Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

by იზა გვარამაძე
აპრილი 4, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული.

ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა 1980-იანი წლების ნახატების სერია Anima Ex Machina – ქაღალდზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრები და ტექსტები, რომელთა შესრულებაც მან ავტომატური წერის სავარჯიშოს პრინციპით დაიწყო. ქაღალდის შემდეგ მან მუშაობა მუყაოზე გააგრძელა, ის შავი გუაშით დაფარა და ამ ფონზე თეთრი საღებავით ტექნიკური ნახაზები და დიაგრამების ტიპის ნამუშევრები დახატა. ხელოვანის აზრით, შავი სიბრტყე ის სივრცეა, რომელშიც ყველა ინფორმაცია „ინახება“, ამ სიშავიდან ამოტივტივებული დიაგრამები და ციფრები კი რებუსების მსგავსი ნახატების ფორმას იღებს. ნამუშევართა ნაწილი 80-იან წლებში დაიკარგა, თუმცა მოგვიანებით ნამუშევრების ფოტოებიდან განმეორებითი აღდგენა და სერიისთვის ახალი ნაწილის დამატება 2003-2004 წლებში მოხდა.

გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერწერული ტილო 2010 წლის სერიიდან „აკაშას ქრონიკები”. აკაშა სანსკრიტზე სივრცესა და ჰაერს ნიშნავს და შესაბამისად, სერიაში გაერთიანებული ნახატების ტექნიკური შესრულებაც სწორედ სივრცითა და ჰაერით გაჯერებული გარემოს წარმოსახვის მიზანს ემსახურება.

ქეთი კაპანაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში 1980-იან წლებში დაიწყო. ის მეათე სართულისა და მარჯანიშვილელების თაობაა, თუმცა ის ამ დაჯგუფებების წევრი არასდროს ყოფილა. იგი ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ხელოვანია, რომელიც თავისი იდენტობის კვლევასა და დეფინიციას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული კონცეპტუალური ფოტოების სერიით შეეცადა. თიბისი კონცეპტში გამოფენილი ფოტოები მისი ერთგვარი ადრეული ავტოპორტრეტია, სადაც ძველებური სუნამოს ბოთლები, გატეხილი ფინჯანი, დამტვერილი კომოდი, თუთიყუშია გაერთიანებული.

ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ხშირად იფინება გერმანიაში, სადაც ის Baumann Stiftung-ის დახმარებით 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ის იყო Johannes Gutenberg University-ის (მაინცი, გერმანია) მიწვეული პროფესორი, მოგვიანებით 2020 და 2021 წლებში კი თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებში როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა, კულტურის სამინისტრო შტუტგარტში, ევროპის საპატენტო ოფისი (მიუნხენი), ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენში, MMoma მოსკოვში. ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ასევე ინახება აშშ-ში ნენსი და ნორტონ დოჯის კოლექციაში Zimmerli Art მუზეუმში. ხელოვანი თბილისში იფინება გალერეა „არტ ბიტში”, ბონში კი გიზელა კლემენსის გალერეაში.

ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიასა და საქართველოში.

გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი

გამოფენის გახსნა: 10 აპრილი, 2024 | 18:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აპრილი – 30 მაისი, 2024

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

S

Previous Post

Applications Open in Georgia for Visa Everywhere Initiative, a Global Innovation Competition for Fintech Startups

Next Post

Forbes: მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

იზა გვარამაძე

Next Post
Forbes: მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

Forbes: მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result