Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქვეყნების ბრძოლა კრიტიკული მინერალებისთვის

by Kakhi Chakvetadze
February 5, 2024
in ეკონომიკა, მოსაზრება, მსოფლიო, პოლიტიკა, სიახლეები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ქვეყნების ბრძოლა კრიტიკული მინერალებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

დაბალნახშირბადიანი ენერგიის გამომუშავებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიები სულ უფრო მეტ კრიტიკულ მინერალს საჭიროებს. ამგვარი მინერალები უხვადაა მსოფლიოში, მაგრამ მათი მოპოვება და გადამუშავება ხარჯიანი, ტექნიკურად რთული და ენერგოინტენსიური პროცესია.

მზის პანელების, ქარის სადგურებისა და ელექტრომანქანების დასამზადებლად, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ალტერნატივებთან შედარებით, ბევრად მეტი მინერალი გამოიყენება. ტიპურ ელექტრომობილს 6-ჯერ მეტი ამგვარი რესურსი სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ მანქანას, ოფშორულ ქარის სადგურს კი 13-ჯერ მეტი, ვიდრე თბოელექტროსადგურს.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კონკრეტული განსაზღვრება არ არსებობს, სხვადასხვა ქვეყანა მინერალებს კრიტიკულ მნიშვნელობას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოცემულობის მიხედვით ანიჭებს. აშშ-სა და ევროკავშირში 50-მდე მინერალს მიიჩნევენ კრიტიკული მნიშვნელობის მქონედ. მათ შორისაა:

  • ლითიუმი, გრაფიტი, კობალტი, ნიკელი და მანგანუმი – გამოიყენება ელექტრომობილების აკუმულატორებში;
  • სილიკონი და კალა – გამოიყენება ელექტრომობილებში, გადამცემ ქსელებში, ელექტროენერგიის საზომებსა და სხვა მოწყობილობებში;
  • იშვიათი მიწაელემენტები – გამოიყენება ქარის ტურბინების მაგნიტებსა და ელექტრომანქანებში;
  • სპილენძი – გამოიყენება გადამცემ ქსელებში, ქარის სადგურებსა და ელექტრომობილებში;
  • გალიუმი და გერმანიუმი – გამოიყენება მზის პანელებში, ელექტრომობილებში, თავდაცვის რადარებში, ლაზერებში და სხვ.

ეს რესურსები ძირითადად ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდონეზიაში, ჩილეში, ავსტრალიაში და შედარებით მცირე ოდენობით სხვა ქვეყნებშიც მოიპოვება.

განახლებადი ენერგიის მნიშვნელობის ზრდის გამო მკვეთრად იზრდება მათზე მოთხოვნა, რაც, თავის მხრივ, ფასებს ზრდის და აისახება ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო მინერალების ბაზარზეც, რომლის კაპიტალიზაცია ბოლო 5 წელიწადში გაორმაგდა და 2022 წელს 320 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) სხვადასხვა სცენარით, 2030 წლისთვის კრიტიკულ მინერალებზე მოთხოვნა შეიძლება გაორმაგდეს ან 3.5-ჯერ გაიზარდოს.

პარალელურად, გაიზარდა ინვესტიციებიც: 2021 წელს – 20%-ით, ხოლო 2022 წელს – 30%-ით. აღსანიშნავია, რომ 2022-ში ჩინურმა კომპანიებმა ინვესტიციები თითქმის გააორმაგეს.

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) პროგნოზით, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის აცდენა უკვე აშკარაა, განსაკუთრებით, ლითიუმის შემთხვევაში. მართალია, მიწოდების შეფერხებას ენერგოუსაფრთხოებაზე მინიმალური გავლენა აქვს, მაგრამ კრიტიკულია მნიშვნელობა ენერგეტიკული გადასვლისთვის.

IEA-ის თანახმად, თუ მსოფლიოში დაგეგმილი ყველა პროექტი განხორციელდება, კრიტიკული მინერალების მიწოდებას საფრთხე არ შეექმნება. თუმცა არსებობს არაერთი რისკიც, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი – ჩინეთის გავლენაა.

