Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Hermès-ის მემკვიდრე ქონებას მებაღეს უტოვებს | მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მიღებული უცნაური გადაწყვეტილებები

by Salo Papalashvili
დეკემბერი 18, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Hermès-ის მემკვიდრე ქონებას მებაღეს უტოვებს | მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მიღებული უცნაური გადაწყვეტილებები
0
SHARES
0
VIEWS

მოდის სახლ Hermès-ის მემკვიდრე, რომლის ქონებაც $11 მილიარდადაა შეფასებული, გეგმავს, გარდაცვალების შემდეგ სიმდიდრის ნაწილი თავის 51 წლის მებაღეს დაუტოვოს. თუმცა ნიკოლა პუეში ერთადერთი სულაც არაა, რომელსაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მსგავსი უცნაური გადაწყვეტილება მიუღია.

შვეიცარიული გამოცემა Tribune de Genève-ის თანახმად, პუეში, რომელსაც მეუღლე და შვილები არ ჰყავს, მებაღესა და მის ოჯახს თავისი სიმდიდრისა და უძრავი ქონების პორტფელის დაახლოებით ნახევარს უტოვებს. პუეშის ქონების წმინდა ღირებულება $11.5 მილიარდია, მებაღეს კი სიმდიდრის ნახევრის დატოვებამდე, მილიარდერმა უკვე გადასცა უძრავი ქონება მაროკოში და ვილა შვეიცარიაში, რომელთა ჯამური ღირებულება $6 მილიონია.

პუეში ტიერი ერმესის მეხუთე თაობის მემკვიდრეა, ადამიანის, რომელმაც 1837 წელს ძვირად ღირებული მოდის სახლი Hermès-ი დააარსა. Hermès-ი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფუფუნების საგნების ბრენდია, პუეში კი კომპანიაში 5%-იან წილს ფლობს.

მილიარდერის გადაწყვეტილება საკმაოდ იშვიათია, თუმცა წარსულში მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევები მაინც არსებობს – მათ შორის „ულტრამდიდრების“ მიერაც. მაგალითისთვის, 2007 წელს, წარმოშობით პორტუგალიელმა კაცმა, სახელად ლუის კარლოს დე ნორონა კაბრალ დე კამარამ თავისი საბანკო ანგარიშები, 12-ოთახიანი ბინა ლისაბონში, სახლი პორტუგალიაში, ძვირად ღირებული მანქანა და ორი მოტოციკლი 70-კაციან ჯგუფს დაუტოვა, რომელთა სახელებიც გარდაცვალებამდე ათწლეულზე მეტი ხნით ადრე სატელეფონო წიგნში შემთხვევით ამოიკითხა.

კანადელმა ადვოკატმა კი, 1920-იან წლებში, თავისი ქონების სოლიდური ნაწილი ტრასტს გადასცა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 10 წელიწადში ლიკვიდირებული იქნებოდა და გადაეცემოდა ტორონტოელ ქალს, რომელმაც შეძლო ყველაზე მეტი შვილის გაჩენა 1926 წლიდან 1936 წლამდე – სქემით, რომელსაც “Great Stork Derby” უწოდეს, საბოლოოდ ოთხმა დედამ ისარგებლა და თითოეულმა $110,000 მიიღო (დღეს დაახლოებით $2.4 მილიონის ეკვივალენტი).

ვისკონსინელმა კაცმა, სახელად არჩიბალდ მაკარტურმა, 1900-იანი წლების დასაწყისში გარდაცვალებისას ოჯახის თითოეულ წევრს  მხოლოდ $5 დაუტოვა. დარჩენილი თანხა კი -დღევანდელი გათვლებით დაახლოებით $3 მილიონი – დაუტოვა ადამიანს, რომელსაც პარკში დაუმეგობრდა.

მიჩიგანის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა თავისი ქონება ოჯახს დაუტოვა, თუმცა ქონების მიღებას მემკვიდრეები მისი გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ შეძლებდნენ. ანდერძში შეტანილი დებულების გამო, ველინგტონ ბერტის $110-მილიონიანი ქონების მიღება 12-მა პირმა მხოლოდ 2010 წელს შეძლო, მისი შვილიშვილის გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ. მიმდინარე წლის დასაწყისში კი მულტიმილიონერმა, რომლის ვინაობაც უცნობია, გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება – $3.8 მილიონი – დაეტოვებინა ქალაქისთვის, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.

იყო შემთხვევებიც, როდესაც მდიდრებმა თავიანთი ქონების შინაური ცხოველებისთვის დატოვება გადაწყვიტეს. მაგალითად, 2007 წელს გარდაცვლილმა ლეონა ჰელმსლიმ $12 მილიონად შეფასებული სატრასტო ფონდი თავის მალტეზეს ჯიშის ძაღლს დაუტოვა. მოსამართლემ საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ძაღლის მოსავლელად საჭირო ფინანსები და თანხა $2 მილიონამდე შეამცირა.

Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა კარლ ლაგერფელდმა კი, სიკვდილამდე თავის კატას, შუპეტს, მისი $300-მილიონიანი ქონებიდან დაუდასტურებელი რაოდენობის თანხა უსახსოვრა. მემკვიდრეობის გარდა, შუპეტმა სამოდელო საქმიანობით წლების განმავლობაში მილიონობით დოლარიც გამოიმუშავა. $3.3 მილიონი დაუტოვა შინაურ ცხოველებს “Star Trek“-ის შემქმნელის ქვრივმა, ხოლო გინესის მსოფლიო რეკორდებში, როგორც ყველაზე მდიდარი კატა, შედის ბლეკი, რომელმაც მემკვიდრეობით მისი ანტიკვარიატით მოვაჭრე მფლობელ ბენ რეასგან $12.5 მილიონი მიიღო.

Previous Post

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვას ნაღმებისგან გაწმენდენ

Next Post

სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელი მცირდება

Salo Papalashvili

Next Post
სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელი მცირდება

სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელი მცირდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

Recent News

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result