Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes: 2024 წლის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

by Salo Papalashvili
May 21, 2024
in მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: 2024 წლის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა. წლევანდელი რეიტინგის ლიდერი, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამომუშავებული $260 მილიონით (გადასახადებამდე), საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის ისტორიაში პირველად, ათეულში შემავალმა თითოეულმა სპორტსმენმა, წლიურ ჭრილში, $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი პირველად რვა წლის წინ გახდა, ამ პერიოდში კი ფეხბურთელის კარიერაში ბევრი რამ შეიცვალა. ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი „რეალ მადრიდიდან“ ჯერ იტალიის „იუვენტუსში“ გადავიდა, შემდეგ თავის ძველ კლუბ „მანჩესტერსაც“ დაუბრუნდა, ხოლო ახლა, 39 წლის ფორვარდი „ალ-ნასრის“ ღირსებას იცავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ერთი რამ უცვლელი დარჩა – პორტუგალიელი კვლავ ახერხებს სოლიდური თანხის გამომუშავებას, რაზეც Forbes-ის წლევანდელი რეიტინგიც მეტყველებს.

გამოცემის შეფასებით, საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბთან გაფორმებული კონტრაქტიდან, მხოლოდ წელს, რონალდუმ $200 მილიონი გამოიმუშავა. დანარჩენი $60 მილიონი კი სტადიონის გარეთ, სხვადასხვა კომპანიასთან გარიგებებზე მოდის, მათ შორისაა Nike-ი, Binance-ი და Herbalife-ი. რეიტინგის ხუთეულში რონალდუსთან ერთად გვხვდება ლიონელ მესიც, მესამე ადგილით. ხოლო მეორე პოზიციაზე გოლფის მოთამაშე ჯონ რამია.

საერთო ჯამში, რეიტინგში შემავალმა 50-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში $3.88 მილიარდი (გადასახადებამდე) გამოიმუშავა. შედეგად, 13%-ით გაუმჯობესდა გასული წლის რეკორდი, რომელიც $3.44 მილიარდს შეადგენდა. აქედან დაახლოებით 76%, ანუ $2.94 მილიარდი სათამაშო მოედანზე გამომუშავებულ თანხაზე (ხელფასები, ბონუსები, საპრიზო თანხა) მოდის, რაც დიდწილად სპორტში ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული თანხების დამსახურებაა.

დარჩენილი 24%, $936 მილიონი, მოდის სარეკლამო და სხვა სახის მარკეტინგულ გარიგებებზე, ლიცენზირების ხელშეკრულებებზე და ა.შ. თუმცა ეს კონკრეტული მონაცემი შემცირებულია გასულ წელთან შედარებით, როდესაც სპორტსმენებმა სათამაშო მოედნის გარეთ, კოლექტიურად, $1.08 მილიარდის გამომუშავება მოახერხეს.

წლევანდელ საუკეთესო 50-ეულში მოსახვედრად ქვედა ზღვარი $45.2 მილიონი იყო – 20%-ით მაღალი 2022 წლის რეკორდთან შედარებით. სპორტის სახეობების მიხედვით სიაში ყველაზე მეტი წევრით NBA ლიდერობს – 19 სპორტსმენი, შემდეგ მოდის NFL-ი (19), ხოლო ფეხბურთი 8 წარმომადგენელს არერთიანებს.

Forbes-ის 2024 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ: ფეხბურთელი – $260 მილიონი

ხელფასი: $200 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $60 მილიონი

კარიერის განმავლობაში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რონალდუ უკვე მეოთხედ გახდა. წლევანდელი წარმატება დიდწილად „ალ-ნასრში“ რონალდუს $200-მილიონიანი, წლიური ხელფასის დამსახურებაა. მოედნის ფარგლებს გარეთ რონალდუ $60 მილიონს გამოიმუშავებს, მათ შორის პარტნიორობით Nike-თან, Binance-სა და Herbalife-თან.

