Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Galt & Taggart – კავკასიის ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები კლებულობს

by იზა გვარამაძე
დეკემბერი 28, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Galt & Taggart – კავკასიის ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები კლებულობს
0
SHARES
0
VIEWS

2021-22 წლებში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დადგა. ფასების ზრდის მიზეზები სხვადასხვა იყო, რომელთაგან აღსანიშნავია მიწოდების ჯაჭვების მოშლის შედეგად სატრანსპორტო გადაზიდვების ხარჯების ზრდა, კოვიდ პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაგროვებული მოთხოვნის ზრდა, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ნავთობ პროდუქტებისა და სურსათის ფასების ზრდა და ა.შ.

ინფლაციის საგანგაშო ტენდენციებიდან გამომდინარე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა დაიწყეს. მაგალითად, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) საპროცენტო განაკვეთი 2022 წლის დასაწყისში არსებული 0.25%-დან 2023 წლის ბოლოს 5.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იგივე პერიოდში 0.0%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

2023 წელს ინფლაცია გლობალურად შენელდა. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ის ჯერ კიდევ მიზნობრივ 2.0%-იან დონეზე მაღლა ნარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის შემცირება გაგრძელდება 2024 წელს და საპასუხოდ ცენტრალური ბანკები გადავლენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. მაგალითად, Fed-ის უახლესი პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთის შემცირება 100 საბაზისო პუნქტით 4.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით საპროცენტო განაკვეთის შემცირება 75 საბაზისო პუნქტით 3.75%-მდე არის მოსალოდნელი 2024 წლის ბოლომდე.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა კავკასიის ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2020 წლიდან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად საპროცენტო განაკვეთი გაზარდა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა, რაც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ყველაზე მოკლე პერიოდში (1 წლის განმავლობაში) განაკვეთის ზრდა საქართველოში განხორციელდა, კერძოდ:

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2021 წლის მარტიდან ეტაპობრივად 300 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის მარტში პიკურ მაჩვენებელს, 11.0%-ს მიაღწია.
  • სომხეთის ცენტრალურმა ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2020 წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად 550 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და პიკურ მაჩვენებელს, 10.75%-ს 2022 წლის დეკემბერში მიაღწია.
  • აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 2023 წლის მაისში, 250 საბაზისო პუნქტით გაზარდა 9.0%-იან პიკურ მაჩვენებლამდე.

2023 წელს კავკასიის სამივე ქვეყანა გადავიდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, რადგან ამ ქვეყნებში ინფლაცია სწრაფად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთში საპროცენტო განაკვეთი თანაბარი ზომით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად, რადგან ინფლაციის შემცირება ამ ქვეყანაში უფრო გვიან დაიწყო, კერძოდ:

  • საქართველოში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3.0%-ზე დაბალია 2023 წლის აპრილიდან. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მაისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად, 150 საბაზისო პუნქტით 9.5%-მდე შეამცირა.
  • სომხეთში ინფლაციის შემცირება მკვეთრი იყო, 2023 წლის მეორე ნახევრიდან დეფლაცია ფიქსირდება (ანუ წინა წლის შესადარ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები შემცირდა). საპასუხოდ, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შემცირება მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 2023 წლის ბოლომდე, 150 საბაზისო პუნქტით,25%-მდე შეამცირა.
  • რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ წლიური ინფლაცია 4.0%-ზე მაღლა 2023 წლის ოქტომბრამდე ნარჩუნდებოდა, ხოლო ოქტომბრიდან აღნიშნულ დონეს ჩამოსცდა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმაც არ დააყოვნა და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნოემბრიდან დაიწყო და საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად, 2023 წლის დეკემბერში, 100 საბაზისო პუნქტით, 8.0%-მდე შეამცირა.

2024 წლისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გაგრძელებაა მოსალოდნელია კავკასიის ქვეყნებში, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად აისახება 2024 წლის საინვესტიციო საქმიანობაზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და 2024 წლის ბოლომდე 100 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, იგივე ზომის, 100 საბაზისო პუნქტით შემცირებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. S

Previous Post

რა უნდა ვიცოდეთ Apple-ის სმარტსაათების აკრძალვის შესახებ?

Next Post

აშშ-მა უკრაინას $250 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

იზა გვარამაძე

Next Post
ესტონეთი: გასამარჯვებლად უკრაინელებმა 2024 წელს 100,000 რუსი სამხედრო უნდა გაანეიტრალონ

აშშ-მა უკრაინას $250 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Recent News

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result