Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უდიდესი ფსონი აზარტული თამაშების ისტორიაში

by Forbes.ge
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
უდიდესი ფსონი აზარტული თამაშების ისტორიაში
0
SHARES
0
VIEWS

ჯორჯ სოროსი, ჯონ პაულსონი და ლეონ კუპერმანი ახლახან შელდონ ადელსონის წინააღმდეგ საბრძოლო რეჟიმში გადავიდნენ. მიზანი: აზარტული თამაშების მომავალი ამერიკაში.

ნოემბერში ჯორჯ სოროსი, ჯონ პაულსონი და ლეონ კუპერმანი – ჰეჯ-ფონდების სამი ყველა დროის ყველაზე წარმატებული მენეჯერი – უჩუმრად მონაწილეობდნენ აქციების პრივილეგიურ გაყიდვებში, რის შედეგადაც Caesars Acquisition Co.-ს აქციების ყველაზე დიდი პაკეტის მფლობელები გახდნენ. Caesars Acquisition Co. გამოეყო კაზინოების კომპანიას Caesars Entertainment-ს, რომელსაც წილი აქვს Caesars-ის აზარტული ინტერნეტ თამაშების აქტივებში.

მათი ყველა წილი – წინასწარ არგამჟღავნებული – ამერიკის $60-მილიარდიანი კაზინოების ბიზნესის მომავალზე გაკეთებული უპრეცედენტო ფსონის ნაწილს წარმოადგენს, რადგან ნიუ-ჯერსის, დელავერისა და ნევადის შტატები ლეგალიზებას უკეთებენ კაზინოების ბიზნესს, რომელიც, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უკანონო ბიზნესად ითვლებოდა. მათ შეუერთდნენ მილიარდერი კერძო ინვესტიციების მენეჯერები ლეონ ბლეკი, დევიდ ბონდერმანი, მარკ როუენი და ჯოშუა ჰარისი, რომელთა შემსყიდველი ფირმები უდიდესი წილის მფლობელები არიან Caesars Entertainment-ში. მათ ერთობლივი, 484 მილიონი დოლარის დაბანდებით, ფსონები გააორმაგეს Caesars-ის აზარტული ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში.

ძმები ლორენცო და ფრენკ ფერტიტასები, რომლებიც MGM Resorts-ის უდიდესი წილის მფლობელის, მილიარდერ კირკ კერკორიანის Ultimate Fighting Championship-ის (“წესების გარეშე ბრძოლის ჩემპიონატი”) საკონტროლო პაკეტის მფლობელები არიან, მილიარდერთა სიაში მოხვედრილები დიდ ფსონებს ჩამოდიან აზარტული ონლაინთამაშების ლეგალიზაციის სასარგებლოდ.

მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს ყოველივე ამასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა შელდონ ადელსონია. იმავე კვირას, როდესაც Caesars-ის ონლაინ აზარტულმა თამაშმა ვაჭრობა დაიწყო Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე, ქვეყნის მეხუთე უმდიდრესმა ადამიანმა – და ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა დონორმა, რომელმაც კაზინო-ჰოლდინგების წყალობით მოიპოვა ეს სიმდიდრე, იურისტებისა და ლობისტების მთელი არმია მიუქსია ვაშინგტონს და შტატების დედაქალაქებს. მან Forbes-ს განუცხადა: “არაფერს დავიშურებ იმისათვის, რომ ამერიკაში ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზება შევაჩერო”.

მისი უფლებათა დამცველი ორგანიზაცია – the Coalition to Stop Internet Gambling (“ინტერნეტში აზარტული თამაშების შეჩერების კოალიცია”) – უკვე შექმნილია და გამართულად მუშაობს იმისათვის, რომ აიძულოს სახელმწიფო პროკურორები, ხელი მოაწერონ ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიციას. მან დაიქირავა ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ჯორჯ პატაკი არკანზასის შტატის ყოფილ სენატორ ბლანშ ლინკოლნთან და დენვერის ყოფილ მერთან, ველინგტონ ვებთან, ერთად ლობისტური ძალისხმევის განსახორციელებლად. “არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ კაზინო იმყოფებოდეს ყველას სამზარეულო მაგიდაზე ან ყოველი ახალგაზრდის საწოლში, დამოუკიდებლად იმისა, არიან ისინი ზრდასრული ასაკის თუ არასრულწლოვნები; ან კიდევ მათ მობილურ ტელეფონებში, – ამბობს ედელსონი. – არ მინდა, რომ ხალხი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდეს”.

