Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით $20 მილიონის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

by იზა გვარამაძე
December 28, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით $20 მილიონის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, ჯამურად დაგეგმილი 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო[1], სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მესამე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად „გალტ & თაგარტის“ დახმარებით განხორციელდა. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ კორპორაციული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების  შესაძლებლობა გააჩინა.

2022 წლის განმავლობაში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები ორი ემისიით გამოუშვა და სრულად განათავსა. ტრანზაქცია კომპანიამ საკმაოდ რთულ, პოსტ-პანდემიურ პერიოდში განახორციელა, რეგიონული თუ გლობალური ინფლაციური და საპროცენტო განაკვეთების გამოწვევების ფონზე. ამ პერიოდში, ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც აშშ დოლარის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა და ორივე გარიგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ადგილობრივი ბაზრისთვის საფასე ნიშნული დაადგინა, რაც დღემდე შენარჩუნებულია.

ახალი, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, მიუხედავად აშშ დოლარში გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა, წინა ემისიის მსგავსად, 8.50%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2025 წლის 28 დეკემბერს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესება აჭარბებდა გამოშვებულ მოცულობას 10%-მდე იმის მიუხედავად, რომ ერთ ტრანშად 20 მილიონი აშშ დოლარის ემისია ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ გარიგებას წარმოადგენს. შედეგად ობლიგაციები შეძენილი აქვთ 125-მდე ქართველ და უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „კომპანია „გალტ & თაგარტთის“ დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მესამედ უშვებს აშშ დოლარის საკმაოდ მოცულობით ობლიგაციებს. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. ამჯერად, ახალი 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ უკვე სრულად და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციები. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. „აი ჯი დეველოფმენტისათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტნიორებსა და ინვესტორებს.“

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ობლიგაციების განთავსების ექსკლუზიური პარტნიორია და აღნიშნული უკვე მესამე ერთობლივი გარიგებაა. 2022 წელს „გალტ & თაგარტმა“ „აი ჯი დეველოფმენტთან“ ერთად საქართველოს კაპიტალის ბაზარს შესთავაზა უპრეცედენტო პროდუქტი ობლიგაციების პროგრამის სახით, რომელიც დღემდე პოპულარული და მოქნილი დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს ემიტენტებს. ვიმედოვნებთ, მომავალში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, ინოვაციური გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ.“

[1] სითი მოლი საბურთალო აერთიანებს სითი მოლ ქავთარაძესა და სითი მოლ ვაჟა-ფშაველას.

 S

Previous Post

ფილმები, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ

Next Post

მარკ კიუბანმა Dallas Mavericks-ის გასაყიდად NBA-სგან ნებართვა მიიღო

იზა გვარამაძე

Next Post
მარკ კიუბანმა Dallas Mavericks-ის გასაყიდად NBA-სგან ნებართვა მიიღო

მარკ კიუბანმა Dallas Mavericks-ის გასაყიდად NBA-სგან ნებართვა მიიღო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result