Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

მწვანე ენერგიის ხელშეწყობა ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებებით

by იზა გვარამაძე
February 28, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მწვანე ენერგიის ხელშეწყობა ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებებით
0
SHARES
0
VIEWS

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე სუფთა ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„სუფთა ენერგიის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. მსოფლიოში განახლებადი ენერგიით ელექტროენერგიის წარმოების წახალისების არაერთი მექანიზმია აპრობირებული, თუმცა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებებს, რომლებიც უკვე დაინერგა საქართველოშიც.

ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებები აზღვევს ინვესტორებს ენერგეტიკული ბაზრების ცვალებადი ფასებისგან და უზრუნველყოფს მათ მიერ სტაბილური შემოსავლის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის მწარმოებლების საოპერაციო დანახარჯები წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მწარმოებლებთან შედარებით უფრო დაბალია, განახლებადი ენერგიის პროექტების განსახორციელებლად საჭიროა უფრო მეტი წინასწარი ინვესტიცია. ამასთანავე, განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა მზე და ქარი, რთულად პროგნოზირებადი და არადისპეტჩირებადია. არცთუ იშვიათად, განახლებადი ენერგიის წარმოება და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ერთმანეთისგან აცდენილია; ამ მოვლენის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს კალიფორნიული „იხვის მრუდი“, რომელიც ასახავს მზის ენერგიის პიკური გამომუშავებისა და პიკური მოთხოვნის მკვეთრ შეუსაბამობას. ეს ყოველივე გავლენას ახდენს მწარმოებლის მიერ მიღებულ შემოსავალზე და ზრდის განახლებადი ენერგიის პროექტებთან დაკავშირებულ რისკებს. აღნიშნული რისკების არსებობა, თავის მხრივ, პროექტს ნაკლებად მიმზიდველს ხდის ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ზრდის კაპიტალის ხარჯს. შედეგად კი ასევე იზრდება ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულება (Levelized Cost of Energy).

ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მიზანი სწორედ ზემოაღნიშნული რისკების შემცირება და ინვესტორისთვის შემოსავლის მიღების გარანტირებაა. ამგვარი ტიპის ხელშეკრულებები გავრცელებულია ფინანსურ ბაზრებზე, განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშესაწყობად მათი გამოყენება კი დიდ ბრიტანეთში, 2014 წელს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია განახლებადი ენერგიების ფართომასშტაბიანი პროექტების განვითარებაზე.

ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებები ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის ბაზართან ინტეგრირებას, ვინაიდან სქემის ფარგლებში ელექტროენერგიის მწარმოებელი ჩვეულებრივ იღებს მონაწილეობას ორგანიზებულ ბაზრებზე. ამასთან, სახელმწიფო, ან მის მიერ განსაზღვრულ პირი, ხელშეკრულების გაფორმებით გარანტიას აძლევს მწარმოებელს, რომ წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში, იგი გაყიდულ ენერგიაზე ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს წინასწარ შეთანხმებულ, ე.წ სამიზნე ფასს, მიუხედავად დაფიქსირებული საბაზრო ფასისა. იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე ფასი შესაბამის საათში არსებულ ბაზრის ფასზე უფრო მაღალია, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მხარე ინვესტორს აუნაზღაურებს სხვაობას. რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც სამიზნე ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ბაზრის ფასი, პრაქტიკა განსხვავებულია. ზოგ შემთხვევაში, ფასთა შორის სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება სარკისებურად ვრცელდება მწარმოებელზეც რომელიც ვალდებულია, ჭარბად მიღებული შემოსავალი აუნაზღაუროს ხელშეკრულების მეორე მხარეს.

ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებები განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მიერ, როგორც წესი, კონკურენტული პროცედურით – აუქციონის ან ტენდერის მეშვეობით – მოიპოვება, სადაც ინვესტორები მიუთითებენ მათთვის მისაღებ სამიზნე ფასს ერთეული ენერგიისთვის. გამარჯვებულების გამოსავლენად ძირითად კრიტერიუმს ფასი წარმოადგენს. ზოგიერთ ქვეყანაში უფლებამოსილი პირი წინასწარ განსაზღვრავს მაქსიმალური სამიზნე ფასს და ამგვარად თავიდან ირიდებს აუქციონის ფარგლებში არაგონივრული განაცხადების მიღებას.

