Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home სოციალური მედია

სოციალური მედიის ძირითადი ინსტრუმენტები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სოციალური მედია
0
სოციალური მედიის ძირითადი ინსტრუმენტები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

(სტატიის ავტორი, ნინო ენიქიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორანტი)

სოციალური მედიის მრავალმილიონიანი ინდუსტრია კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერი გახდა. მის მიმართ მზარდი ინტერესი აქვთ არა მხოლოდ მსოფლიოში არსებულ წარმატებულ კომპანიებს, არამედ ქართულ ორგანიზაციებსაც, რომელთაც სწორად შეაფასეს სოციალური მედიაარხების მნიშვნელობა და გავლენა მომხმარებელზე.

როგორც ცნობილმა სოციალური მედიის მკვლევარმა Ze Zook-მა თქვა, „არა აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა კომპანია სოციალურ მედიაში, მათი მომხმარებლები უკვე იქ არიან და აქტიურად განიხილავენ ამ კომპანიას”.

რა არის სოციალური მედია? ეს ონლაინკომუნიკაციის უწყვეტი ფორმაა, რომელიც სხვადასხვა არხის დახმარებით საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მუდმივად იყვნენ ჩართული მათთვის საინტერესო პროცესების შეფასებასა და განხილვაში. კომპანიები, რომელთაც მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის სოციალური მედია აირჩიეს, უკვე საუბრობენ მის ფინანსურ ეფექტზე და ლოიალური მომხმარებლების გაზრდილ მაჩვენებელზე.

სოციალური მედიასაშუალებების მრავალი სახეობა არსებობს და ამ არხების გამოყენების ეფექტი მათ სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული. ინდუსტრიიდან გამომდინარე, ისინი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია:

სოციალური ქსელები, მულტიმედია, ბუკქმარკინგი, პოდკასტი, ვიკი, ბლოგები, მიკრობლოგები და სხვა სოციალური არხები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იპყრობს კომპანიების ყურადღებას. საქართველოში სოციალური ქსელები და მულტიმედია განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს, თითოეული მათგანი კი განსხვავებული ტიპის კომპანიას შეეფერება:

სოციალური ქსელები (Facebook-ი, MySpace-ი და სხვა) – შეეფერება კომპანიას, რომელსაც სურს ფანების ინტერაქციის გზით შექმნას პლატფორმა, სადაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია. კომუნიკაციის პროცესი უწყვეტი, რეგულარული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი კარგავს გვერდის მიმართ ინტერესს, იკლებს ჩართულობის კოეფიციენტი და სოციალური მედიააქტივობა არამიზნობრივი ხდება. მარკეტინგის მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამიჯვნა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული კომპანიების 67% ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას იდენტურად ოციალურ ქსელში და წარმოიდგენს ამ პლატოფრმას, როგორც კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროს.სინამდვილეში, სოციალური ქსელი გაცილებით მრავლის მომცველი პლატფორმაა. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებლები კომპანიებს ეკონტაქტებიან, უზიარებენ მათ მოსაზრებებს სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის შესახებ, უსმენენ სხვა მომხმარებლებს და კითხულობენ მათ კომენტარებს. კომპანია თავის მხრივ ახდენს ინვესტირებას სოციალურ ქსელში რეკლამასა თუ ქსელურ აპლიკაციებზე, რაც ტრადიციულ მედიასაშუალებებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისგან განსხვავებით, სოციალური ქსელი მუდმივ კომუნიკაციაში უნდა რთავდეს მომხმარებელს და უზრუნველყოფდეს მის ინტერესს ინდუსტრიის მიმართ. სხვადასხვა სოციალურ ქსელს შორის facebook-ი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს, მის მიმართ კომპანიების ინტერესს ფართო მიზნობრივ აუდიტორიასთან დაუყოვნებლივ წვდომა განაპირობებს.

მულტიმედია (YouTube-ი, SlideShare-ი, Flickr-ი) – შეეფერება ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს „მდიდარი მედია” ფოტო/ვიდეო მასალის სახით და სურს მისი ვირტუალური გზით გავრცელება. მულტიმედიის სხვადასხვა საშუალებას შორის ქართველი მომხმარებელი YouTube-ს ანიჭებს უპირატესობას, მათი აქტივობა ამ არხზე მაღალია და, შესაბამისად, ეს კარგი პლატფორმაა კომპანიებისთვის ბრენდინგის პროცესში. მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს კონკრეტული ფოტო ან ვიდეო, ხშირად აზიარებს მას, ამით კი ზრდის კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომსახურების ცნობადობას და ეხმარება ბრენდს პოზიციონირებაში.
საინტერესოა კომპანიების მიერ ბლოგებისა და მიკრობლოგების გამოყენების ხარისხი. მრავალი ექსპერტის განცხადებით, ის საყურადღებოა ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ინდუსტრიის ექსპერტად პოზიციონირება სურს.

სოციალურ მედიამარკეტინგში ინვესტირებიდან ამონაგების ROI მაჩვენებელი ის ძირითადი პარამეტრია, რომლითაც კომპანიებმა აქტივობის მონიტორინგი უნდა განახორციელონ. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ორგანიზაციას აქვს Facebook გვერდი, მასზე განთავსებული სხვადასხვა ფოტო/ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციით, ეს არ არის საკმარისი მომხმარებლისთვის. მომხმარებელს სურს კომუნიკაცია, დასმულ შეკითხვებზე სწრაფი პასუხი, გაკეთებულ კომენტარზე დროული რეაგირება, სიახლეების შესახებ დროული ინფორმირება და შეგრძნება, რომ ის კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.

არსებობს მრავალი პარამეტრი, რომელიც სოციალურ მედიააქტივობას აფასებს. შეფასების საკუთარი ანალიტიკური სისტემა გააჩნია სხვადასხვა არხს, (მაგალითად, Facebook Insights-ს, YouTube Views-ს, Google Alerts-სა და სხვ.) თუმცა არსებობს ფასიანი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც კომპანიების მონიტორინგის ამომწურავ საშუალებას იძლევა.

მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებას შორის მსოფლიოში არსებული, სოციალურ მედიაში აქტიური კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ შემდეგ ინსტრუმენტებს: GoogleAnalytics-ს, SocialBakers-ს, KISSmetrics-ს, SocialFlow-ს. საქართველოში სოციალური მედიის მონიტორინგი ნელი ტემპებით ვითარდება, თუმცა ის ყველგან წარმოადგენს მარკეტინგის განყოფილების მუშაობის შეფასების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს.

 

 

 

Previous Post

ხალხმრავალი ოჯახური თავყრილობები: მფლანგველობის ტრადიცია თუ დაზღვევის სახეობა?

Next Post

თანამედროვე ეკონომიკის გაკოტრება

მაგდა დოლიძე

Next Post
თანამედროვე ეკონომიკის  გაკოტრება

თანამედროვე ეკონომიკის გაკოტრება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result