ჯერჯერობით აზარტული თამაშების ბაზრებით თუ ვიმსჯელებთ, ადელსონი წააგებს საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ ომს. კომპანია Caesars-ისა და მისი შვილობილი ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიის აქციების ღირებულება 30%-ზე მეტად გაიზარდა დამატებითი აქციების ყიდვაზე შეთავაზებული უფლებების ფასებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ადელსონის მორალისტური პოზა შეიძლება სასაცილო იყოს მისი ოპონენტებისთვის, იმ გრძელვადიანი საშიშროებიდან გამომდინარე, რომელსაც ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა მის ინდუსტრიას უქადის, ადელსონის ოპონენტები მაინც სერიოზულად ეკიდებიან მის მუქარას. მისი Las Vegas Sands-ი, უახლესი საფონდო შეფასების თანახმად, 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებისაა. იგი უფრო მეტი ღირს, ვიდრე ყველა სხვა კაზინო-კომპანიები ერთად აღებული. ადელსონმა 100 მილიონი დოლარი წარუმატებლად დახარჯა, როდესაც ხელს უწყობდა რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებას და თეთრ სახლში მოხვედრას ცდილობდა 2012 წლის არჩევნების დროს.

 “მე თვითონ გავიგონე, როგორ ამბობდა ადელსონი: “მე ძალიან მდიდარი ვარ და არ მომწონს ონლაინ აზარტული თამაშები და ეს სწორია”, – ამბობს მიჩ გარბერი, Caesars Acquisition Co.-ს გენერალური დირექტორი. მაგრამ “შელდონი თვალს ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ ყველა საქონელი და ყველა სახის მომსახურება ბოლოს და ბოლოს ინტერნეტში გაიყიდება”. წლების მანძილზე ონლაინ აზარტული თამაშები ამერიკაში ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნოდა. მათ სურდათ ფედერალურ მთავრობასთან ომის წამოწყება, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა ონლაინ აზარტული თამაში უკანონოდ ითვლებოდა. 2003 წელს ონლაინ პოკერის აღმასვლა დაიწყო, როდესაც ვიღაც უცნობმა ბუღალტერმა ტენესის შტატიდან, კრისტოფერ მანიმეიკერმა, რომელიც დაშვებულ იქნა World Series of Poker-ის მთავარი ღონისძიების ონლაინ ტურნირზე, მოიგო პოკერის მთავარი პრიზი, 2,5 მილიონ დოლართან ერთად. ონლაინ პოკერის კომპანიები პოკერის პროგრამების დიდ სპონსორებად იქცნენ ისეთ საკაბელო არხებზე, როგორიცაა Travel Channel-ი და ESPN-ი. 2005 წლისთვის, გიბრალტარში განლაგებულმა კომპანია PartyGaming-მა, რომელიც აშშ-ის ონლაინ პოკერის ბაზარს მართავდა, საკუთარი აქციები პირველად გამოიტანა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რამაც მისი ამერიკელი დამფუძნებელი, რუთ პარასოლი, საკუთარი ძალისხმევის წყალობით, ქვეყნის უმდიდრეს ქალად აქცია. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ მილიარდერი კელვინ ეირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სპორტული ფსონების კოსტარიკულ ვებგვერდს, ჟურნალ Forbes-ის გარეკანზე მოხვდა შემდეგი სათაურით “დამიჭირე, თუ შეგიძლია”.

 მაგრამ 2006 წლის შემოდგომაზე კონგრესმა მიიღო შემდეგი აქტი: Unlawful Internet Gambling Enforcement Act (UIGEA) (“ინტერნეტის აზარტული თამაშების ძალდატანებით აღსრულების უკანონო აქტი”), რომელიც აძლიერებდა იუსტიციის სამინისტროს მექანიზმებს იმისათვის, რომ განეხორციელებინათ აშშ-ში მოქმედი ონლაინ აზარტული თამაშების დევნა. ზოგიერთმა კომპანიამ, PartyGaming-ის მსგავსად, სწრაფად შეწყვიტა ოპერირება აშშ-ში, რის შედეგადაც იმ დროის 1,4 მილიარდ დოლარად შეფასებულ აშშ-ის პოკერის ბაზარზე ორი ოფშორული კომპანია დარჩა: PokerStars-ი და Full Tilt Poker-ი, რომლებმაც უზარმაზარი მოგება მიიღეს, რადგანაც ამ ბიზნესის ზედა ზღვარი ძალიან მაღალი იყო. მაგრამ ფედერალურმა პროკურორებმა და აგენტებმა გააგრძელეს კომპანიების საქმეების გამოძიება და მათი ფონდების დაპატიმრება, რაც 2011 წელს აშშ-ში მოღვაწე მსხვილი ონლაინ პოკერ კომპანიების ვებგვერდების დახურვითა და ამ კომპანიების მესაკუთრეებისთვის ბრალდებების წაყენებით დასრულდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ამ მოვლენებს Full Tilt-ის განადგურება მოჰყვა მანჰეტენზე, აშშ-ის გენერალური პროკურორის მიერ წამოყენებული ბრალდებების ფონზე, რომელთა თანახმად კომპანია ოპერირებდა ფინანსური პირამიდის სქემით. PokerStars-მა 731 მილიონი დოლარის გადახდის გზით მოაგვარა სამოქალაქო ბრალდებები, რომლებიც მთავრობამ წაუყენა მას, მაგრამ მისი დამფუძნებელი ისაი შაინბერგი, რომელიც არ არის აშშ-ის მოქალაქე (ის ისრაელისა და კანადის მოქალაქეა), არ ჩამოვიდა აშშ-ში მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდების გამო სასამართლოში დასასწრებად. მთავრობამ ასევე ბრალი წაუყენა ეირს, კანადის მოქალაქეს, რომელიც ასევე არ დაბრუნებულა აშშ-ში.

