Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ უნდა მოემზადონ გამომცემლები ციფრული მედიაევოლუციისთვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes
0
როგორ უნდა მოემზადონ გამომცემლები ციფრული მედიაევოლუციისთვის
0
SHARES
0
VIEWS

2012 წლის მოახლოებასთან ერთად, მედიაინდუსტრიაში პუბლიკაციის ტრადიციული მოდელი ისე სწრაფად იცვლება, რომ ადამიანთა უმეტესობა ამის გააზრებასაც კი ვერ ასწრებს. უკვე ვითარდება მომხმარებლის ინტერესებს მისადაგებული კონტენტი და ამ სწრაფად ცვლად გარემოში გამომცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ პუბლიკაციის შემდეგი თაობის პარადიგმის ძირითადი პრინციპებით, რომლებიც შეცვლის კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების მეთოდებს.

ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან სფეროში მიმდინარე გარდამტეხი მოვლენებისას ხდება, გამომცემლებმაც პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილონ მომხმარებლის ძირითად სურვილებზე, როგორც ასეთი ცვლილებების მამოძრავებელ ძალაზე. გამომცემლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებლები ეძებენ სპეციფიკურ ელემენტებს, რომლებიც დაეხმარება მათ კონტენტის კუთხით ზოგადი გამოცდილების გაღრმავებაში; მათ შორის:

დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება – მკითხველს ინფორმაციის მიღება „ახლავე” სურს. მას ის სჭირდება რეალურ დროში, ყველგან, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან ინფორმაციაზე დამოკიდებულნი და ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კონტენტი მათთვის საინტერესო თემების შესახებ.

დეტალური გაშუქება – მომხმარებელი ითხოვს რაც შეიძლება დეტალურ ინფორმაციას. მას სჭირდება არა უბრალოდ ზედაპირული მიმოხილვა ან რეზიუმე, არამედ ანალიზისა და მოსაზრებების წვდომის შესაძლებლობა მრავალ თემასთან და სიუჟეტურ ხაზთან დაკავშირებით. არსებობს ასობით ათასი თემა, რომელთა შესახებაც მომხმარებელს სურს მიიღოს დეტალური ინფორმაცია და ის უნდა სცილდებოდესსათაურებისა და ციტატების ფარგლებს.

ყოველმხრივი გამოცდილება – ციფრული კონტენტის მუდმივად მზარდ სამყაროში მომხმარებელი ეძებს ერთ უნივერსალურ წყაროს, საიდანაც შეძლებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის სრულად მიღებას. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება არც ერთ საინფორმაციო წყაროს არ ძალუძს. დღევანდელი მომხმარებელი უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას ისეთ გამომცემლებს, რომლებსაც ღრმა, ანალიტიკური კონტენტსაც ქმნიან და იმავდოულად მთელ ქსელში არსებულ სხვა მნიშვნელოვან მასალაზეც მიუთითებენ.

თანამონაწილეობა – მომხმარებელი თავს კარგად გრძნობს ისეთი ავტორიტეტული ხმებით აღსავსე სამყაროში, სადაც შესაძლებლობა ეძლევა, სხვებსაც გააგონოს თავისი ხმა. ბლოგის ფენომენი 2000-იანი წლების დასაწყისში აღმოცენდა და გამომცემლების ვებგვერდებზე გაკეთებული კომენტარები ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. თვითპუბლიკაციის ეს ადრეული მოდელები ჩაანაცვლა „შემდეგი თაობის” ნამდვილმა საგამომცემლო პლატფორმებმა, რომლებიც კომპეტენტურ ავტორებს საშუალებას აძლევს გაავრცელონ საკუთარი მოსაზრებები მათთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხების შესახებ.

მაშ, როგორღა უნდა განვითარდეს გამომცემელი იმ პირობებში, როდესაც ტექნოლოგიები (სმარტფონებით დაწყებული, ინტერნეტში გამოქვეყნების ინსტრუმენტებით დამთავრებული) აუდიტორიას შესაძლებელობას აძლევს თავად შეასრულოს მთავარი როლი ციფრული პუბლიკაციების მომავლის ფორმირებაში?

