Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კაპიტალიზმის ევოლუცია – არამზადები თუ წმინდანები?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
კაპიტალიზმის ევოლუცია – არამზადები თუ წმინდანები?
0
SHARES
0
VIEWS

მასობრივი კულტურა ყოველთვის თბილად იღებს არამზადებს. Generals-ის ჯორჯ პატონი და დუგლას მაკარტური ამერიკული გამბედაობისა და სიძლიერის მუდმივი სიმბოლოები არიან; ომარ ბრედლისა და ჯორჯ მარშალის მსგავსი „კარგი ბიჭები” კი – არა. ბობოქარი ჯონ ლენონი უფრო ავთენტური ჩანდა, ვიდრე მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი მაკარტნი, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრად მაღალი დონის მუსიკოსია. მორბენალ „ცუდ ბიჭს”, სტივ პრეფონტაინს, არასოდეს დაუმყარებია მსოფლიო რეკორდი, არც ოლიმპიური მედალი მოუპოვებია, მაგრამ მასზე ლეგენდებს დღემდე ჰყვებიან. მისი ცხოვრების შესახებ ორი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული. ვის აქვს ყველაზე საუკეთესო კულინარიული ტელეშოუ? შეფ-მზარეულს ჯოჯოხეთიდან, გორდონ რამსეის. კოლეჯის ბეისბოლის გუნდების რომელ ყოფილ მწვრთნელს აქვს გამოცემული წიგნი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს? არამზადათა პრინცს, ბობ ნაიტს.

მოდი, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: არამზადები უფრო საინტერესო ხალხია. მათი საძაგელი საქციელის მთავარი მიზეზი და წყარო ძირითადად ნარცისიზმია და როდესაც საქმე პატივმოყვარეობას, ეგოიზმს, სიამაყესა და ამპარტავნობას ეხება, მათ უმაღლესი 10 ქულა ეკუთვნით, მაგრამ, მეორე მხრივ, ნარცისებს შეუძლიათ ძალიან ქარიზმატულები იყვნენ. სიუზან კეინი, ავტორი ბესტსელერისა „ჩუმად: ინტროვერტების ძალა სამყაროში, რომელსაც გაჩუმება არ შეუძლია”), წერს: „ჩარლი შინის მსგავსი ადამიანები ყურადღებას იქცევენ იმის მიუხედავად კი არა, რომ ისინი ნარცისები არიან, არამედ სწორედ ამ ფაქტის გამო”. შემდეგ იგი აგრძელებს: „[კვლევების მიხედვით] ნარცისიზმით ყველაზე მეტად შეპყრობილი სტუდენტები [კოლეჯში], როგორც წესი, ყველაზე მეტად მოსწონთ. მეტიც, ნარცისიზმის ის ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად განაპირობებს პოპულარობას, ყველაზე აგრესიულია.

როგორ გამოვავლინოთ ეგოცენტრული არამზადა? კეინი წერს: „ისინი იცვამენ დახვეწილად და გამომწვევად, აქვთ მომხიბლავი გარეგნობა, თავდაჯერების გამომხატველი ჟესტები, არიან სიტყვამოსწრებულები და ყოველთვის პოულობენ საინტერესო და ხატოვან გზებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად”.

მაგრამ ნარცისები ძალიან დაბალ ქულას იმსახურებენ, როდესაც საქმე თანაგრძნობას ეხება. საკუთარი მიზნის მისაღწევად მათი მთავარი იარაღი სხვებით მანიპულირებაა. ჭკვიანი არამზადები გვიყვებიან იმ ტყუილებს, რომლებიც გვინდა, რომ დავიჯეროთ. ლენს არმსტრონგმა განაცხადა, რომ იგი არასოდეს იღებდა დოპინგს, რადგან სიმსივნე დაამარცხა და აზრადაც არ გაივლებს სხეულში რაიმე სახის წამლის შეყვანას. ბერნი მედოფი შეგვპირდა თვეში 1%-ს, სამუდამოდ. და ჩვენ ვიჯერებთ ამ მონაჩმახს. შემდეგ კი ვფხიზლდებით და მომხიბლავი ადამიანების ნაცვლად, არამზადებს ვხედავთ.

უნდა ითქვას, რომ ბერნი მედოფი ციხეში იმის გამო კი არ ზის, რომ არამზადაა, არმედ იმიტომ, რომ ვერ შეძლო დაპირებული ყოველთვიური 1%-ის უზრუნველყოფა. მან აირჩია არამზადების მიერ აპრობირებული იოლი გზა, შექმნა რა მაღალი უკუგების ილუზია ახალბედებისაგან მოპოვებული ფულით.

