Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა მოირგეს ვარსკვლავებმა 2024 წლის Met Gala-ზე?

by Salo Papalashvili
მაისი 8, 2024
in მოდა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რა მოირგეს ვარსკვლავებმა 2024 წლის Met Gala-ზე?
0
SHARES
0
VIEWS

ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ვარსკვლავური ღონისძიება – Met Gala გაიმართა. წლევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ მსახიობები – ზენდეია და კრის ჰემსვორდი და მომღერლები – ჯენიფერ ლოპესი და Bad Bunny. მთავარი სპონსორი ჩინური ByteDance-ის პოპულარული ვიდეოპლატფორმა TikTok-ი იყო.

Met Gala ტრადიციულად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში შედგა. Met Gala-ს დაარსების მიზანი სწორედ კოსტიუმების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერა იყო, თუმცა დღეს უფრო მეტად ვარსკვლავურ ღონისძიებასთან ასოციირდება, სადაც ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა დიზაინერის ტანისამოსით ჩნდებიან. ჩვენების აუცილებელი პირობაა, რომ მათი ჩაცმულობა ღონისძიების დრესკოდს შეესაბამებოდეს, რომელიც ყოველწლიურად განსხვავებულია.

2024 წლის ღონისძიების თემა „მძინარე მზეთუნახავები: მოდის აღორძინება“ იყო, ხოლო დრესკოდი – „The Garden of Time“-ი, ინსპირირებული ჯეიმს ბალარდის იმავე სახელწოდების 1962 წლის მოთხრობით. რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს შორის კვლავ უცვლელად დარჩა Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, რომელიც ღონისძიებას 1995 წლიდან ხელმძღვანელობს. წლევანდელ Met Gala-ზე ვინტური Loewe-ს კოსტიუმით მოგვევლინა.

თავდაპირველად ღონისძიებაზე სწორედ თანაორგანიზატორები გამოჩნდნენ. ცერემონიის დასაწყისში მთავარი ყურადღება ზენდეიასა და ჯეილოს ჩაცმულობამ დაიმსახურა. მომღერალი წითელ ხალიჩაზე მაყურებლების წინაშე Schiaparelli-ის კაბაში წარდგა, „დიუნის“ ვარკვლავმა კი ორი განსხვავებული ლუქი წარადგინა. ორივე კოსტიუმი დიზაინერ ჯონ გალიანოს ეკუთვნოდა. პირველი, გრძელი ლურჯი კაბა გალიანომ Maison Margiela-სთვის შექმნა, ხოლო შავი კაბა Givenchy-ის 1996 წლის კოლექციიდან იყო. შავი კაბის ლუქს მსახიობმა ყვავილებიანი ლურჯი ქუდი დაურთო – Alexander McQueen-ის 2007 წლის კოლექციიდან.

რაც შეეხება დანარჩენ თანაორგანიზატორებს, კრის ჰემსვორდი წითელ ხალიჩაზე Tom Ford-ის კრემისფერი კოსტიუმით  გამოჩნდა ხოლო ექსტრავაგანტურობა წელსაც არ დაივიწყა Bad Bunny-მ, მას Maison Margiela-ს რენესანსის პერიოდით ინსპირირებული მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა, ხოლო ხელში, მოსაცმლის მასალით დამზადებული ყვავილების თაიგული ეჭირა.

თანაორგანიზატორების გარდა, ღონისძიებაზე საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის მოხვდა მოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელიც ღონისძიებას Thom Browne-ის თეთრი, ყვავილებიანი კაბით ესწრებოდა, რომელზეც, როგორც ცნობილია, 70-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ასევე მსახიობი სიდნი სვინი, Miu Miu-ს კაბითა და შეცვლილი ვარცხნილობით – მოკლე, შავი Bob-კარე თმით.

Vogue-მა გამორჩეულ მომენტებს შორის დაასახელა მომღერალ  Tyla-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩენა, რომელიც Balmain-ის ე.წ. „ქვიშის კაბით“ გამოჩნდა და გადასაადგილებლად ოთხკაციანი ესკორტის დახმარება სჭირდებოდა. მოდელი კენდალ ჯენერი კი, წლევანდელ ღონისძიებას ალექსანდრ მაკქუინის მიერ შექმნილი კაბით დაესწრო – Givenchy-ის 1999 წლის კოლექციიდან.

დასამახსოვრებელი ლუქებით წარდგნენ მომღერლები ლანა დელ რეი – Alexander McQueen-ის კაბით 2006 წლის კოლექციიდან – რომელიც Met Gala-ს 2018 წლის შემდეგ პირველად დაესწრო და ამერიკელი შემსრულებელი Doja Cat-ი, რომელსაც Vetements-ის მაისური-კაბა ეცვა, სველი ეფექტით. ცნობისთვის, Doja წლევანდელ ღონისძიებას Vetements-ის აღმასრულებელ და კრეატიული დირექტორ გურამ გვასალიასთან ერთად დაესწრო.

რაც შეეხება მამაკაცების ჩაცმულობას, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული იყო Mercedes-ის პილოტი, ლუის ჰამილტონი Burberry-ის შავ კოსტიუმში. ჰამილტონმა ჩაცმულობა ერთ-ერთი უცნობი მონის პატივსაცემად შეარჩია, რომელიც მე-18 საუკუნეში, უელსში პირველი მებაღე გახდა. ასევე Saltburn-ის ვარსკლავი ბარი კეოგანი, რომელიც ღონისძიებაზე Burberry-ის კოსტიუმითა და Omega-ს სამი საათით წარდგა და ედი რედმენი, ბრიტანელი დიზაინერის სტივ ო სმიტის კოსტიუმით.

უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე Balenciaga-ს რამდენიმე ლუქიც ვიხილეთ, დემნას დიზაინით შექმნილი სამოსით წარდგნენ იზაბელ იუპერი, ნიკოლ კიდმანი, ნაომი უოტსი, სერენა უილიამსი და მიშელ იო. Met Gala-ს ესწრებოდა ქართველი დიზაინერიც, თუმცა წითელ ხალიჩაზე ის კვლავ არ გამოჩენილა.

მიუხედავად ამისა, წლევანდელ Met Gala-ს ბევრი ვარკვლავი აკლდა, რომლებიც გასული წლის ღონისძიებებზე თითქმის ყოველთვის გამორჩეულ ლუქებს წარმოადგენდნენ. მათ შორის წელს Met Gala-ს არ დაესწრნენ რიანა, ბლეიკ ლაივლი, ბელა ჰადიდი, ჯარედ ლეტო და სხვები.

Previous Post

Gegidze: Discover the Tax Advantages Georgia Offers

Next Post

ავტომატური მართვის ტექნოლოგიის სტარტაპმა Wayve-მა $1 მილიარდი მოიზიდა | ინვესტორებს შორისაა Nvidia და Microsoft-ი

Salo Papalashvili

Next Post
ავტომატური მართვის ტექნოლოგიის სტარტაპმა Wayve-მა $1 მილიარდი მოიზიდა | ინვესტორებს შორისაა Nvidia და Microsoft-ი

ავტომატური მართვის ტექნოლოგიის სტარტაპმა Wayve-მა $1 მილიარდი მოიზიდა | ინვესტორებს შორისაა Nvidia და Microsoft-ი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road – দ্রুত‑গতি ক্র্যাশ গেমিং দ্রুত জয় জন্য

ივლისი 27, 2026

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Recent News

Chicken Road – দ্রুত‑গতি ক্র্যাশ গেমিং দ্রুত জয় জন্য

ივლისი 27, 2026

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result