პირველ რიგში, კონტენტის შემქმნელებმა საკუთარ თავი უნდა აღიქვან საგამომცემლო ძრავად, რომელიც ინოვაციური და მასშტაბირებული მეთოდებით შეძლებს კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების პროცესის მართვას. ბევრისთვის ეს ძნელი და პრობლემური იქნება, ზოგჯერ შეუძლებელიც კი. ეს მოითხოვს იმ შეზღუდული მენტალიტეტის შეცვლას, რომლის მიხედვითაც სატატუს კვოს წარმოადგენს სტატიკური ინტერნეტგვერდი ან სხვადასხვა ბრენდული ბლოგის ქსელი.
არ არსებობს სასწაულმოქმედი ელექსირი ან ჯადოსნური ჯოხირომელიც ტრადიციულ გამომცემლებს ამ პრობლემებს მოუხსნის; შემდეგი თაობის ციფრული გამომცემლობის მოდელი, უმეტესწილად, მედიაინდუსტრიის სამომავლო განვითარების ხედვას ეფუძნება. ახალი საგამომცემლო პარადიგმა გამომცემლებს საშუალებას მისცემს საკუთარ მკითხველებსა და რეკლამის განმთავსებელ პარტნიორებს შესთავაზონ განსხვავებული პროგრამებისა და თანამშრომლობის მოდელები, რომლებიც კონტენტის შექმნისა და გავრცელებისადმი უფრო გახსნილ მიდგომას ეყრდნობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრულ გამომცემლობაში მომხდარი ცვლილებები რეალურ შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ ათასობით ნიჭიერი ავტორის მიერ შექმნილი ხარისხიანი, საინტერესო და ორიგინალური კონტენტი. ახალ, ღრმად გააზრებულ ინფორმაციას, მრავალმხრივობასთან ერთად, აქვს პოტენციალი შექმნას მომხმარებლებისთვის „აუცილებლად გასაცნობი” ბრენდები და სოციალურად საინტერესო გამოცდილება, რომელიც აუდიტორიამდე მისასვლელ გზას მრავალ სადისტრიბუციო არხს შორის გაიკვლევს.

გამომცემლები, რომლებიც საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ინვესტირებას განახორციელებენ და ფეხს აუწყობენ კონტენტის მოხმარების მოდელის ცვლილებას, საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდებიან, რათა ამ დარგის განვითარების კვალდაკვალ, გაზარდონ, დააინტერესონ აუდიტორია და ამით მოგება ნახონ 2012 წელს და შემდგომ პერიოდში.

ბრაიან გრეი Bleacher Report-ის უფროსი ადმინისტრატორია. იგი კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ყოველდღიურ ფუნქციონირებას კურირებს. სპორტული სფეროს ციფრული მედიასივრცის ვეტერანმა, გრეიმ, Bleacher Report-ში მთავარ ადმინისტრატორად მუშაობა 2010 წლის ივნისში დაიწყო; მანამდე წარმატებით ხელმძღვანელობდა FOX Sports Interactive-ს უფროსი ვიცე-პეზიდენტისა და გენერალური დირექტორის რანგში და იყო Yahoo! Sports-ს – გენერალური დირექტორი. სანამ Netscape, AOL და Shutterfly-ში აღმასრულებელ თანამდებობებზე დაინიშნებოდა, გრეი 1990-იანი წლების შუა პერიოდში Chicago White Sox-ისათვის აგროვებდა მასალებს.

Previous Post

ხართ თუ არა დაბადებული იმისთვის, რომ იყოთ მილიარდერი?

Next Post

ფიზიკოსებმა მიაგნეს დროის პორტალს, რომელიც შესაძლებელს ხდის რეალური მოვლენის დროში დაფარვას

მაგდა დოლიძე

Next Post
ფიზიკოსებმა მიაგნეს დროის პორტალს, რომელიც შესაძლებელს ხდის რეალური მოვლენის დროში დაფარვას

ფიზიკოსებმა მიაგნეს დროის პორტალს, რომელიც შესაძლებელს ხდის რეალური მოვლენის დროში დაფარვას

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result