Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Apple-ი 48 წლისაა – საინტერესო ფაქტები კომპანიის ისტორიიდან

by Kakhi Chakvetadze
April 1, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, სიახლეები, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Apple-ი 48 წლისაა – საინტერესო ფაქტები კომპანიის ისტორიიდან
0
SHARES
0
VIEWS

48 წლის წინ, 1976 წლის პირველ აპრილს, სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააფუძნეს კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 2.6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.

კომპანია, რომელმაც სტივ ჯობსის გარაჟში დაიწყო სახელის მოხვეჭა, ტექნოლოგიურ სამყაროში დღეს ინოვაციურობასა და ელეგანტურობასთან ასოცირდება. თუმცა აქამდე გრძელი გზა იყო.

Apple-მა პირველი პროდუქტები, პერსონალური კომპიუტერები, Apple I-ი და Apple II-ი 1977-1998 წლებში გამოუშვა, რამაც ის პერსონალური კომპიუტერების წამყვან კომპანიად აქცია. კომპიუტერებს სკოლებში, სახლებში, ბიზნესებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებდნენ.

1984 წელს კომპანიამ გამოუშვა Apple Macintosh-ი, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მაუსით და მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, ურთიერთობა ელექტრონულ მოწყობილობასთან სურათებით ჰქონოდა ტექსტური ბრძანებების ნაცვლად.

1985 წელს სტივ ჯობსმა Apple-ი დატოვა შიდა მენეჯმენტთან სტრატეგიულ საკითხებზე კონფლიქტის გამო, რის შემდეგაც მან დაარსა ტექნოლოგიური კომპანია NeXT-ი, რომელიც კომპიუტერებს საგანამანათლებლო და ბიზნესბაზრებისთვის ამზადებდა და განახორციელა ინვესტიციები Pixar-ში.

1997 წელს NeXT-ი Apple-მა შეიძინა, სტივ ჯობსიც დაბრუნდა, 90-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისი კი უპრეცედენტო წარმატების დასაბამი.

ამ პერიოდში იქმნება ინოვაციური მოწყობილობები და ადამიანების ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამოცდილება რადიკალურად იცვლება. 1998 წელს Apple-მა iMac-ი გამოუშვა, 2000 წელს iPod-ი და iTunes-ი, 2007 წელს – iPhone-ი, ხოლო 2010 წელს – iPad-ი.

2011 წელს სტივ ჯობსი გარდაიცვალა, რითაც დასრულდა ერთი ერა და დაიწყო ახალი, რომელსაც სათავეში ტიმ კუკი ჩაუდგა. ცხადია, განვითარება არ შეწყვეტილა და Apple-ი დღესაც ტექნოლოგიური პროგრესის მოწინავე ფრონტზეა. კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში და მისი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა სრულად გარდაქმნას ინდუსტრია, Apple Vision Pro-ა.

Apple-ის ისტორიაში ბევრი საინტერესო ფაქტია, მაგალითად, ის, რომ თავდაპირველ ლოგოზე ისააკ ნიუტონი იყო გამოსახული, მაგრამ ამ სტატიაში ფინანსურ ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას:

  • Apple-ს იმაზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ვიდრე ამერიკის ხაზინას. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 2023 წლის მეორე კვარტალში.
  • Apple-ის პირველი კომპიუტერი 666.66 აშშ დოლარად გაიყიდა.
  • Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 7 ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ჩამოუვარდება, ესენია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
  • Apple-ის მოგება დღეში 157 მილიონი აშშ დოლარი, საათში – 6.5 მილიონი აშშ დოლარი, წუთში – 109 ათასი აშშ დოლარი, წამში კი 1,820 აშშ დოლარია.
  • 2018 წელს, Apple-ი გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2023 წელს, ასევე პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
  • რონალდ უეინმა, Apple-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საკუთარი 10%-იანი წილი კომპანიის დაარსებიდან მეთორმეტე დღეს მხოლოდ 800 აშშ დოლარად გაყიდა. უეინს რომ წილი შეენარჩუნებინა, დღეს მისი აქციების ღირებულება 260 მილიარდზე მეტი იქნებოდა.
  • სტივ ვოზნიაკმა Apple-ისთვის კაპიტალის მოსაგროვებლად საკუთარი სამეცნიერო კალკულატორი გაყიდა.
  • სტივ ჯობსი Apple-ის CEO-ს რანგში მხოლოდ სიმბოლურ 1 დოლარს იღებდა წლიური ხელფასის სახით ბოლო 15 წლის განმავლობაში.
  • 2019 წელს Apple-მა იმაზე მეტი საათი გაყიდა (30.7 მილიონი), ვიდრე მთლიანად შვეიცარიული საათების ინდუსტრიამ (21.1 მილიონი).
Previous Post

სხვებზე ზრუნვა – როგორც ცხოვრების წესი

Next Post

Microsoft: Teams-ის პლატფორმა Office-ის პროდუქტებისგან განცალკევდება

Kakhi Chakvetadze

Next Post
Microsoft: Teams-ის პლატფორმა Office-ის პროდუქტებისგან განცალკევდება

Microsoft: Teams-ის პლატფორმა Office-ის პროდუქტებისგან განცალკევდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result