Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრომეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი

by იზა გვარამაძე
თებერვალი 19, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრომეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი
0
SHARES
0
VIEWS

2024 წლის 19 თებერვალს, კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 65 მილიონი ლარის (25 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ის მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში. განსაკუთრებული ყურადღება კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას დაეთმობა.

ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული გრძელვადიანი რესურსით, გარიგება ხელს შეუწყობს კრედო ბანკს თავიდან აიცილოს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები. ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდასაჭერად კი აზიის განვითარების ბანკი სესხის დაფინანსებისთვის ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს.

თანმხლები ტექნიკური დახმარების ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი ასევე გამოყოფს 700,000 აშშ დოლარამდე გრანტს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონებში კრედო ბანკის ციფრული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და კლიმატისადმი მდგრადი მეურნეობის ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული გრანტი გაზრდის ქალთა ფინანსურ ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ფინანსური თუ ციფრული ცოდნის კომპეტენციის გაუმჯობესებაში.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზიის განვითარების ბანკთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას. წლების განმავლობაში, მათმა უწყვეტმა მხარდაჭერამ, 185 მილიონ ლარზე მეტი ჯამური ინვესტიციების სახით, დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში. აღნიშნული გარიგება განსაკუთრებულია, რადგან ის დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესების გაძლიერებას, ქალ მეწარმეებზე გამორჩეული აქცენტით. აღსანიშნავია, ტექნიკური დახმარება, რომელიც გააძლიერებს ბანკის დიგიტალიზაციის პროცესს და ხელს შეუწყობს კლიმატისადმი მდგრადი მეურნეობის განვითარებას.“ – განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ მიულოცა კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს 65 მილიონი ლარის ოდენობის ხელშეკრულების გაფორმება: „აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მასშტაბით ფინანსური ხელმისაწვდომის ზრდაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ფინანსური სექტორის როლი გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში უმნიშვნელოვანესია და კრედო ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროცესში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოსცემს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იგი არის საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მოწინავე მხარდამჭერი.“

„ქალები ქვეყანაში აგროსფეროში დასაქმებულთა და სასოფლო მეურნეობების მფლობელთა მესამედზე მეტს წარმოადგენენ, თუმცა კვლავ შეზღუდულად აქვთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ მხარდაჭერაზე. კრედო ბანკი კი გამორჩეულად ორიენტირებულია აღნიშნულის აღმოფხვრაზე.“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან გაბურიმ. „გარდა ამისა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის შიდა წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.“

კრედო ბანკი მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 88 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით, 486 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალია. ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ნიდერლანდური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco. 2015 წლიდან აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკთან მუშაობს პროექტებზე, რომელთა შორისაა მცირე და საშუალო ბიზნესების, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების დაფინანსება და COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 – აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. S

Previous Post

ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დაკავებას ეცდება

Next Post

Credo Bank and Asian Development Bank Sign a Gel 65 Million Deal to Support Agricultural Entrepreneurs in Georgia

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველო და რეგიონი: კვლევა და განვითარება

საქართველო და რეგიონი: კვლევა და განვითარება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

Recent News

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result