რა შეიძლება ითქვას სტივ ჯობსზე?

არამზადობა სულაც არ არის უკანონო. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბიზნესში ეს შესაძლოა უპირატესობაც კი იყოს – ამის მაგალითი სტივ ჯობსია. მაგრამ გონივრულია თუ არა, რომ, როგორც მენეჯერი და ინვესტორი, იყო არამზადა? გამართლებულია თუ არა, რომ, როგორც დაქირავებულმა, იმუშაო ასეთი ადამიანისთვის?

ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. Boeing-ის წარმატებული გენერალური აღმასრულებელი, ჯიმ მაკნერნი უმცროსი, როგორც ჩანს, მოხარულია, რომ მყვირალა ჯეკ უელჩთან მოუწია მუშაობა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ არამზადებთან დაკავშირებული ორი ტენდენცია, რაც, შესაძლოა, ერთგვარ სახელმძღვანელოდაც გამოგვადგეს.
ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს დაკვირვებას თავად არამზადების ევოლუციაზე. აქ მთავარი მაგალითი ისევ და ისევ სტივ ჯობსია. ჯობსი Apple-ის დაფუძნებიდან (1976 წ.) მისი კომპანიიდან გამოგდების მომენტამდე (1985 წ.) მორიგეობით იყო გენიალურიც და მანიპულატორიც, შორსმჭვრეტელიც და ემოციურიც, შოუმენიც და ზედმეტად პატივმოყვარეც, ენაჭარტალაც და ვერაგიც. Apple-ის მმართველთა საბჭომ ჯობსს კომპანიის დატოვება 1985 წელს მოსთხოვა. კომპანია Oracle-ის წარმომადგენელი ლარი ელისონი ამბობს, რომ ჯობსის დათხოვნა იყო მმართველი საბჭოს მიერ მიღებული ყველაზე სულელური ნაბიჯი კომპანიის ისტორიაში. მაგრამ Apple-ს ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ჯობსი იმ პერიოდში თვითდესტრუქციული იყო.

გათავისუფლების შემდეგ ჯობსს იმდენად მძიმე დეპრესია დაემართა, რომ მისი მეგობრები ძალიან წუხდნენ მის გამო. მაგრამ ამ პერიოდში ის დაღვინდა, დაქორწინდა და შვილებიც შეეძინა. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ კომპიუტერულ ფირმას (NeXT), რომელიც სირთულეებს ებრძოდა და სიმშვიდისა და მოთმინების მაგალითს იძლეოდა. ჯობსმა თავისი პირველი მილიარდი სხვების ბრწყინვალე იდეაში (Pixar) ინვესტირებით მოიპოვა.

როდესაც სტივ ჯობსი Apple-ს დაუბრუნდა, იგი უკვე სხვა ადამიანი იყო. ის ემოციების მართვასთან დაკავშირებით რჩევას ეკითხებოდა Apple-ის დირექტორისა და საფეხბურთო გუნდის ყოფილ მწვრთნელს, ბილ კემპბელს. ჯობსმა ისწავლა, როგორ შეენარჩუნებინა საუკეთესო თანამშრომლები ისე, რომ მათთვის არ ევნო. რა თქმა უნდა, იგი წმინდანად არ ქცეულა და ცნობილი იყო თავისი შეუგუებლობით ცუდად შესრულებული სამუშაოს მიმართ. ხანდახან სკამებსაც კი ისროდა, მაგრამ სიბრაზე უკვე იმდენად პიროვნული ემოცია აღარ იყო მისთვის, როგორც ადრე. ახლა ეს ემოციები მხოლოდ სამუშაოთი იყო გამოწვეული.
იკვეთება მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაც, რომლის მიხედვით დღეს ინოვაციური კომპანიები ხშირად საუკეთესო სამუშაო ადგილად მიიჩნევა. კაპიტალიზმი არჩევანს სულ უფრო მეტად არა ცუდ, არამედ კარგ საქციელზე აკეთებს. ამ სასიამოვნო ამბებზე უფრო ვრცლად მომდევნო სტატიებში მოგითხრობთ.

Previous Post

გუნდი სიის სათავეში

Next Post

მეგი

მაგდა დოლიძე

Next Post
მეგი

მეგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result