  1. ჯონ რამი: გოლფის მოთამაშე – $218 მილიონი

ხელფასი: $198 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $20 მილიონი

გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება LIV Golf-ში გაწევრიანებაზე, გოლფის მოთამაშისთვის მოგებიანი აღმოჩნდა. საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ ტურთან გაფორმებული მრავალწლიანი გარიგების ღირებულება $350 მილიონია. ესპანელს ამ ეტაპისთვის LIV-ი არ მოუგია, თუმცა 2024 წელს ჩატარებული 6 ტურნედან $6.6 მილიონი უკვე გამოიმუშავა.

  1. ლიონელ მესი: ფეხბურთელი – $135 მილიონი

ხელფასი: $65 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $70 მილიონი

ლიონელ მესის გადაბირება მოგებიანი ნაბიჯი იყო „ინტერ-მაიამისთვის“. არგენტინელის მიღების შემდეგ საფეხბურთო კლუბის თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა, იმატა სპონსორთა რაოდენობამაც. Forbes-ის შეფასებით, Major League Soccer-ში „ინტერ-მაიამი“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფრენჩაიზია – 1.03 მილიარდით. რაც შეეხება მესის, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა ამ სეზონში თავის პირველ ცხრა მატჩში 10 გოლი გაიტანა და ახლახან MLS-ის პირველი მოთამაშეც გახდა, რომელმაც ერთ თამაშში ხუთი საგოლე გადაცემა ჩაწერა. მოედნის გარეთ არგენტინელი თანამშრომლობს Adidas-თან, Apple-თან, Konami-თან და ა.შ.

  1. ლებრონ ჯეიმსი: კალათბურთელი – $128.2 მილიონი

ხელფასი: $48.2 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $80 მილიონი

კიდევ ერთი წარუმატებელი პლეი-ოფის შემდეგ, ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, გააგრძელებს თუ არა ლეგენდარული კალათბურთელი კარიერას. თუმცა დარჩენის შემთხვევაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ ჯეიმსს $51.4 მილიონს სთავაზობს. ამას კი მისი სურვილიც ემატება, უფროს შვილ, ბრონისთან ერთად ერთ კლუბში ითამაშოს. საკალათბურთო მოედნის მიღმა, ჯეიმსის პარტნიორთა რიგებს DraftKings-ი შეუერთდა, ამასთან ერთად კი PGA Tour Enterprises-ის ინვესტორთა რიგებსაც შეუერთდა.

  1. იანის ანტეტოკუნმპო: კალათბურთელი – $111 მილიონი

ხელფასი: $46 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $65 მილიონი

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBA) კალათბურთელი Milwaukee Bucks-ში ირიცხება, თუმცა სეზონის ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მოედნის გარეთ, იანისი ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული. მათ შორის იანვარში საპროდიუსერო კომპანია შექმნა, თებერვალში მის პორტფელს Pepsi-ის Starry-ისთან პარტნიორობაც დაემატა, Nike-თან კოლაბორაციით კი უკვე მეექვსე სპორტული ფეხსაცმელიც გამოუშვა.

  1. კილიან მბაპე: ფეხბურთელი – $110 მილიონი

ხელფასი: $90 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $20 მილიონი

  1. ნეიმარი: ფეხბურთელი – $108 მილიონი

ხელფასი: $80 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $28 მილიონი

  1. კარიმ ბენზემა: ფეხბურთელი – $106 მილიონი

ხელფასი: $100 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $6 მილიონი

  1. სტეფენ კარი: კალათბურთელი – $102 მილიონი

ხელფასი: $52 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $50 მილიონი

  1. ლამარ ჯექსონი: ფეხბურთელი (ამერიკული ფეხბურთი) – $100.5 მილიონი

ხელფასი: $98.5 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $2 მილიონი

Previous Post

მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

Next Post

აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა – TBC Capital

Salo Papalashvili

Next Post
აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა – TBC Capital

აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა - TBC Capital

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result