Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ გამდიდრდა კომპანია „ორაკლი“?

by Forbes.ge
December 27, 2023
in ბიზნესი, ყველა სიახლე
0
როგორ გამდიდრდა კომპანია „ორაკლი“?
0
SHARES
0
VIEWS

„მაიკროსოფტისა“ და „გუგლის“ შემდეგ კომპანია „ორაკლი“ ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული კომპანიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარამდეა. „ორაკლის“ დამფუძნებელი ლარი ელისონი კი სიმდიდრით მე-4 ადამიანია მსოფლიოში, მისი ქონება 136 მილიარდი დოლარია. ამჟამად ლარი ელისონი „ორაკლის“ 40%-მდე წილს ფლობს.

2023 წელს „ორაკლის“ შემოსავალმა 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, მოგებამ კი 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 134 მილიარდი დოლარია. აქვს ათობით შვილობილი კომპანია, სადაც ჯამში 164 ათასი ადამიანი მუშაობს. კომპანიის ძირითადი პროდუქტი მონაცემთა ბაზების პროგრამები და ტექნოლოგიებია.

ლარი ელისონი 1944 წელს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა. დედა ებრაელი იყო, მამა კი იტალიელი. ლარი ნათესავებმა – ლილია და ლუის ელისონებმა გაზარდეს, რომლების გვარსაც დღემდე ატარებს. უმაღლესი განათლება ილინოისის უნივერსიტეტში მიიღო და მუშაობა კომპანია Ampex-ში დაიწყო პროგრამისტად. Ampex-ში ამერიკული სპეცსამსახურებისთვის დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა შექმნა.

1977 წელს ლარი ელისონმა და რობერტ მინერმა კომპიუტერული უზრუნველყოფის ლაბორატორია შექმნეს (Software Development Laboratories – SDL). ელისონზე დიდი გავლენა მოახდინა IBM-ის ცნობილი პროგრამისტის, დოქტორ კოდის შრომებმა, რაც ძირითადად მონაცემთა ბაზებს უკავშირდებოდა. ამავე წელს ლარიმ და მისმა პარტნიორებმა მონაცემთა მართვის სისტემები შექმნეს. კომპანიის პირველი მსხვილი კლიენტები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა და ცენტრალური დაზვერვის სამმართველო იყო.

1979 წელს კომპანია SDL-მა შექმნა მონაცემთა ბაზის პროგრამა, რომელიც SQL-ს (Structured Query Language) იყენებდა და ამ პროგრამას „Oracle“ ანუ ორაკული ეწოდა. ორაკული ძველ საბერძნეთში ერქვა ისეთ ადამიანს, რომელიც წინასწარმეტყველების უნარით იყო დაჯილდოებული, ბევრი რამ იცოდა და კარგი რჩევების მოცემა შეეძლო. თანამედროვე სამყაროში კი ნებისმიერ ინფორმაციის კარგ წყაროს შეიძლება უწოდონ ორაკული.

პროგრამა „ორაკლი“ ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და 1983 წლიდან კომპანია Software Development Laboratories-ს ახალი სახელი – Oracle Systems Corporation-ი დაარქვეს, 1995 წლიდან კი Oracle Corporation-ი და დღემდე ასე ჰქვია.

1980-იანი წლების დასაწყისში კომპანიაში ათამდე ადამიანი მუშაობდა, თუმცა მოგება მილიონ დოლარს აღწევდა. 1986 წელს Oracle Corporation-ი საჯარო კომპანია გახდა, ანუ საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. 1987 წელს უკვე მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია იყო მონაცემთა მართვის სექტორში. 1986 წელს ელისონი „ფორბსის“ ფურცლებზე პირველად გამოჩნდა, მაშინ მისი ქონება 185 მლნ დოლარი იყო.

Oracle-ი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ინტერნეტზე მორგებული პროგრამები განავითარა. 2000-იანების დასაწყისში კომპანიამ კონკურენტების შეძენა დაიწყო. 2005 წელს შეისყიდა კომპანია PeopleSoft-ი, რომელიც ბიზნესის მართვის პროგრამებს აწარმოებდა. 2006 წელს შეისყიდა კომპანია Siebel-ი, რომელიც მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის სისტემებს აწარმოებდა. 2008 წელს BEA Systems-ი შეისყიდა, რომელიც წარმოების ინფრასტრუქტურის პროგრამებს ქმნიდა. 2010 წელს Sun Microsystems-ი შეისყიდა, რომელიც კომპიუტერების დეტალებს და სისტემურ პროგრამებს (hardware and software) აწარმოებდა.

2005 წელს „ორაკლის“ შემოსავალი 12 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც მომდევნო 10 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა.

ყველაზე დიდი შესყიდვა „ორაკლმა“ 2021 წლის ბოლოს განახორციელა, როდესაც კომპანია Cerner-ი 28.3 მილიარდ დოლარად იყიდა. Cerner-ი ციფრულ სამედიცინო ტექნოლოგიებს აწარმოებს. 2021 წელს „ორაკლის“ შემოსავალი 40 მილიარდი დოლარი იყო, რაც მომდევნო 2 წელიწადში 50 მილიარდამდე გაიზარდა.

„ორაკლს“ იმდენად სპეციფიკური როლი აქვს ბაზარზე, რომ ამერიკულ გიგანტ „მაიკროსოფტთან“ კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა უკეთ გამოსდის.

2014 წელს ლარი ელისონმა 37-წლიანი მმართველობის შემდეგ Oracle Corporation-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის (CEO) თანამდებობა დატოვა, თუმცა დღემდე მთავარი ტექნოლოგიური ოფიცრის თანამდებობა უჭირავს.

Previous Post

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაცია Wisp-ი პრე-აქსელერატორის ფინალისტია

Next Post

„სელფი მობაილმა“, „გალტ & თაგარტისა“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
„სელფი მობაილმა“, „გალტ & თაგარტისა“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

„სელფი მობაილმა“, „გალტ & თაგარტისა“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result