Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

თაგვის ცხელება: ვირუსი, რომლითაც უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცები დაავადდნენ

by Salo Papalashvili
December 21, 2023
in მსოფლიო, რეგიონი, ყველა სიახლე
0
თაგვის ცხელება: ვირუსი, რომლითაც უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცები დაავადდნენ
0
SHARES
0
VIEWS

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მღრღნელების მიერ გავრცელებული დაავადებით, რომელიც ღებინებასა და თვალებიდან სისხლდენას იწვევს, უკრაინაში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები დაავადდნენ. „დაავადება, სახელწოდებით „თაგვის ცხელება“, ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მახლობლად მასობრივად გავრცელდა რუს ჯარისკაცებში“, – წერს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (ГУР).

ГУР-ის თანახმად, „თაგვის ცხელების“ სიმპტომებს შორისაა ძლიერი თავის ტკივილი, ცხელება, გამონაყარი, დაბალი არტერიული წნევა, ღებინება და თვალებიდან სისხლდენა. დაავადება ადრეულ სტადიაზე გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობს. „თაგვის ცხელება“ ასევე აზიანებს თირკმელებს, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებულ პირებს წელის არეში ძლიერი ტკივილი აწუხებთ და უჭირთ შარდვა. დაავადებას მღრღნელები ავრცელებენ, ადამიანებს კი მღრღნელების ექსკრემენტების მტვრის ჩასუნთქვით ან მათ მიერ დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად გადაეცემათ.

ГУР-ის მტკიცებით, რუსეთის სარდლობა მათი ჯარისკაცების მიმართვებს ისეთ დაავადებებთან დაკავშირებით, როგორიც, მაგალითად, „თაგვის ცხელებაა“ უგულებელყოფს, რადგან თვლის, რომ ეს უბრალოდ საბაბია საბრძოლო მოვალეობისთვის თავის ასაცილებლად. ГУР-ის ანგარიში, რუსულ ჯარში „თაგვის ცხელების“ გავრცელებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად გადამოწმებული ჯერ არ არის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის განცხადებით, დაავადება ვირუსული ხასიათისაა, გავრცელების გზებითა და სიმპტომების შესაბამისად კი შესაძლოა, ეს იყოს ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS). დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, HFRS-ი ჰანტავირუსული დაავადების ჯგუფს წარმოადგენს, მათი მატარებელი მღრღნელების სხვადასხვა სახეობა არსებობს, ადამიანთა დაავადება კი ინფიცირებული მღრღნელის ფეკალიებთან, ნერწყვთან და შარდთან პირდაპირი კონტაქტის გზით ხდება – მათ შორის დაზიანებულ კანთან, თვალების, ცხვირისა და პირის გარსებთან.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციითვე, დაავადების პროფილაქტიკისთვის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ვირუსისა და ინფექციის ტიპის მიხედვით, ჰანტავირუსი ფატალურად შესაძლოა შემთხვევათა 1%-ზე ნაკლებში, ან შემთხვევების 38%-ში დასრულდეს.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რუსულ ჯარში გავრცელებული დაავადება შესაძლოა ვირთხების ნაკბენის ცხელება იყოს. CDC-ის განმარტებით, ვირთხის ნაკბენის ცხელებით ადამიანები მღრღნელებთან კონტაქტის – როგორ წესი, ნაკბენის ან ნაკაწრების, ასევე მათი ნერწყვით, განავლით ან შარდით დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღებით ავადდებიან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს საჭირო მკურნალობა არ ჩაუტარდა, დაავადება შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. სიმპტომებს შორის კი ვხვდებით ცხელებას, ღებინებას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს და გამონაყარს. ამ შემთხვევაშიც დაავადების პრევენციისთვის მთავარი გზა მღრღნელებთან პირდაპირი კონტაქტისგან თავის არიდებაა, თუმცა დაუყოვნებლივი მკურნალობის შემთხვევაში, ანტიბიოტიკები ხშირად საკმაოდ ეფექტიანია.

როგორც წესი, ომი დაავადებების გავრცელებისთვის იდეალური ადგილია და ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცისა თუ სამოქალაქო პირის გარდაცვალების მიზეზი ხდება – ამ შემთხვევაში არც რუსეთის უკრაინაში შეჭრაა გამონაკლისი. სასმელი წყლების დაბინძურებამ და ვაქცინაციის შეფერხებამ ქვეყანაში ქოლერასა და წითელას მსგავსი დაავადებების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით შიში გააჩინა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საავადმყოფოები წამლებისადმი რეზისტენტული ინფექციების „საგანგაშო ზრდას“ ებრძვიან. რუსი ჯარისკაცების ნაწილი კი, სხვადასხვა დაავადების გარდა, დიდი ალბათობით ჩერნობილში სანგრების გათხრის შედეგად რადიაციით და ჯილეხით (ციმბირის წყლულით) დაინფიცირდნენ.

Previous Post

აშშ-ში ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება

Next Post

თიბისის ტექგუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR-ს დაესწრო

Salo Papalashvili

Next Post
თიბისის ტექგუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR-ს დაესწრო

თიბისის ტექგუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR-ს დაესწრო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result