Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უკანასკნელი საზღვარი: ეთიოპიის შორეული ომოს ხეობა

by Forbes.ge
February 28, 2021
in მოგზაურობა
0
უკანასკნელი საზღვარი: ეთიოპიის შორეული ომოს ხეობა
0
SHARES
0
VIEWS

ქვეყნის ცენტრალური ნაწილისკენ – მურსისკენ – მიმავალი გზა გრძელია და უამრავი დაბრკოლებით სავსე. თუმცა რამდენად შეიძლება მას გზა ეწოდოს, ეს სხვა საკითხია. ჩვენი მეგზური, სტივ ტერნერი კენიის Origins Safaris-იდან, გვეუბნება, რომ ავტომობილს უკანასკნელად აქ ხუთი-ექვსი წლის წინ გაუვლია. ჩვენ მივემართებით ეთიოპიის მდინარე ომოს ხეობაში მობინადრე “გაქრობის” ზღვარზე მყოფ ტომებთან შესახვედრად. ეს არის აფრიკის – და მთელი მსოფლიოს – ერთ-ერთი უკანასკნელი “დაკარგული” სამყარო.

ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ჩვენი ლენდ-კრუიზერები ბორძიკ-ბორძიკით, ფეხით მოსიარულის სიჩქარით მიიზლაზნებიან ბუჩქნარით დაფარულ გზაზე. ყოველ ას იარდში მანქანები ახალ დაბრკოლებას აწყდებიან და ჩერდებიან. კარები იღება და მძღოლები და მეგზურები გადმოდიან, რათა გაარკვიონ, ამჯერად რა გვიღობავს გზას – თხრილი, ხე თუ ნაკადული. ძალიან ცხელა – მხოლოდ დილის 10 საათია და უკვე 48 გრადუსია – და გარს უამრავი ბუზი ცეცე გვახვევია.

მცენარეულობით დაფარული ღარტაფით ან იმ ხეობით თუ ვიმსჯელებთ, რომლის შუაგულშიც ვმოძრაობთ, ვეჭვობ, ტერნერი ზედმეტად მოკრძალებული იყო, როდესაც ხუთ-ექვს წელზე ლაპარაკობდა. “მოდი, დავიძრათ”, – ამბობს ის. წინა ლენდ-კრუიზერი მცენარეულობით დაფარული თხრილისაკენ მიცოცავს და მაშინვე ჩერდება. დოინჯშემოყრილი ტერნერი ქვემოთ იყურება. “ჰოო, -ამბობს ის. – თხრა მოგვიწევს”.

ტერნერმა თავიდანვე გამაფრთხილა, რომ ეს ადვილი მოგზაურობა არ იქნებოდა. ჩვენს გლობალურ “ყველაფრის” საუკუნეშიც კი 15 ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც გორაკებსა და მდინარე ომოს ნაპირებზე სახლობენ, ისე არიან მოწყვეტილები ცივილიზაციას, რომ არც დამწერლობა აქვთ და არც კალენდრები (ომოს “საათი” არის კვანძებიანი თოკი; კვანძები აჩვენებენ მზის ჩასვლებს შეკრებების ან რაიმე ცერემონიის წინ). მამაცმა უცხოელებმა კონტაქტი ისეთ ტომებთან, როგორიცაა, მაგალითად, მურსი, გასული საუკუნის 30-იან წლებში დაამყარეს. მაგრამ ახლაც კი ტერნერის კომპანია ერთადერთია, რომელიც ტურებს აწყობს მდინარე ომოს ხეობაში.