 ჩინეთის დომინაცია

კრიტიკული მინერალების მნიშვნელობაზე ჩინეთის ყოფილი ლიდერი, დენ სიანშენი ჯერ კიდევ 1992 წელს საუბრობდა. „თუ შუა აღმოსავლეთს აქვს ნავთობი, ჩინეთს აქვს იშვიათი მიწაელემენტები“, – ამბობდა ის.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერიოდში ინდუსტრიულ საქონელზე ადგილობრივ მოთხოვნას შიდა რესურსები ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ ჩინეთმა ინვესტიციები საზღვრებს გარეთ განახორციელა, თანდათან გავლენები ყველა მიმართულებით გაზარდა და მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა.

მაგალითისთვის, კობალტს, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოიპოვება, ძირითადად ჩინური კომპანიები აკონტროლებენ.

ქვეყანა აწარმოებს გალიუმის 97%-სა და გერმანიუმს 68%-საც.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზედა გრაფიკზე ჩანს, წარმოებაში ჩინეთის წილი საგრძნობლად დიდი არაა, რადიკალურად განსხვავებულია მდგომარეობა გადამუშავებაში.

ჩინეთზე მოდის იშვიათი მიწაელემენტების გადამუშავების 90%. ეს ელემენტები არსებითია დრონების, ქარის სადგურების, ტელეფონებისა თუ ელექტრომობილებისთვის.

დასავლეთის პრობლემა

ჩინეთი ევროპისთვის კრიტიკული მინერალების მთავარი მიმწოდებელია. ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება კი ყოველთვის დიდ რისკს შეიცავს, რამეთუ ეკონომიკური კრიზისის, პანდემიებისა თუ სოციალური არეულობის პერიოდში რესურსების მოპოვებასა და მიწოდებასაც საფრთხე ექმნება.

ჩინეთთან ურთიერთობისას კი საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან ის აშშ-თან სავაჭრო ომშია ჩაბმული და ხშირია სადამსჯელო ტარიფები თუ საექსპორტო შეზღუდვები.

ისტორიაში უკვე არსებობს ჩინეთის მიერ რესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებისა და სხვადასხვა მიზეზით მიწოდების შეფერხების შემთხვევები:

  • 2010 წელს ჩინეთმა აკრძალა იაპონიაში იშვიათი მიწაელემენტების გაყიდვა, რამაც ქვეყნის ელექტრომოწყობილობების სექტორის მუშაობა და მსოფლიოსთვის მაგნიტების მიწოდება შეაფერხა.
  • კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჩინეთის ინდუსტრიულმა ჰაბებმა მრავალი საქონლის მიწოდება შეწყვიტეს, რამაც ფასები მკვეთრად გაზარდა.
  • 2021 წელს, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვამ ჩინეთში სილიკონის წარმოება შეაფერხა და მხოლოდ ორ თვეში ფასები 300%-მდე გაიზარდა, რამაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს შეუქმნა პრობლემა.
  • 2022 წლის ივლისში ჩინეთმა შეზღუდვა დააწესა გალიუმისა და გერმანიუმის ექსპორტზეც.

მონოპოლიური მდგომარეობა ჩინეთს საშუალებას აძლევს, ზოგიერთ მინერალზე ფასი თავად განსაზღვროს და ამით ხელი შეუშალოს კონკურენტი ქვეყნების ბიზნესბაზრის განვითარებას.

ევროკავშირმა უკვე მიიღო მწარე გაკვეთილი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით და კიდევ ერთი ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად დასავლეთს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.

საწინააღმდეგო სვლები

ჩინეთი და სხვა სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ინდუსტრიული მინერალების ექსპორტზე შეზღუდვებს სულ უფრო ზრდიან, რაც აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს საკუთარი გადასამუშავებელი მოცულობის გაზრდას აიძულებს, თუმცა ყველაზე რთული გადასამუშავებელი რესურსის მოპოვებაა.

