Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

by იზა გვარამაძე
March 26, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა – ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

აღსანიშნავია, რომ სამი კურსი ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები და ბრენდინგი – მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით – კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება, მათ შორისაა გაყიდვები, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა საკითხები. პლატფორმაზე კურსები ვიდეოგაკვეთილების სახითაა განთავსებული, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ თემაზე ცოდნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს. ჯამში ონლაინ პლატფორმაზე 45 კურსია ხელმისაწვდომი, გასულ წელს კი სხვადასხვა კურსი 20 000-მდე მომხმარებელმა გაიარა. კურსების გარდა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მასტერკლასებიც – სპეციალური პროგრამები ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარებისთვის საბაზისო ინფორმაცია სჭირდებათ.

ბიზნეს პროცესების გაციფრულება ერთ-ერთია ახალი კურსებიდან, რომელთა გავლა უკვე შესაძლებელია Businesscourse.ge-ზე. მას ირმა ბერძენიშვილი უძღვება და დაინტერესებულ პირებს აძლევს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ სააღრიცხვო სისტემებზე, ქლაუდ გადაწყვეტებსა და რობოტიზაციაზე.

ონლაინ გაყიდვების კურსზე კრეატიული სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის მმართველი მენეჯერი, ანი ზაქარეიშვილი ელექტრონული კომერციის მზარდ ტენდენციებს მიმოიხილავს.

ბრენდინგის კურსის ავტორი კი ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მონაწილეებს უზიარებს ინფორმაციას ბრენდის მშენებლობის, საკომუნიკაციო გზავნილების, დიზაინის შექმნის და სხვა საკითხებზე.

გაყიდვები პრაქტიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა და მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება.

„მოხარული ვართ, რომ EBRD-სა და ევროკავშირთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მხარი დავუჭიროთ განვითარებაში და დავეხმაროთ ახალი მიდგომების დანერგვაში. ვამაყობთ, რომ ბიზნესკურსის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება. ჩვენ არ ვჩერდებით და უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთ ახალ კურსს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

კურსებისა და მასტერკლასების სანახავად ესტუმრეთ ვებსაიტს Businesscourse.ge.

S

Previous Post

SWIFT-ი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ახალ პლატფორმას გაუშვებს

Next Post

Disinformation Maneuver: Serving Lies with a Side of Truth

იზა გვარამაძე

Next Post
მოდი, ვნახოთ ტყუილი…

Disinformation Maneuver: Serving Lies with a Side of Truth

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result