როდესაც ტერნერს ელექტრონული წერილით პირველად დავუკავშირდი და ვთხოვე, დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა მარშრუტის შესახებ, მან მომწერა: “თუ აფრიკაში ადრეც ყოფილხართ, ალბათ კარგად ერკვევით ადგილმდებარეობაში, მაგრამ ვფიქრობ, არასდროს მოხვედრილხართ ისეთ მოშორებულ და არასტუმართმოყვარე ადგილას, როგორიც მდინარე ომოს ხეობაა. თუ თქვენთვის მიუღებელია სპარტანული ცხოვრების პირობები, ადამიანებთან ხშირი და ახლო კონტაქტი ან გეშინიათ უცნობი სიტუაციების, მაშინ ვწუხვარ, მაგრამ ეს ექსპედიცია თქვენთვის არ არის”. როდესაც შევატყობინე, რომ სინამდვილეში ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იქნებოდა აფრიკაში, მან მიპასუხა, “მოემზადეთ არაკომფორტული პირობებისათვის”.

ბევრი თვალსაზრისით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. გარდა ტერნერისა, ჩვენს განკარგულებაში იყო მეორე მეგზურის, მაიკლ ლორენცის პროფესიონალიზმი (ტერნერი მისი ოპერატორია, რომელიც ადგილზე მოქმედებს). ლორენცის კეიპტაუნის საფარის კომპანია Passage to Africa-ს მოგზაურები დიდად აფასებენ არაორდინარული ტურების მოწყობის გამო. კომპანია უარს ამბობს საკუთარი კლიენტების გვარების გამჟღავნებაზე, მაგრამ იმას კი აცხადებს, რომ მის სტუმართა სიაში შედიან უოლ-სტრიტის მილიარდერები, სილიკონის ველის დამფუძნებლები და ჰოლივუდის პირველი კლასის ვარსკვლავები. როგორც წესი, ექსპედიციამდე ერთი თვით ადრე ლორენცი თავის კლიენტებთან მიფრინავს, რათა განუმარტოს ექსპედიციის თითოეული დეტალი: კერძო ვერტმფრენები, მებარგულთა ჯგუფები – ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებო. ეს კლიენტები უბრალოდ ადრენალინს მოწყურებული ზურგჩანთიანი მოგზაურები კი არ არიან, არამედ “მოგზაურთა მოგზაურები”, რომლებსაც კარგად ესმით, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე უნიკალური გამოცდილების მიღებაა.

ეს გამოცდილება კი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ასეთად. მდინარე ომოს ხეობა ისეთი ადგილია, სადაც, ლორენცის თქმით, “ყოველთვის უნდა გქონდეს სათადარიგო გეგმა”. მაგალითად, ერთ დღეს მდინარე ომოს ზედაწელისაკენ მივუყვებით ერთადერთი მოტორიანი ნავით. უზარმაზარი ნიანგები კაკაოსფერ წყალში დგაფუნობენ. უეცრად ჩვენი პატარა კატარღა ჩერდება. ლორენცმა, რომელმაც შეამჩნია, რომ ავღელდით, გვითხრა: “ნუ აჰყვებით უსაფუძვლო პანიკას. თუ საჭირო გახდება, უკან გავცურავთ და ნიჩბებად ქოლგებს გამოვიყენებთ. ეს სათადარიგო გეგმაა”.

