Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

FT: ბაზრიდან გასულ დასავლურ ბრენდებს რუსული „ასლები“ ანაცვლებენ

by Salo Papalashvili
December 26, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
FT: ბაზრიდან გასულ დასავლურ ბრენდებს რუსული „ასლები“ ანაცვლებენ
0
SHARES
0
VIEWS

2021 წლის ზამთარში, ბაზარზე პირველად გამოჩენის შემდეგ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი Swed House-ი, შვედური გიგანტის Ikea-ს ჩრდილქვეშ ოპერირებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კომპანიისთვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა. Swed House-ი, რომელიც ბელარუს ბიზნესმენ მურატ შაგილიჯოვს ეკუთვნის, თავდაპირველად მხოლოდ მცირე ზომის მაღაზიების გახსნას გეგმავდა, მაგრამ, მფლობელის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი საერთაშორისო კომპანიებმა დატოვეს, გაფართოების პერსპექტივაც დაინახა.

ორი წლის შემდეგ, რუსეთთან ერთად, შაგილიჯოვის მაღაზიები ბელარუსშიც გამოჩნდა, და მომხმარებელს შვედური კონკურენტის თითქმის იდენტურ პროდუქციას სთავაზობს. თუმცა Swed House-ი ერთადერთი ნამდვილად არაა და რუსეთის ბაზარზე არსებული სიცარიელის აღმოფხვრას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გიგანტი კომპანიების ბევრი „ასლი“ ცდილობს. მაგალითად, ამერიკული რესტორნების ქსელი McDonald’s-ი რუსეთში Vkusno & tochka-მ, ხოლო დონატების მწარმოებელი Krispy Kreme-ი Krunchy Dream-მა ჩაანაცვლა, Zara-ს მფლობელმა Inditex-მა ქვეყანა დატოვა და 500-ზე მეტი მაღაზია გაყიდა. მაღაზიების ქსელი Starbucks-ი Stars Coffee-ით ჩანაცვლდა, კომპანიამ კი სოციალური ქსელის ბიოში შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: „დოლარი წავიდა, თუმცა ვარსკვლავები დარჩნენ“.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიგანტების „ასლებმა“ სანქციებისგან დამძიმებული რუსული ეკონომიკა აღადგინოს, თუმცა ხელმისაწვდომი სამომხმარებლო საქონლის შეთავაზება რუსი მომხმარებლისთვის მაინც ერთგვარი შვებაა. ერთი წლის განმავლობაში Swed House-მა ხელშეკრულებები გააფორმა Ikea-ს ყოფილ საწარმოო ობიექტებთან, ონლაინ საცალო ვაჭრობიდან გადაიქცა ორგანიზაციად, რომელიც 100 ადამიანს ასაქმებს და რუსეთსა და ბელარუსში ათ მაღაზიას ფლობს – მომავალ წელს გაორმაგების პერსპექტივით. მიუხედავად ამისა, შვედურ წინამორბედთან სხვაობა მაინც შესამჩნევია – Ikea ქვეყანაში 15,000 ადამიანს ასაქმებდა, რუსეთში მის ბოლო ფინანსურ წელს კი $1.5 მილიარდის შემოსავალიც მიიღო.

პლასტმასის პროდუქტებისთვის Swed House-ის მიმწოდებელი ჰონგ-კონგში დაფუძნებული ფირმა იყო, მიწოდებაში წარმოქნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის კი კომპანიამ ადგილობრივ ბიზნესებს მიმართა – მაგალითად, TDK-ს (თათრეთის კომპანია). ეს საკმაოდ კარგია თავად TDK-ისთცისაც, რომლის ექსპორტმაც, რუსული ხაზისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო. გარდა ამისა, Swed House-მა მისი დამფუძნებლის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერაც მიიღო, ოფიციალურ პირებს შეხვდა, რომელთაც ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, დახმარების გაწევის პირობა აღუთქვეს.

ნაცნობ სამომხმარებლო საქონელზე მარტივი ხელმისაწვდომობით რუსული „ასლი კომპანიები“ მთავარ ფუნქციას ასრულებენ მთავრობისთვის – უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს აფინანსებენ. პარალელურად კი, კრემლმა თავადაც რიგი შეზღუდვები დაუწესა იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში თავიანთი შვილობილი კომპანიების გაყიდვას ცდილობდნენ – იმ ქვეყნების კომპანიები, რომლებიც რუსეთისთვის „არამეგობრულ სახელმწიფოებად“ განიხილებიან, ანუ რუსეთისთვის სანქციები აქვთ დაწესებული, ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, მოსკოვისგან თანხმობა მიიღონ.

„პროცესი მოიცავს დოკუმენტაციის დასტას. როდესაც კანონი ძალაში შევიდა, არავინ იცოდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა – ვცადეთ განაცხადების შევსება, თუმცა სამთავრობო კომისიამდე ერთიც კი არ მისულა“, – განაცხადა ბრიტანული კოსმეტიკური კომპანია Lush-ის რუსული განყოფილების თანამფლობელმა დიმიტრი აზაროვმა. მიუხედავად იმისა, რომ Lush Russia ჯერ კიდევ არსებობს, როგორც იურიდიული პირი, 2022 წელს ფირმამ ყველა ტიპის მიწოდება შეაჩერა და აზაროვი – რომელიც შვილობილი კომპანიის 65%-ს ფლობს – 48 ცარიელი მაღაზიის ამარა დარჩა. Lush-ის დახურვიდან დაახლოებით ხუთ თვეში, აზაროვმა მსგავსი ტიპის კოსმეტიკური ქსელი Oomph-ი გახსნა.

საერთო ჯამში, B4Ukraine-ისა და Kyiv School of Economics-ის მონაცემებით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზარი სამასამდე დასავლურმა ფირმამ დატოვა. 1,600 ბრენდი ქვეყანაში ოპერირებას აგრძელებს, რომელთა მოგების გადასახადმა 2022 წელს $3.5 მილიარდს მიაღწია. მოხსენების თანახმად, დასავლეთის სამომხმარებლო საქონლის სექტორის შემოსავალმა, გასულ წელს, რუსეთში $21 მილიარდს გადააჭარბა.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს აშენებს

Next Post

უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებას განიხილავენ

Salo Papalashvili

Next Post
უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებას განიხილავენ

უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებას განიხილავენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result