Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes: გენერაციული AI-ის ხუთი უახლესი ტენდენცია 2024 წლისთვის

by Salo Papalashvili
January 9, 2024
in მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes: გენერაციული AI-ის ხუთი უახლესი ტენდენცია 2024 წლისთვის
0
SHARES
0
VIEWS

2023 წელს ტექნოლოგიური სფეროს გიგანტების მთავარი ფოკუსი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ იყო მიმართული, მისი როლი კი, 2024 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება – განსაკუთრებით, უახლესი ტენდენციების წყალობით, რომლებიც ტექნოლოგიასა და მის აპლიკაციებს რადიკალურად გარდაქმნიან.

აღნიშნული ტენდენციები, მრავალმოდალური AI-მოდელების განვითარებით დაწყებული, მცირე ენობრივი მოდელების ზრდით დასრულებული, ხელოვნური ინტელექტის კრეატიულობისა და პოტენციალის ახალ ხედვას აყალიბებს. ამერიკული Forbes-ის შეჯამებით, 2024 წლისთვის, გენერაციული AI-ის ხუთი უახლესი ტენდენცია იქნება:

მრავალმოდალური AI-მოდელების გამოჩენა

OpenAI-ის GPT4, Meta-ს Llama 2 და Mistral-ი – დიდი ენობრივი მოდელების განვითარების მაგალითს წარმოადგენენ. ტექნოლოგია, მრავალმოდალური ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებელს არა მხოლოდ ტექსტის გენერირებას, არამედ აუდიო- და ფოტოვიდეო-კონტენტის შექმნის საშუალებასაც სთავაზობს. 2024 წელს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვან განვითარებას უნდა ველოდოთ, რაც გენერაციული AI-ის შესაძლებლობების ცვლილებებსაც გამოიწვევს. მსგავსი ტიპის მოდელები მონაცემთა სხვადასხვა სახეობას აერთიანებს, როგორიცაა სურათები, ტექსტი, აუდიო, ა.შ. მრავალმოდალურ მოდელებზე გადასვლით, ხელოვნური ინტელექტი მეტად ინტუიციური და დინამიკური გახდება.

მცირე ენობრივი მოდელები გაზრდილი შესაძლებლობებით

თუ 2023 წელი დიდი ენობრივი მოდელების წელი იყო, 2024 წელს მცირე ენობრივი მოდელების როლი გაიზრდება. LLM-ები მონაცემთა მასობრივი ნაკრებების, მათ შორის Common Crawl-ისა და The Pile-ის გამოყენებით ტრენინგს უკვე გადიან.  მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები LLM-ებს შინაარსობრივი კონტენტის გენერირების საშუალებას აძლევს, მსგავსი ტიპის მოდელები ძირითადად, ზოგად ინტერნეტკონტენტს ეფუძნება.

მეორე მხრივ, მცირე ენობრივი მოდელები ლიმიტირებული, თუმცა მაღალი ხარისხის წყაროებისგან შემდგარი მონაცემთა კრებულების საშუალებით იწვრთნება, როგორიცაა სახელმძღვანელოები, ჟურნალები, ავტორიტეტული კონტენტი. მსგავსი მოდელები ნაკლებ მეხსიერებას მოითხოვს, პარამეტრების რაოდენობაც მცირეა, რისი საშუალებითაც ის ნაკლებად მძლავრ და ძვირად ღირებულ „ჰარდვეარზე“ მუშაობს. Microsoft-ის PHI-2 და Mistral 7B იმ პერსპექტიულ SLM-ებს შორისაა, რომლებიც გენერაციული AI-აპლიკაციების მომავალს წარმართავენ.

ავტონომიური აგენტების როლის მკვეთრი ზრდა

ავტონომიური აგენტები ინოვაციურ სტრატეგიას წარმოადგენენ გენერაციული AI-მოდელების შესაქმნელად. აღნიშნული აგენტები ავტონომიური „სოფთვეარ“-აგენტებია, შექმნილი კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ავტონომიური აგენტების განსავითარებლად მოწინავე ალგორითმები და მანქანათმცოდნეობის ტექნიკა გამოიყენება. ავტონომიური აგენტები დასწავლისთვის, ახალ სიტუაციებთან ადაპტირებისა და ადამიანთა მხოლოდ მცირე ჩარევით გადაწყვეტილების მისაღებად, მონაცემებს იყენებს. მაგალითად, OpenAI-ის GPT-ები ეფექტიანად იყენებენ ავტონომიურ აგენტებს.

ავტონომიური მოდელების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი კი მრავალმოდალურ AI-ის უკავია, რაც მას პროგნოზების გაკეთებისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ერთდროული ანალიზისა და არსებული კონტექსტის გამოყენებით შესაბამისი ინტერაქციის საშუალებას აძლევს. LLM-ებზე დაფუძნებული აგენტების შესაქმნელად ძირითადად LangChain-ი და LlamaIndex-ი გამოიყენება. ინტელექტუალური და საპასუხო ინტერაქციის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ავტონომიური აგენტები მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით დიდი სარგებლის მომტანები იქნებიან, შეამცირებენ ხარჯებს მოგზაურობის, სტუმარმასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის სექტორებისთვის.

ღია მოდელები კერძო მოდელებთან კონკურენტუნარიანები გახდებიან

2024 წელს ღია გენერაციული AI-მოდელების მნიშვნელოვან განვითარებას ვარაუდობენ, იმდენად, რომ ისინი კერძო მოდელებისთვის კონკურენციის გაწევასაც კი შეძლებენ. გასულ წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა Meta-ს Llama 2 70B, Falcon 180B და Mistral AI-ის Mixtral-8x7B შედარებით კონკურენტუნარიანიც იყო ისეთი კერძო მოდელებისთვის, როგორიცაა GPT 3.5, Claude 2 და Jurassic-2. მიუხედავად ამისა, კერძო და ღია მოდელებს შორის არსებული განსხვავება მათ შედარებას ართულებს და განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის სპეციფიკური შემთხვევებით, განვითარების რესურსებითა და მოდელების გადამზადებისთვის გამოყენებული მონაცემებით.

გენერაციულ AI-ში ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის როლის ზრდა

წამყვანი მოთამაშეები, როგორიცაა Hugging Face-ი, OpenAI და Google-ი, cloud-ინფრასტრუქტურას, რომელიც Kubernetes-ის საშუალებით მუშაობს, სავარაუდოდ, გენერაციული AI-პლატფორმების მისაღებად გამოიყენებენ. 2024 წელს გამოჩნდება ახალი ინსტრუმენტები და პლატფორმები, რომლებიც Kubernetes-ის საშუალებით იმუშავებენ. მომხმარებლებს გენერაციული მოდელების წინასწარი გადამზადების, გამართვის, განთავსების საშუალება მიეცემათ. ინტეგრირებული cloud-სამუშაო ნაკადების მხარდასაჭერად წელს LLMOps-ების გაფართოებაც იგეგმება.

Previous Post

Forbes: მილიარდერები, რომლებიც 2023 წელს გარდაიცვალნენ

Next Post

Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Salo Papalashvili

Next Post
Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result