ოფშორული ოპერატორების დახურვიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა იმ შეხედულებაზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდა, რომ ონლაინ აზარტული თამაშების ყველა ფორმა არალეგალურია, რითაც ხელები გაუხსნა იმ შტატებს, რომლებსაც სურდათ აზარტულ თამაშებზე სახელმწიფო კონტროლისა და გადასახადის დაწესება გარდა სპორტული ბეტინგისა (სპორტულ თამაშებზე ინტერნეტში ფსონების ჩამოსვლა). იყნოსეს რა მოგების სუნი, მილიარდერებმაც მხარი დაუჭირეს ამ ტენდენციას.

რამ განაპირობა საქმის ამგვარი შემობრუნება? ამ კითხვის პასუხი დიდწილად უკავშირდება ძვირად ღირებულ ლობისტებსა და ადვოკატებს. მაგალითად, 2007 წლიდან ნიუ-იორკის ყოფილ სენატორს ალფონს დ’ამატოს ფულს უხდიდნენ იმისათვის, რომ Poker Players Alliance-ის (“პოკერის მოთამაშეთა ალიანსი”) თავმჯდომარე ყოფილიყო. ვაშინგტონის ლობისტთა ეს ჯგუფი დაფინანსებას იღებდა Interactive Gaming Council-გან (“ინტერაქტიური თამაშების საბჭო”). ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ვანკუვერის ჯგუფს, რომელსაც მხარდაჭერას სხვადასხვა კომპანია უწევდა, მათ შორის, American Gaming Association-ი (“თამაშების ამერიკული ასოციაცია”), რომელიც კაზინოების ინდუსტრიის გავლენიანი ლობისტია და ახლაც ონლაინ აზარტულ თამაშებს ყველანაირად მხარში უდგას.

წილები უზარმაზარია: კერძო სააქციო კომპანიები Apollo Global Management-ი და TPG-ი კვლავ ცდილობენ კრედიტების საშუალებით დაიბრუნონ იმ კომპანიის 2006 წლის აქციების საკონტროლო პაკეტი, რომელმაც მათ 28 მილიონი დოლარის დავალიანება მოახვია თავს. ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაციაში ისინი ხედავენ Caesars-ის კუნძულ მაკაოზე გაუჩინარებით მათთვის მიყენებული დანაკლისის ანაზღაურების გზას, რაც ათწლეულების მანძილზე უდიდესი რევოლუცია იყო კაზინოების ინდუსტრიის ისტორიაში.

ამრიგად, სანამ ადელსონის უსაზღვრო ფინანსები – და მათი დახარჯვის სურვილი – ანელებს ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაციის ტემპს მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლით, ისეთ დიდ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია და ფლორიდა, მისი შანსები, რომ მთლიანად შეაჩეროს ეს პროცესი, ან დააშინოს კონკურენტები, ძალიან მცირეა. მას უამრავი ჟეტონი აქვს, მაგრამ არც სათამაშო მაგიდასთან მსხდომი სხვა მოთამაშეები ჩამოუვარდებიან მას.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში. ფოტოზე: შელდონ ადელსონი. ფოტო – REUTERS)

Previous Post

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

Next Post

ჩინეთი ბიტკოინების წინააღმდეგ

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ჩინეთი ბიტკოინების წინააღმდეგ

ჩინეთი ბიტკოინების წინააღმდეგ

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result