Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

რამდენს ხარჯავენ წევრი სახელმწიფოები NATO-ს თავდაცვაზე?

by Salo Papalashvili
February 28, 2024
in თავდაცვა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რამდენს ხარჯავენ წევრი სახელმწიფოები NATO-ს თავდაცვაზე?
0
SHARES
0
VIEWS

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) 31 ქვეყანას აერთიანებს და წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, ორმხრივ თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაწევრიანების მოთხოვნით ფინეთმა და შვედეთმა მიმართეს. ფინეთი NATO-ს წევრი გასული წლის აპრილში გახდა, ხოლო შვედეთის მოთხოვნა ამ კვირაში უნგრეთის პარლამენტმაც დაამტკიცა. შესაბამისად, შვედეთი NATO-ს წევრი 32-ე ქვეყანა გახდება.

NATO-ს წევრი თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ეროვნული შიდა პროდუქტის 2% ყოველწლიურად ალიანსის თავდაცვის გაძლიერებისთვის უზრუნველყოს. თავდაცვის ხარჯების ძირითადი კომპონენტი მოიცავს გადასახადებს როგორც შეიარაღებული ძალების მოქმედი პერსონალისთვის, ისე პენსიაზე გასული სამხედროებისთვისაც. ასევე მასში შედის სამხედრო ტექნიკის ან საომარი რეზერვების შენახვის ხარჯებიც. ამ ყველაფერს დამატებული სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციების ხარჯები.

მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანა პირნათლად სულაც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. წლებია, NATO-ს ბიუჯეტის უმსხვილესი კონტრიბუტორი ამერიკის შეერთებული შტატებია. 2023 წელს მხოლოდ შტატებმა ალიანსის თავდაცვაზე $860 მილიარდი გაიღო – მთლიანი ხარჯის დაახლოებით 68%. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ დახარჯული თანხა ათჯერ აღემატება გერმანიის მაჩვენებელს, რომელიც მსგავსი მონაცემითაც კი რეიტინგის მეორე ადგილზეა წარმოდგენილი.

გერმანიის მიერ 2023 წელს ორგანიზაციის თავდაცვაზე დახარჯული თანხა მხოლოდ $68 მილიარდს შეადგენს. მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – $65 მილიარდის ხარჯით, რომელსაც ხუთეულში საფრანგეთი და იტალია მოჰყვებიან შესაბამისად, $56 მილიარდითა და $31 მილიარდით.

ამის მიუხედავად, NATO-ს ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯები სწორედ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და მათთვის დამატებით სამხედრო რესურსებზე წვდომას უზრუნველყოფს.

ბოლო ორი წელია, ალიანსისთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონში რუსეთის აგრესიის შეკავების საკითხიც. გასაკვირი არაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ  NATO-ს გაწევრიანების თხოვნით ფინეთმა და შვედეთმა მიმართა. შვედეთის ალიანსში გაწევრიანებით თავად ორგანიზაციის შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წევრ სახელმწიფოებს წერილობითაც მიმართა და 2%-იანი მინიმალური მიზნის მისაღწევად, თავდაცვაზე ხარჯების გაზრდა მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში თავდაცვითი ხარჯები კვლავ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა და 2021 წელთან შედარებით, ხარჯებში 6%-იან მატებასაც მიაღწია.

ალიანსის მონაცემების გამოყენებითა და მიმდინარე ფასებისა და გაცვლითი კურსის საფუძველზე, წარმოგიდგენთ 2023 წელს NATO-ს თავდაცვისთვის წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაღებულ თანხებს:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – $860 მილიარდი
  2. გერმანია – $68 მილიარდი
  3. გაერთიანებული სამეფო – $65.7 მილიარდი
  4. საფრანგეთი – $56.6 მილიარდი
  5. იტალია – $31.6 მილიარდი
  6. პოლონეთი – $29 მილიარდი
  7. კანადა – $28.9 მილიარდი
  8. ესპანეთი – $19.2 მილიარდი
  9. ნიდერლანდები – $16.7 მილიარდი
  10. თურქეთი – $15.8 მილიარდი
  11. ნორვეგია – $8.8 მილიარდი
  12. რუმინეთი – $8.5 მილიარდი
  13. ფინეთი – $7.3 მილიარდი
  14. საბერძნეთი – $7.1 მილიარდი
  15. ბელგია – $7 მილიარდი
  16. დანია – $6.8 მილიარდი
  17. უნგრეთი – $5 მილიარდი
  18. ჩეხეთი – $5 მილიარდი
  19. პორტუგალია – $4 მილიარდი
  20. სხვა – $12.4 მილიარდი
Previous Post

გალტ & თაგარტმა საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

Next Post

დაცვიდან – გენერალურ მენეჯერობამდე

Salo Papalashvili

Next Post
დაცვიდან – გენერალურ მენეჯერობამდე

დაცვიდან - გენერალურ მენეჯერობამდე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result