Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით აშშ-ში და დასაქმდი წამყვან ინსტიტუტებში – ფულბრაიტის სტიპენდიატის გამოცდილება

by იზა გვარამაძე
June 4, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით აშშ-ში და დასაქმდი წამყვან ინსტიტუტებში – ფულბრაიტის სტიპენდიატის გამოცდილება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან ბანკი ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობს და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გამორჩეულ კანდიდატებს აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 2 წლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და საცხოვრებელ ხარჯებს 100%-ით უფინანსებს. თუმცა, მთავარი პირობაა, სტიპენდიატები სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყანაში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებას მოახმარონ.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 12-მა ახალგაზრდამ მიიღო განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. მათი ნაწილი კი დაბრუნების შემდეგ საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა.

მათ შორისაა გიორგი გვასალია, რომელიც 2022 წლის პროგრამის გამარჯვებულია. მან Texas A&M University-ის აეროკოსმოსური ინჟინერიის, აეროდინამიკისა და ძრავების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა და შინ ახლახან დაბრუნდა – ახალი მიზნებით, ცოდნითა და გამოცდილებით.

ახლა ის საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე მუშაობს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომხმარებელთათვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილების შექმნას.

მიმავალი გზა Fulbright-ამდე

„რამდენიმე წელი ვცდილობდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მაინც არ დავნებდი და გადავწყვიტე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო პროგრამაში Fulbright-ში მეცადა ბედი. საბედნიეროდ, პირველივე ცდაზე მოვიპოვე საქართველოს ბანკისგან სწავლის და ცხოვრების ხარჯების სრული დაფინანსება და ჩავირიცხე ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტში.

ალბათ, ამ პერიოდში ყველაზე რთული ეტაპი ჩემთვის ლოდინი იყო, რომელიც დაახლოებით სამი თვე გაგრძელდა. სულ იმის შიში მქონდა, რომ ვერ გავიმარჯვებდი, რადგან, როგორც წესი, საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო ამ სტიპენდიის მოპოვებისთვის. თუმცა, გამიმართლა და მეც აღმოვჩნდი რჩეულთა შორის“.

ყველაფრის საწყისი, ანუ ინჟინერია

„ღრმა ბავშვობიდან ვოცნებობდი მხატვრობაზე. დაახლოებით 8 წელი დავდიოდი ხატვაზე და სამხატვროში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ რადგან ილია ვეკუას სახელობის სკოლაში ვსწავლობდი, ტექნიკური მიმართულებით სწავლის გაგრძელება ვამჯობინე. თუმცა, ვფიქრობ, ის სფერო, რომელიც ავირჩიე, პირდაპირ კვეთაში მოდის შემოქმედებითობასა და ხელოვნებასთან. ჩემი სპეციალიზაციის სფერო აეროდინამიკაა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ამოცანების ამოხსნას, რასაც პირდაპირი ანალიტიკური გზით ამონახსნი არ აქვს. ანუ, ჩემი პროფესიის მიზანია რიცხვითი მეთოდებით საინჟინრო ამოცანების ოპტიმიზაცია, რაც კრეატიული გზით ობიექტურ შედეგამდე მისვლას გულისხმობს.“

შედეგები

„ამ პროგრამის დროს საკმაოდ ბევრი რამის სწავლა მომიწია არამარტო ინჟინერიაში, არამედ საკუთარ თავზეც. საკმაოდ რთული და საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და, მგონია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიც, რადგან ბოლომდე მომიწია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.

ჩემს საკვლევ თემად მანქანური სწავლების გავლენა კომპიუტერულ აეროდინამიკაზე ავარჩიე, რადგან ეს სფერო დღითიდღე ყველგან გვხვდება და, ჩემი აზრით, დღეს თუ არა, ახლო მომავალში ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იქნება.

ამჟამად მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე ვმუშაობ. ამ მიმართულებით პირველივე წელს დავინტერესდი და სასწავლო კურსთან ერთად ვცდილობდი შესწავლას. მიხარია, რომ, ამხელა დატვირთვის მიუხედავად, ორივე ფრონტზე წარმატებით შევასრულე დასახული გეგმა და ამჟამად საქართველოს ბანკს შემოვუერთდი“.

საქართველოს ბანკი, როგორც ახალი აღმოჩენების სივრცე

„სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყე საქართველოს ბანკთან გასაუბრება, მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე დასაქმების თაობაზე.

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მონაცემთა მეცნიერის პროფესიით მუშაობა მქონდა გადაწყვეტილი, ამ მიმართულებით კი საქართველოს ბანკი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობა იყო ჩემთვის, რადგან დღესდღეობით ის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში.

რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრების წარმატებით დასრულების შედეგად, ჩამოსვლისთანავე შევუერთდი საქართველოს ბანკის დიდ გუნდს და მჯერა, რომ საუკეთესო წინ არის“.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია 1 მაისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდება. აღმოაჩინეთ თქვენზე მორგებული შესაძლებლობები და არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

Previous Post

შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინისთვის $5.58 მლრდ-ის მოცულობის დახმარება დაბლოკა

Next Post

ქართული ბიზნესის დამხმარე ხელი

იზა გვარამაძე

Next Post
ქართული ბიზნესის დამხმარე ხელი

ქართული ბიზნესის დამხმარე ხელი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result