ჩვენი პატარა ჯგუფი ათდღიანი მოგზაურობის უმეტესი დროის განმავლობაში – მზის ამოსვლიდან შებინდებისას კოღოს პირველ კბენამდე – დაუღალავად გადაადგილდებოდა; ვაკვირდებოდით ადგილობრივი ტომების უძველეს ჩვეულებებს, რიტუალებსა და ყოველდღიურ საქმიანობას. ზოგიერთი ჩვეულება ლამაზია, თუმცა უმეტესობა – სრულიად შემზარავი. ერთ დღეს ომოზე შევხვდით კაროს ტომის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს, რომლებიც სხეულს თეთრი საღებავით იღებავენ, ხოლო თავს თიხის სამკაულებით ირთავენ. ჩვენმა ქარიზმატულმა თარჯიმანმა და ტომებთან ურთიერთობის ელჩმა ლალე ბივამ აგვიხსნა, რომ დაახლოებით 42 ბიჭი ემზადებოდა კაროს ტომის უხუცესთა წინაშე ინიციაციისათვის. ტერნერს გაახსენდა, რომ მათ საჩუქრად ჩამოვუტანეთ სირაქლემის ბუმბულები, რომლებმაც ბიჭებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათ ხტუნვა დაიწყეს და ეიფორიული ყიჟინა დასცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ გაძვალტყავებულმა მოხუცმა მამაკაცებმა, რომლებსაც გრძელი მწვანე ჯოხები (და AK-47-ები ანუ კალაშნიკოვის ავტომატები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია ომოს ხეობაში) ეპყრათ ხელთ, ბიჭების დაუნდობლად როზგვა დაიწყეს და გორაკზე შეფენილ სოფელ დუსისკენ გადევნეს. იქ მათ ასობით თანატომელი შეუერთდა და ყველა ერთად საზეიმო ცეკვას ასრულებდა მთელი ღამის განმავლობაში. მეორე დღეს, როდესაც ჩვენს პატივსაცემად თხას სწირავდნენ მსხვერპლად, გვითხრეს, რომ ჩვენ პირველი უცხოელები ვართ, ვინც ასეთ ცერემონიას ესწრება. თუ იქაურ რეალობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ჩვენ უკანასკნელი მოწმეებიც ვიყოთ ამ დღესასწაულისა.

მომავალ ზაფხულს დაგეგმილია მდინარის ზემოწელში, აქედან რამდენიმე ასეულ მილში, მდებარე კაშხლის Gilgel Gibe III Dam ოპერირების დაწყება. ეს სადავო პროექტი ორჯერ გაზრდის გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობას ეთიოპიაში, სადაც ელექტროენერგია სოფლის მოსახლეობის 2 პროცენტზე ნაკლებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგრამ ამის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს 200 000 ადგილობრივი მკვიდრის გადასახლება; და ეს მაშინ, როდესაც ეს ხალხი მთლიანად დამოკიდებულია ომოს წყლის ბუნებრივ ციკლებზე, ახლა კი მათი მიწები შეიძლება გამოშრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას, რომელსაც ჩვენ შევხვდით, წარმოდგენაც არ ჰქონდა მომავალ ცვლილებებზე.

ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რას განიცდის და ფიქრობს ადგილობრივი მკვიდრი. იმ წუთიდან, როდესაც ჩვენი ჩარტერული თვითმფრინავი Cessna კენია-ეთიოპიის საზღვართან ახლოს, უსწორმასწორო ასაფრენ ბილიკზე დაეშვა, პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც იქ ვხედავდით, ცდიდა ჩემი, როგორც “პირველი სამყაროს” წარმომადგენლის, აღქმის უნარს. მაგალითად, როგორ რეაგირებს დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი დასანეჩის ტომის ცერემონიაზე, რომლის დროსაც ქალების წინადაცვეთას ზეიმობენ. ან იმ ცრურწმენაზე, რომლის თანახმადაც ბავშვის დაბადებისას მის კარგ თუ ცუდ ბედს თხის ან ძროხის ნაწლავები აჩვენებენ? ავიღოთ თუნდაც მინგის პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც “დაბინძურებულებად” ითვლებიან (ჩამომტვრეული კბილის გამოც კი შეიძლება ასეთად მიიჩნიონ), უნდა მიატოვონ ან მოკლან, რათა თავიდან აიცილონ ბედუკუღმართობა.

