Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

KPMG Law Georgia: ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

by იზა გვარამაძე
აპრილი 25, 2024
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
KPMG Law Georgia: ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
0
SHARES
0
VIEWS

KPMG მსოფლიოს დიდ ოთხეულში შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური აუდიტის, საგადასახადო, იურიდიულ და სხვა საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. გლობალური ქსელი 143 იურისდიქციაშია წარმოდგენილი და 270,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

საქართველოში KPMG-ის იურიდიული მომსახურების მიმართულება KPMG Law Georgia-ს ბრენდის ქვეშ საქმიანობს. KPMG Law Georgia-ს განვითარების ისტორიაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე მისი ხელმძღვანელი, ჯაბა გველებიანი გვესაუბრა.

ჯაბა, როდის დაიწყო KPMG-ის ისტორია საქართველოში?

საქართველოში KPMG-მ სრულფასოვანი საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო. KPMG Georgia-ში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული. ჩვენი პროფესიონალების გუნდი, ხარისხის უმაღლესი სტანდარტით, კლიენტების წარმატებასა და ფართო საზოგადოებისთვის კეთილდღეობის შექმნას ემსახურება.

რა არის KPMG Law Georgia-ს მისია?

KPMG Law Georgia წარმოადგენს იურიდიული მომსახურების უნივერსალურ მიმწოდებელს, რომელიც KPMG-ის სხვადასხვა მომსახურების მიმართულებებში არის ინტეგრირებული. KPMG-ის ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი გლობალური ბრენდი – KPMG Law – საერთაშორისო იურიდიულ ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა და დღეს  მსოფლიო მასშტაბით 84 ქვეყანას და 3,750 იურისტს აერთიანებს.

განსხვავებით საერთაშორისო თუ ადგილობრივი იურიდიული კომპანიებისგან, ჩვენი უპირატესობა კლიენტებისთვის მულტიდისციპლინური მომსახურების მიწოდების შესაძლებლობაში ვლინდება. თანამედროვე ბიზნესის გამოწვევების გათვალისწინებით, ეფექტიანი იურიდიული მომსახურებისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისა და გარემოს ცოდნა. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მზარდია მოთხოვნა ისეთ მომსახურებაზე, რომელიც კლიენტისთვის ხარჯების დაზოგვასა და დამატებითი ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული. KPMG Law Georgia გლობალურ რესურსებზე მუდმივი წვდომითა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ექსპერტების ჩართულობით, კლიენტებისთვის სწორედ ასეთი უნიკალური ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული.

რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს? ამ კუთხით სამომავლო გეგმები როგორია?

KPMG Law Georgia ბაზარს სრული სპექტრის ბიზნესის სამართლის საკონსულტაციო და წარმომადგენლობით მომსახურებას აწვდის. გლობალური ქსელის დახმარებით, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ყველა ის საჭიროება, რაც უცხოურ სამართალს ან სხვა ქვეყნებში ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის სამართლის საფუძველზე მომზადდა. ისეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა მეწარმეთა შესახებ კანონი, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი, ევროკავშირის აქტების მსგავსია. შესაბამისად, გარდა ადგილობრივი სამართლის ცოდნისა, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, კლიენტებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, რომ კანონის გამოყენებისას წარმოქმნილი პრობლემები თუ შეკითხვები ევროპული გამოცდილებითა და იქაური სამართლის ცოდნის საფუძველზეც გადავუჭრათ.

რომელ მომსახურებაზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა? როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში ქართულმა სამართალმა არსებითი ცვლილებები განიცადა. შესაბამისად, ბიზნესურთიერთობების ბევრი ასპექტი იმდენად ახლებურად დარეგულირდა, რომ ამ მხრივ საქართველოში ადგილობრივი ცოდნა ან განათლება ნაკლებია. მაგალითად, 2022 წლიდან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებით ლიბერალური სამეწარმეო კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გამკაცრდა და ქართულ ბიზნესს ბევრი ახალი ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის სრულად შეიცვალა საწარმოებში კაპიტალის ფორმირებისა და დივიდენდის განაწილების რეგულირება. ახალი რეგულაციის კარგი მაგალითია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი, რომელმაც საქართველოში გარკვეულ კომპანიებს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის დანიშვნის, პირდაპირი მარკეტინგის დროს წინასწარი თანხმობის მოპოვებისა და სხვა მრავალი ვალდებულება დააკისრა. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, თავის მხრივ, კვალიფიციურ იურიდიულ რჩევაზე მოთხოვნა გაზარდა.

