Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ღლონტების მეფუტკრეობა“ – ქალი მეწარმის წარმატება გურიიდან ევროპის ბაზრამდე

by იზა გვარამაძე
April 4, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„ღლონტების მეფუტკრეობა“ – ქალი მეწარმის წარმატება გურიიდან ევროპის ბაზრამდე
0
SHARES
0
VIEWS

„ღლონტების მეფუტკრეობა“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ნინო ღლონტის მამამ, თამაზ ღლონტმა, 30 წლის წინ გურიაში წამოიწყო. წლების შემდეგ კი ოჯახურ ბიზნეს სათავეში მამასთან ერთად, ნინო და მისი ძმა ჩაუდგნენ და წარმატებულად აგრძელებენ საქმიანობას. ნინო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული – მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ – ერთი მონაწილეა, სადაც ბიზნესის გაძლიერებისა და განვითარებისთვის საჭირო კურსები გაიარა.

„ფუტკრის მოშენება და თაფლის წარმოება მამამ 30 წლის წინ დაიწყო და ახლა კი მასთან ერთად, ამ საქმიანობით მე და ჩემი ძმა აქტიურად ვართ დაკავებულები. მაშინ, როცა მეფუტკრეობაზე, როგორც ბიზნესზე, დავიწყეთ ფიქრი, არ არსებობდა ბრენდი და ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ, სანამ საბოლოოდ შევქმნიდით „ღლონტების მეფუტკრეობას“. დღეს, ჩვენი კომპანია ფუტკრის მრავალფეროვან პროდუქტებს აწარმოებს და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახდენთ. ბოლო წლებში კი აქტიურად დავიწყეთ მეფუტკრეებისთვის საჭირო მომსახურებისა და კონსულტაციების გაწევა“, – ამბობს ნინო.

წლების განმავლობაში ნინოს არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამასთანავე მიღწევაც, რაც მახსენდება, ევროპის ბაზარზე ქართული თაფლისთვის გზის გახსნაა, რადგან 2019 წელს სწორედ ჩვენი კომპანიის თაფლი გავიდა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში. ჩვენი გამოცდილება და გავლილი გზა კი ბევრი კომპანიისთვის მაგალითი გახდა, მათთვის ბევრად გამარტივდა იმ ეტაპების გავლა, რაც მათ ევროპის ბაზრამდე სჭირდებოდათ“, – აღნიშნავს ის

სამწუხაროა, თუმცა, ქალისა და კაცის საქმიანობებს შორის ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რაც ნინოსთვისაც ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა ბიზნეს წარმოების პროცესში. „ჩემთვის, როგორც ქალი მეწარმისთვის ერთ – ერთი გამოწვევა არის ის, რომ მეფუტკრეობა ძირითადად მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება და მასში ქალის ჩართულობა სერიოზულად არ აღიქმება“. მისთვის ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის საკუთარ კომპანიაში არაერთ ქალს ასაქმებს. „ჩვენს კომპანიაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, ამას მოწმობს ისიც, რომ აქტიურად ვცდილობთ ქალების დასაქმებას“, – ამბობს ნინო.

თვითგანვითარება და ახლის შესწავლა ნინოს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივი მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეწარმე ქალთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება. „საკუთარი განვითარებისთვის და პროფესიულად საუკეთესო „მეს“ შექმნისთვის მუდმივად ვეძებ სიახლეებს, მუდმივად მსურს გავიგო და ვისწავლო რაღაც ახალი, რაც მომავალში მომცემს შესაძლებლობას, კარიერულად განვითარდე და განვავითარო ბიზნესი. როდესაც სოციალურ ქსელში პროგრამის შესახებ შევიტყვე და გავეცანი პროგრამის მიზნებსა და შინაარსს, სწორედ ეს გახდა მოტივაცია მასში მონაწილეობის მისაღებად. ჩემთვის, ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მიმეღო ცოდნა და ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ“

როგორც თავად ამბობს, პროგრამის მეშვეობით, თეორიულ ცოდნასთან და სხვადასხვა ბიზნეს თუ პიროვნული უნარების განვითარებასთან ერთად, დიდი მოტივაცია შეიძინა.

„მეწარმე ქალთა გადამზადების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. გარდა იმისა, რომ დიდი ცოდნა შევიძინე, თუ როგორ უნდა გავხადო ჩემი საქმიანობა უფრო მეტად წარმატებული და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, შევხვდი ძალიან საინტერესო მეწარმე ქალებს, რომლებიც ჩემთვის მოტივატორები გახდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის და დასახული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის არის დიდი ბიძგი, რათა არ გავჩერდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი წარმატებისთვის“, – ამბობს ის.

ნინომ „ღლონტების მეფუტკრეობის“ სამომავლო მიზნებიც გაგვიზიარა და გვითხრა რომ წინ მასშტაბური გეგმები აქვთ. „სამომავლოდ ჩვენი კომპანიის მიზანია გურიის რეგიონში შექმნას მეფუტკრეობის სოფელი, სადაც მეფუტკრესა თუ უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ჩამოვიდეს და გაეცნოს მეფუტკრეობას. მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქტები (თაფლი, ფიჭა). მას შემდეგ, რაც საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართული მეფუტკრეობით დაინტერესება ძალიან გაიზარდა. ვფიქრობ, მსგავსი სოფლის შექმნა არა მხოლოდ ქართველი მეფუტკრეებისთვის იქნება სასარგებლო და ინფორმატიული, არამედ უცხოელ მეფუტკრეებსაც დააინტერესებს, რაც არამარტო ჩვენი ბიზნესის განვითარებას, არამედ ქართული ფუტკრისა და მისი პროდუქტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.“

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით რომელიც და ინოვატორ და მიზანდასახულ, იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სთავაზობს. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაფუძნებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა. S

Previous Post

ვინ დატოვა Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი?

Next Post

სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup-ი გაიმართა

იზა გვარამაძე

Next Post
სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup-ი გაიმართა

სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup-ი გაიმართა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026

Recent News

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result