Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“ – თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა

by იზა გვარამაძე
April 12, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“ – თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კაპიტალმა, ელექტროენერგიის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარების, გენერაციისა და ფასის ტენდენციები, ბაზრის სამომავლო განვითარება, ექსპორტის პოტენციალი და დარგში ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები მიმოიხილა.

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე, ბოლო 28 წლის განმავლობაში, 1996 წელს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნიდან, 2023 წელს ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშემწყობი ახალი მექანიზმის ამოქმედებით დასრულებული, არაერთი გარდამტეხი ცვლილება განხორციელდა.

2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის – 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული.

ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია. 2023 წელს მოხმარება, ძირითადად, მსხვილი კონტრაქტორების ხარჯზე შემცირდა, რაც ეპიზოდურ მოვლენას წარმოადგენს.

სექტორებში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მეტალურგია მოიხმარს. 2023 წელს მეტალურგიის შემდეგ, ყველაზე მეტი ელექტროენერგია წარმოების სექტორმა, კრიპტოინდუსტრიამ, წყალმომარაგებამ და სატრანსპორტო ინდუსტრიამ მოიხმარეს. თუმცა მეტალურგიასა და კრიპტოინდუსტრიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ, 2022-2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. მეტალურგიის სექტორში კლება, რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებით და გლობალურად ფასების კლებით აიხსნება. კრიპტოინდუსტრიაში მოხმარების შემცირება კი, მსხვილი კომპანიების ქართული ბაზრიდან გასვლითაა გამოწვეული.

დღეისთვის, ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,600 მეგავატს შეადგენს. 2017 წლიდან, გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე – PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა. ახალი მხარდამჭერი მექანიზმი კი დარგის გააქტიურებას გამოიწვევს.

2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% – თბოსადგურებმა, 4.6% კი ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს. 2015-2023 წლებში, ჰიდროგენერაცია 28%-ით, თბოგენერაცია კი 42%-ით გაიზარდა. ზრდებს შორის სხვაობა განახლებადი რესურსების დამატებით საჭიროებაზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული და გენერაციის მზარდი წილი გადის ექსპორტზე. 2023 წელს გენერაციის 10% გავიდა ექსპორტზე. იმპორტის წილმა მოხმარებაში კი 6% შეადგინა, რაც 2022 წელს 11% იყო.

ელექტროენერგიის ბაზრის მომავალს შემდეგი მოვლენები და ტენდენციები განსაზღვრავს: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და მდგრადი განვითარების მიზნები; ელექტროენერგეტიკული ბირჟა; ევროკავშირთან ინტეგრაცია; მსოფლიოში ელექტრონულ მოწყობილობებსა და ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა; გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება; კლიმატის ცვლილება და მდგრადი ენერგო პოლიტიკა; მზის პანელების ფასის შემცირება/ტექნოლოგიების განვითარება და ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფა.

მაღალი ეკონომიკური აქტივობა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის. პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზრდება. მოხმარების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახის ზომის შემცირება, ურბანიზაცია; საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება; ელექტრონული მოწყობილობების მზარდი მოხმარება.

2026 წლისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავება 16.3 ტვტ. საათს მიაღწევს, ძირითადად, ჰიდროენერგიის ხარჯზე.

რაც შეეხება ექსპორტის პოტენციალს – საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის სტაბილური მიმოცვლის შესაძლებლობები აქვს, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თურქეთის ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის უფრო სწრაფად ზრდა, ვიდრე გამომუშავების, რაც იმპორტის დამატებით საჭიროებას შექმნის.

მომდევნო 3 წელიწადში, საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური საექსპორტო პოტენციალი 2.5 ტვტ. საათს გადააჭარბებს.

2029 წელს დაგეგმილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გაშვება, რომელიც წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას და საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს. 1,155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით ისარგებლონ. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ივლისში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდება და გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების რეპორტი მომზადდება.

“დარგში არსებული პოტენციალისა და ტენდენციების ჩვენი პარტნიორებისთვის გაზიარება, ძალიან დროული იყო რადგან იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი. სწორედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ემსახურება ყველა ის ჰესი, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით ოპერირებს. თიბისის დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 42 ჰიდროელექტროსადგურია აშენებული ჯამური დადგმული სიმძლავრით 516 MW, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 11 კი მშენებლობის პროცესშია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყნის ელექტროენერგიის 65% სწორედ ჩვენი პარტნიორი ჰიდრო ობიექტების მიერ იყო გამომუშავებული. 15 წელიწადზე მეტია ენერგეტიკის სექტორს ვაფინანსებთ და პირველი ფინანსური ინსტიტუტი ვართ ბაზარზე, ვინც ამ დარგის პარტნიორი გახდა“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

S

Previous Post

როგორ გახდა Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსური ინსტიტუტი

Next Post

2024 წლის მარტი ყველაზე ცხელი იყო | რეკორდების 10-თვიანი სერია გრძელდება

იზა გვარამაძე

Next Post
2024 წლის მარტი ყველაზე ცხელი იყო | რეკორდების 10-თვიანი სერია გრძელდება

2024 წლის მარტი ყველაზე ცხელი იყო | რეკორდების 10-თვიანი სერია გრძელდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result