Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე – ილიაუნის სტუდენტების შედეგები ვაშინგტონიდან

by იზა გვარამაძე
აპრილი 24, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე – ილიაუნის სტუდენტების შედეგები ვაშინგტონიდან
0
SHARES
0
VIEWS

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა.

ჯესაპი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო საჯარო სამართალში, სადაც ეროვნულ და საერთაშორისო ეტაპებზე 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის სპეციფიკა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც წერილობითი ნაშრომების მომზადებას, ისე ზეპირ წარმომადგენლობას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე.

საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა ეროვნულ რაუნდში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისა და ვაშინგტონში გამგზავრების ხარჯები კი საქართველოს ბანკისა და ილიას უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სრულიად დაიფარა.

საქართველო კონკურსის ფინალურ რაუნდში ილიას სტუდენტებმა წარადგინეს: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე. გუნდს კი მენტორობა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, თინათინ გოლეთიანმა, გაუწია.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ჯესაპის კონკურსზე პირველად ასპარეზობდნენ, საერთაშორისო რაუნდის დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს. გუნდი შეხვდა კანადის (ონტარიო), ირანის (თეირანი), უზბეკეთისა (ტაშკენტის) და გერმანიის (ჰერტის საჯარო მართვის სკოლა) გუნდებს. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა აიღო Best Overall Applicant Side – საუკეთესო მოსარჩელე მხარის – პრიზი, რაც გულისხმობს ჯამურად – როგორც წერილობით, ისე ზეპირ კომპონენტებში, პირველი ადგილის მოპოვებას.

წერილობითმა ნაშრომებმა საერთო რეიტინგის მიხედვით 38-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს მასშტაბით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კონკურენციის გათვალისწინებით: აშშ-ში კონკურსის საერთაშორისო ეტაპზე, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის – 150 გუნდი – მონაწილეობდა მსოფლიოს 85 ქვეყნიდან.

გარდა გუნდური წარმატებისა, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ინდივიდუალური გამარჯვებაც მოიპოვეს: გუნდის წევრები, ქეთევან ბეჟანიშვილი და მარიამ ტაგანაშვილი, მონაწილე 523 სტუდენტიდან საუკეთესო ზეპირ გამომსვლელთა ტოპ 50-ში მოხვდნენ, საერთო შეფასებების მიხედვით.

როგორც თინათინ გოლეთიანი გვეუბნება, სტუდენტებმა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რათა სამართლის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარედგინათ:

,,კომპლექსურ კაზუსზე 7-თვიანი მუშაობის შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა, განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსურ საკითხზე სამართლებრივი ანალიზისა და მოსამართლეების წინაშე ზეპირი წარმომადგენლობისათვის მომზადება ინგლისურ ენაზე გვიწევდა, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მყარი არგუმენტაციის მომზადება კი უდიდეს ძალისხმევასა და შრომას მოითხოვდა. გვჯერა, რომ ჯესაპის კონკურსზე ჩვენი წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ვუბიძგებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობისკენ, ეს აუცილებლად იქნება მათთვის კარიერული და პიროვნული ზრდის საწინდარი“.

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლის სკოლის გაძლიერებას, თუმცა იმისათვის, რომ ყველა ნიჭიერ და პერსპექტიულ სტუდენტს ჰქონდეს ასეთ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, აუცილებელია, კერძო სექტორის მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკი აქტიურად ქმნის და მომავალშიც განაგრძობს სტუდენტებისთვის უსაზღვრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ იდეას ემსახურება საერთაშორისო და ადგილობრივი სასტიპენდიო პროგრამები, ოლიმპიადები და საგანმანათლებლო სივრცეები, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველის. მთავარია, გამოიყენო შესაძლებლობები, არ შეწყვიტო ცდა და განვითარება. S

Previous Post

ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები 19%-ით შემცირდა – Huawei-ს სმარტფონებზე მოთხოვნა იზრდება

Next Post

Binance-ის დამფუძნებელს აშშ-ში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება

იზა გვარამაძე

Next Post
Binance-ის დამფუძნებელს აშშ-ში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება

Binance-ის დამფუძნებელს აშშ-ში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result