განსხვავებით განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი სხვა მექანიზმებისგან, როგორიცაა პრემიალური ტარიფი, საგადასახადო შეღავათები და სხვა, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებები ხელს უწყობს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასებისგან მომხმარებლების დაცვას და საცალო ფასების სტაბილურობას. საბითუმო ფასებზე ელექტროენერგიის ფასის გაზრდის შემთხვევაში, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შემოსავლით სახელმწიფოებს უჩნდებათ დამატებითი სახსრები მომხმარებელთა მხარდაჭერის ღონისძიებების განსახორციელებლად. სწორედ ამგვარ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2022 წლის ევროპის ენერგეტიკული კრიზისის დროს.

საქართველოში ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებები, როგორც განახლებადი ენერგიის ათვისების მექანიზმი, 2022 წლის დეკემბერში გაითვალისწინა კანონმდებლობამ. 2023 წელს პირველი აუქციონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრე გადანაწილდა მზის, ქარისა და ჰიდრო ენერგიაზე. ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება ხელმისაწვდომია განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროებისთვის, კონკრეტული სიმძლავრის კვოტა ენერგიის წყაროს მიხედვით კი უშუალოდ აუქციონის გამოცხადებისას განისაზღვრება. მხარდაჭერის სქემის ვადაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 წელი, წელიწადში 8-12 თვე, ენერგიის წყაროს შესაბამისად. პროექტები შეირჩევა კონკურენტული აუქციონის ფარგლებში დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი განაცხადების მეშვეობით. აუქციონით გათვალისწინებული სიმძლავრე გადანაწილდება ყველაზე დაბალი ტარიფის მიხედვით, სიმძლავრეების სრულ ათვისებამდე, მედიანური ტარიფის პრინციპით. აუქციონში შერჩეული პირები აფორმებენ ხელშეკრულებას სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო), რომელიც 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კერძო კომპანიაა და ამავდროულად ახორციელებს ელექტროენერგიის მოქმედი საბალანსო ბაზრის ოპერირებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს აუქციონით გამოვლენილ ტარიფსა და დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის ანაზღაურებას მწარმოებლისთვის. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ორმხრივია და იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ფასი აღემატება სამიზნე ფასს, მწარმოებელი სხვაობას აუნაზღაურებს ესკოს. გარდამავალ პერიოდში, დღით ადრე ბაზრის ამოქმედებამდე, ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოიყენება საბალანსო ელექტროენერგიის ფასი.

მიმდინარე წლის12 თებერვალს დასრულდა განაცხადების მიღება რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 800 მეგავატ სიმძლავრეს. ამასთან, აუქციონის ფარგლებში პირველად, ცალკე კვოტებია განსაზღვრული მზისა და ქარის ელექტროსადგურებისთვის ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც ხელს შეუწყობს სისტემის სტაბილურობას.

ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების დანერგვა განახლებადი ენერგიის ათვისების წასახალისებლად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების რამდენიმეწლიანი სტაგნაციის შემდგომ, მექანიზმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ახალი პროექტები შეამცირებს სათბურის გაზების ემისიებს, გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის დაგეგმილი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში წარმოებული ჭარბი მწვანე ენერგიის ევროპისთვის მიწოდებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებების პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგი. გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი ხელშეკრულებები მწარმოებლებს არ უქმნის სათანადო სტიმულს ენერგიის წარმოების ოპტიმიზაციისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს შესაბამისი ორგანოების რეაგირება ელექტროენერგიის ბაზრების დამახინჯების თავიდან ასაცილებლად“. S

Previous Post

რუსეთი: უკრაინაში ნატოს ჯარების გამოჩენა „გარდაუვალ“ კონფლიქტს გამოიწვევს

Next Post

Promotion of Green Energy through Contracts for Differences

იზა გვარამაძე

Next Post
10 თვეში თბილისში ბინების ფასი 15.3%-ით გაიზარდა – Colliers Georgia

იანვარში თბილისში უძრავი ქონება წლიურად 9%-ით გაძვირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result