რა შედეგები და მიღწევები გაქვთ დღემდე?

KPMG-მ საქართველოში იურიდიული მომსახურების აქტიური მიწოდება 2016 წლიდან დაიწყო. დღეს KPMG Law Georgia მდგრადი პრაქტიკაა, ყოველწლიურად სტაბილური ზრდის მაჩვენებლით ყველა ძირითად ასპექტში, ეს იქნება კლიენტთა, თანამშრომელთა რაოდენობისა თუ შემოსავლების კუთხით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ მნიშვნელოვანი რებრენდინგის პროცესი KPMG Law Georgia-ს, როგორც KPMG-ის ქვებრენდის, ბაზარზე დასამკვიდრებლად. მსგავსად სხვა მულტიდისციპლინური ორგანიზაციებისა, ჩვენი მთავარი გამოწვევა ბრენდის, როგორც იურიდიული კომპანიის აღქმის გაძლიერებაა. ჩვენ ვმუშაობთ KPMG-ის ბიზნესის თუ საგადასახადო კონსულტანტებთან ერთად კლიენტების საჭიროებებისათვის და სწორედ ასეთ პროფესიონალებზე წვდომა განგვასხვავებს სხვა საერთაშორისო იურიდიული ფირმებისგან. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვართ იურიდიული მომსახურების თვითმყოფადი მიმწოდებელი, რომელიც დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას ეწევა. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის ბრენდის მთავარი შინაარსი.

შედეგების კუთხით როგორი მოლოდინი გაქვთ, მაგალითად, წლის ბოლოსთვის?

მიმდინარე წელი ჩვენი პრაქტიკისთვის განსაკუთრებით მრავალი სიახლით გამოირჩევა. სრული დატვირთვით ამოქმედდა KPMG Law Georgia-ს LinkedIn-ის გვერდი. მალე ამოქმედდება ჩვენი ახალი ვებგვერდიც, რომელიც აუდიტორიასთან პირდაპირ კომუნიკაციას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს საზოგადოებისთვის რელევანტური ცოდნის რესურსების შექმნაზე, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სიახლეებისა თუ ცალკეულ საკითხებზე ანალიტიკის მომზადება. ამ მხრივ, ჩვენ შევქმენით Business Law Insights-პლატფორმა, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ მხარეებს რეგულარულად ვაცნობთ ქართული სამართლის სიახლეებს. დამატებით, დროდადრო საჯარო ვებინარებსაც ვმართავთ, რათა საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ.

როგორია KPMG Law Georgia-ს განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმები?

ჩვენი განვითარების მოკლევადიანი გეგმა KPMG Law Georgia-ს, როგორც უნიკალური იურიდიული კომპანიის აღქმის დამკვიდრებას უკავშირდება. ჩვენ ვართ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროფესიონალებზე წვდომით და დიდ ოთხეულში შემავალი გლობალური საკონსულტაციო კომპანიის რესურსების მხარდაჭერით, ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული.

გრძელვადიან ხედვაში, ჩვენი მიმართულების მთავარი პრიორიტეტი თანხვდენილია KPMG-ის მიზნებთან, რაც გლობალური მასშტაბით იურიდიული მომსახურების განვითარებასა და გაძლიერებას გულისხმობს. აღსანიშნავია Microsoft-თან დაწყებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში KPMG Law-მ იურიდიულ მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის კუთხით წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ ცხადი არჩევანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ეფექტიანი, დამატებითი ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული და სანდო პარტნიორი სჭირდებათ.

Previous Post

VISA-ს კვარტალურმა ანგარიშმა ინვესტორთა მოლოდინს გადააჭარბა

Next Post

Meta-მ $200 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა

იზა გვარამაძე

Next Post
Meta-მ $200 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა

Meta-მ $200 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Recent News

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result