ჩვენ სურათებს ვიღებთ. პარადოქსია, მაგრამ აქ სწორედ ამიტომ ვართ. ჩემს თანამგზავრებს შორის – რომელთაგან თითოეულმა $16 000 დოლარი გადაიხადა ამ მოგზაურობაში – არიან მაღალი თანამდებობის პირი სილიკონის ველის ტექნოლოგიური კომპანიიდან და Starbucks-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის მეუღლე. მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პაპარაცები ვართ. ჰამარის ტომის საქორწილო რიტუალის ერთ-ერთი ნაწილის, ხარზე გადახტომის ცერემონიაზე 100-ზე მეტ ფოტოს ვუღებ ბიჭს, რომელიც ფეხშიშველი გადარბის საქონლის ზურგებზე. იმავდროულად მის გოგონა ბიძაშვილებს რიტუალურად ამათრახებენ მისი წაქეზების მიზნით. მეორე დღეს ლალე სთხოვს ნიაგატომის ტომის ქალს, რომ გაიხადოს დასავლური სტილის ტოპი და საშუალება მოგვცეს, ფოტოები გადავუღოთ მისთვის მიყენებულ იარებს. დუსში ღამის გასათევად ვრჩებით და მზის ჩასვლისას ტერნერი შვერილის პირას აყენებს კაროს ტომის ათობით წარმომადგენელს ისე, რომ მათი ეგზოტიკური სილუეტების გადაღება შევძლოთ.

ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, უცნაურად და შეუსაბამოდ გამოიყურება. წარმოიდგინეთ Vogue-ი ჯოზეფ კონრადის რედაქტორობით. თანაც ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივებს ფოტოებისათვის ფულიც უნდა გადავუხადოთ – უფროსებს 5 ბირი, რაც დაახლოებით 25 ცენტია, ხოლო ბავშვებს 2 ბირი – დაახლოებით 10 ცენტი. ჩხუბს მაინც ვერ ავცდით. ნიაგატომის ტომის სოფელში ფოტოების გადაღებისას ვიფიქრე, რომ ჩემს პატივისცემას გამოვხატავდი, თუ შემზარავი გამომეტყველების მქონე მოხუცს (მის მკერდზე რიტუალური იარები იმის მანიშნებელია, რომ მტერი ჰყავს მოკლული) სურათს პირველს გადავუღებდი, მაგრამ მომიწია საშველად ლალე მომეხმო, რათა მისგან თავი დამეღწია. ამ შემთხვევის შემდეგ თითქმის საერთოდ დავანებე თავი ფოტოების გადაღებას.

ის დღე, როდესაც ბოლოს და ბოლოს მურსის ტომი ვიპოვეთ, ჩვენს საოცრად მოსახერხებელ ბანაკში (განცალკევებით მდგარი, სათლებისაგან გაკეთებული საშხაპეები, ევროპული თეთრეული, არაჩვეულებრივი მზარეული) დილის 4:30-ზე შეძახილებით დაიწყო, რათა გზას დილაადრიან დავდგომოდით. ჩვენი მგზავრობა 11 საათს გაგრძელდა, რომლის ყოველი წუთი ჩვენთვის საოცრად ღირებულია.

მურსის ტომის ქალები თინეიჯერების მსგავსად იხვრეტენ ქვედა ტუჩს და მასში შვიდი ინჩის (რაც დაახლოებით 17 სმ-ს შეადგენს) დიამეტრის თიხის ან ხის “ტუჩის თეფშს” იდგამენ, რაც მათ მიმზიდველობას ანიჭებს მეუღლეების თვალში. ზოგიერთ ახალგაზრდა მამაკაცს გვირგვინის გამოსახულების რიტუალური იარებით აქვს სხეული დამშვენებული. ამ საუცხოო მორთულობის ახლო მანძილიდან დათვალიერება შოკის, შიშისა და სევდის მომგვრელია. ომოს ხეობაში ყოფნისას იძულებული ხარ, ვაჟკაცურად გაუსწორო თვალი განსხვავებულ ტრადიციებს, რომლებიც უკიდურესად გაღელვებს და თავგზას გირევს. და საინტერესოა, რომელი მათგანი შეიძლება დაიკარგოს უახლოეს მომავალში.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

Previous Post

შეუძლია თუ არა გუნდს ქალაქის გარდაქმნა?

Next Post

სრულიად წვნიანი – Suja Juice

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სრულიად წვნიანი – Suja Juice

სრულიად წვნიანი - Suja Juice

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result