ამავდროულად, ჩინური კომპანიები კიდევ უფრო ცდილობენ საკუთარი გავლენის გაზრდას – თუ, მაგალითად, ამერიკა კანადასა და ავსტრალიასთან ერთად ცდილობის კობალტის მიწოდების ქსელის შექმნას, ჩინეთის საცეცები აფრიკული ქვეყნებისკენაა გაწვდილი.

მიუხედავად ამისა, დასავლურ ქვეყნებს არჩევანის საშუალება აქვთ და პირველ რიგში, საჭიროა სანდო ქვეყნებში მოპოვებისა და გადამუშავების ხელშეწყობა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ინფლაციის შემცირების აქტით“ ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო ნედლ მასალებზე ფასების დაკლებასა და გარე მიმწოდებლებზე დამოკიდებულის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამავე აქტით იზღუდება პეკინის უპირატესობა ელექტრომობილების წარმოების ჯაჭვში და ის კომპანიები, რომლებიც „საეჭვო“ უცხოური წარმომავლობის კომპონენტებს იყენებენ, საგადასახადო შეღავათებს ვერ მიიღებენ.

ამერიკამ საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა ვიეტნამთანაც, რომელსაც იშვიათი მიწაელემენეტების მეორე უმსხვილესი მარაგი აქვს და მიზნად ისახავს, ჩინეთის მონოპოლიას წყალი შეუყენოს.

ვაშინგტონში ასევე მუშაობენ სავაჭრო შეთანხმებებზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადგილობრივი წარმოების წამახალისებელი ქმედებები ევროპელ და იაპონელ მიმწოდებლებს ამერიკული ბაზრის გარეთ არ დატოვებს.

ევროკავშირის „კრიტიკული მნიშვნელობის ნედლი მასალების აქტი“ დაფინანსებისა და ახალი სამრეწველო პროექტებისთვის მხარდაჭერის ზრდას, ასევე სავაჭრო ალიანსების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

EU-ი მოლაპარაკებების პროცესშია ესტონეთთან, რათა აშენდეს მაგნიტების დამამზადებელი მუდმივი საწარმო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დააანონსა გამოძიება ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანიების წინააღმდეგაც – სახელმწიფო სუბსიდიების წყალობით, მათ შეუძლიათ იაფად აწარმოონ თავიანთი პროდუქცია, რაც, ლაიენის თანახმად, ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის ევროპელი მწარმოებლებისთვის.

ევროპა და აშშ ასევე გეგმავენ „მყიდველთა კლუბის“ შექმნას, რისი მიზანიც მწარმოებელ ქვეყნებთან საინვესტიციო შეთანხმებების მიღწევა იქნება. დიდი შვიდეულის ქვეყნების 2023 წლის აპრილის შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახალ სამრეწველო პროექტებში 13 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.

არის თუ არა ეს ქმედებები საკმარისი? დასაწყისისთვის სვლები ლოგიკურია, მაგრამ თუ დასავლურ ქვეყნებს სურთ, ჩინეთის დომინაციას დაუპირდაპირდნენ, ბევრად მეტის და სწრაფად გაკეთება იქნება საჭირო.

ჩინეთის უპირატესობა არა გეოლოგიური, არამედ პოლიტიკურია. კრიტიკული ელემენტების მიწოდების ნებისმიერი მიზეზით შეზღუდვა, პირველ რიგში, გააძვირებს იმ პროდუქციას, რომლის დასამზადებლადაც ეს რესურსი გამოიყენება. ასევე, გავლენას იქონიებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, რომლებიც ერთმანეთთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული.

ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ ჩინეთის მიერ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ნებისმიერ პოლიტიკურ თუ ბიზნესინტერესზე მაღლაც შეიძლება იდგეს.

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი – „არქტური ლისი“ შენდება

Next Post

Yandex NV რუსულ აქტივებს $5.2 მილიარდად ინვესტორთა კონსორციუმს მიჰყიდის

Kakhi Chakvetadze

Next Post
Yandex NV რუსულ ბიზნესს ყიდის

Yandex NV რუსულ აქტივებს $5.2 მილიარდად ინვესტორთა კონსორციუმს მიჰყიდის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result