Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

by იზა გვარამაძე
აპრილი 25, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს პარტნიორობით, მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია, 27 აპრილს, ფაბრიკაში გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.

კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გამოცდილებასა და არსებულ პროგრესზე საუბარს დაეთმობა, რომელიც პანელური დისკუსიით გაგრძელდება. დისკუსიისას განხილული იქნება არსებული საერთაშორისო გამოცდილება; ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ენის მოდელებზე მომუშავე მკვლევრები დგანან და ასევე, ის თუ როგორია ამ გამოწვევების გადაჭრის გზები.

ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან:

  • ზაალ გაჩეჩილაძე, რაფაელ კალანდაძე – AI Lab;
  • ზურა ძინძიბაძე – საქართველოს ბანკი;
  • თეიმურაზ საღინაძე – Georgian AI Networking and Twinning Initiative;
  • რატი სხირტლაძე – მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია;
  • სანდრო ბარნაბიშვილი – Ex Microsoft.

მოწვეულ სპიკერთა შორის კონფერენციაზე იქნებიან ჰრანტ ხაჩატრიანი – Yerevann Lab- იდან და ალექსა გორდიჩი – Ex DeepMind, Runa AI – დან.

„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და ქართული ენის გაციფრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ 2020 წლიდან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები, შევქმენით აუდიოს გამტექსტებელი, ენის მოდელი და მრავალდარგობრივი ცოდნის ბაზები, რასაც გამუდმებით ვხვეწთ და ვავითარებთ. ამ მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო გამოცემა Global Finance – მა საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში გამარჯვებულად დაახელა. ამჯერად, ჩვენი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, ქართული AI-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან იმ დონის ადაპტირებას, რომ სამომავლოდ ქართულ ენაზე ChatGPT და მსგავსი აპლიკაციები გამართულად მუშაობდეს. კონფერენციაზე ქართველ მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებთან და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში AI მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის უკვე არა არჩევანის, არამედ დროის საკითხია. თუ გვინდა, რომ AI-თი შექმნილი სარგებელი საქართველომაც მიიღოს, ქართულ ენაზე მომუშავე AI საჭიროა, რადგან საქართველოში თითქმის ყველა სფერო – მაგალითად, განათლება, საფინანსო, ჯანდაცვის, კულტურის სექტორები – ქართულად მუშაობს. თუმცა, ქართული ენის მოდელების განვითარების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართულ ენაზე მცირე რაოდენობით ციფრული მონაცემებია ხელმისაწვდომი. კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ბანკთან მხარდაჭერით ვატარებთ, სწორედ ასეთი მცირერესურსიანი ენების განვითარების ხედვებზე და გამოცდილებაზე შედგება დისკუსია და იმედი გვაქვს, ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა, როგორ მუშაობს ქვეყანა და AI საზოგადოება ქართული ენის მოდელის განვითარებაზე. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ენის AI-ისთან ადაპტირების გზაზე და ამ პროცესში კერძო სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართული AI-ის განვითარებით სწორედ ქართული ბიზნესები და მომხმარებლები მიიღებენ ყველაზე დიდ სარგებელს“, – ამბობს გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია “GAIA” – ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.

ღონისძიების დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ხოლო რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

S

Previous Post

რა თანხას გამოიმუშავებენ სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე?

Next Post

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის გადახედვა – რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

იზა გვარამაძე

Next Post
სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის გადახედვა – რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის გადახედვა - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Recent News

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result