa-ს საერთაშორისო საგადახდო სისტემაში, გამოუშვა საკუთარი ბარათები და ქართულ ბაზარს შესთავაზა პირველი საკრედიტო ბარათი „მეგობარათი“, რომელიც აქტუალურობას დღესაც არ კარგავს.

ამავე პერიოდში ბანკის მენეჯმენტმა სტრატეგიულ ამოცანად საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და აღიარების მოპოვება დაისახა: დაიწყო თანამშრომლობა დიდი ოთხეულის აუდიტორებთან, მიიღო Fitch Ratings-ის პირველი რეიტინგი, გაზარდა საკორესპონდენტო ბანკების რაოდენობა და SME-მიმართულების გასაძლიერებლად EBRD-სა და USAID-თან პირველი კონტრაქტებიც გააფორმა.

რამ განაპირობა EBRD-ის სურვილი, გამხდარიყო „ბაზისბანკის“ აქციონერი?

2008 წლისთვის „ბაზისბანკი“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტაბილური პარტნიორი იყო. სწორმა და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და „ბაზისბანკი“ EBRD-ისთვის სასურველ პარტნიორად იქცა. ამის შემდეგ გამოითქვა აქციონერობის სურვილიც. ეს იყო ისტორიული და უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორში, ვინაიდან „ბაზისბანკი“ იყო ერთადერთი ქართული ბანკი, რომელშიც EBRD სტრატეგიული პარტნიორის გარეშე შევიდა – ეს იყო პირველი ევროპული კაპიტალი ქართულ ბანკში.

რა შეიცვალა ბანკისთვის „ჰუალინგ ჯგუფის“ შემოსვლის შემდეგ?

2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კონგლომერატმა „ჰუალინგ ჯგუფმა“, რომელიც მაშინ ჩვენს ქვეყანაში ერთ- -ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება და, „ბაზისბანკის“ აქციების 92%-ის შეძენით, ბანკის მთავარი აქციონერი გახდა.

ეს გარიგება ჩინეთის მასშტაბით განხორციელებულ სამ საუკეთესო უცხოურ ინვესტიციას შორის დასახელდა 2012 წელს. ამან ახალი შესაძლებლობებისკენ გაგვიხსნა გზა – ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას უკვე ძლიერი აქციონერის ფინანსური მხარდაჭერაც უმაგრებდა ზურგს.

გავხდით უნიკალური ბანკი, რომელსაც ჰქონდა პარტნიორი დასავლური ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და, ამავე დროს, აღმოსავლური ფინანსური ინსტიტუტების სტრატეგიული პარტნიორიც იყო.

ქართულ ბაზარზე პირველად შემოვიყვანეთ China Development Bank-ი და Bank of URUMQI, დავიწყეთ თანამშრომლობა მსოფლიოში უმსხვილეს ჩინურ ბანკებთან, გავხდით UnionPay International-ის წევრი და საქართველოში პირველად გამოვუშვით UnionPay-ის ბარათები, დავიწყეთ კონვერტაციები და გადარიცხვები ჩინურ ვალუტა RMB-ში.

„ბაზისბანკს“ შვილობილი კომპანიებიც ჰყავს, „ბბ დაზღვევა“ და „ბბ ლიზინგი“. რამ გადაგაწყვეტინათ მათი დაფუძნება?

შვილობილი კომპანიები „ბბ დაზღვევა“ და „ბბ ლიზინგი“ ჯგუფს 2017 წელს შემოემატა. ამ გადაწყვეტილებით „ბაზისბანკი“ გახდა უნივერსალური ფინანსური ჰოლდინგი, რომელიც მომხმარებელს როგორც საბანკო, ასევე სალიზინგო და სადაზღვევო პროდუქტების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს.

გასულ წელს „ბაზისბანკმა“ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – რომლებს გამოარჩევდით?

2023 წელს ბანკმა რამდენიმე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ საერთაშორისო დაჯილდოებაზე „ბაზისბანკი“ წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორაციულ ბანკად, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად დასახელდა.

შარშან „ბაზისბანკმა“ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდოც მოიპოვა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა, პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა, მდგრადობის რეიტინგი (VR) კი „B+“-ზე დადასტურდა.

როგორია „ბაზისბანკის“ სტრატეგია დღეს? სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

დღეს „ბაზისბანკი“ წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია 30-წლიანი წარმატებული ისტორიით, 1,000-მდე პროფესიონალისგან შემდგარი მაღალკვალიფიციური გუნდით და უმაღლესი ხარისხის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს 200,000-ზე მეტ საცალო და ბიზნესკლიენტს. ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მყარად ვიკავებთ ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას.

3.5 მილიარდი ლარის აქტივებით, ქართულ საფინანსო ბაზარზე „ბაზისბანკი“ დღეს ოთხ უმსხვილეს ბანკს შორისაა. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით კი უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნაა, რაც მათთვის მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტებისა და საუკეთესო სერვისის შეთავაზებას გულისხმობს.

„ბაზისბანკის“ მისია მჭიდრო კავშირშია ქვეყნის სტრატეგიულ ხედვასთან. ათწლეულებია, ვართ როგორც ევროპული და ამერიკული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საიმედო პარტნიორი, ასევე სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აზიის ფინანსურ ინსტიტუტებთანაც.

გამოვირჩევით მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით. აქტიურად ვუჭერთ მხარს კულტურის, განათლების, სოციალურ სფეროებს და არაერთ სასარგებლო პროექტს ვაფინანსებთ.

წარმატებისთვის გვაქვს ყველაფერი – ერთგული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დიდი გუნდი, ძლიერი აქციონერის, „ჰუალინგ ჯგუფის“ სრული მხარდაჭერა, მზაობა ცვლილებებისთვის და ამბიციური მიზანი, თანამიმდევრული და მდგრადი განვითარებით, უახლოეს პერიოდში მყარად დავმკვიდრდეთ ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების სამეულში.

Previous Post

ქართული ბიზნესის დამხმარე ხელი

Next Post

შეუსრულებელი მისია: რატომ ვერ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემა?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
შეუსრულებელი მისია: რატომ ვერ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემა?

შეუსრულებელი მისია: რატომ ვერ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემა?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result