Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ელნარა ნასირლი პერსონალური გამოფენა – ტკბილბალახას დაწვნა

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 27, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ელნარა ნასირლი პერსონალური გამოფენა – ტკბილბალახას დაწვნა
0
SHARES
0
VIEWS

2023 წლის 1 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დამწყები აზერბაიჯანელი გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და შერეული მედიის სფეროში მომუშავე ხელოვანის ელნარა ნასირლის ფართომასშტაბიანი იმერსიული ინსტალაციებისა და სკულპტურული ნამუშევრების პირველი დიდი გამოფენა იხსნება. 

ნასირლის ატმოსფერული ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩაფლული ინსტალაციები მუზეუმის სივრცეების მკვეთრ გარდასახვას ისახავს მიზნად. შექმნილი ინტერდისციპლინური გარემო მაღალი სკულპტურული ნამუშევრებისა და სპეციალურად მუზეუმს მორგებული ინსტალაციების საშუალებით ჰარმონიულად დააკავშირებს ერთმანეთს ნასირლის ცოდნას ბიოტექნოლოგიებისა და თერაპიული ხელოვნების ტრანსფორმაციის სფეროში, ერთმანეთს გადახლართული ნარატივები კი ხაზს გაუსვამს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ღრმა კავშირს. 

სახელწოდება „არავის ზეცა“ გულისხმობს სოციალურ ზღუდეთა და გეოპოლიტიკურ საზღვართა მოშლას, ადამიანური ცნობიერების თვალუწვდენელ სიღრმეებში მოგზაურობასა და სიჯანსაღისაკენ ერთობლივ სწრაფვას. წარმოდგენილი ნამუშევრები შთაგონებულია რობინ უოლ კიმერერის გავლენიან ნაშრომში – „ტკბილბალახას დაწვნა“ – გამოთქმული დასაბუთებული მოსაზრებებით. 

ელნარა ნასირლის თქმით, მის მიერ შექმნილი დიდი ტილოების სერია ხელოვანის მუდმივად ცვალებადი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის წამიერ მომენტებს ასახავს. გამოყენებული მხატვრული მეთოდი კი შეიძლება იმ ყვავილის გამძლეობას შევადაროთ, რომელიც წინაღობების გადალახვის პირობებშიც კი ახერხებს გაზრდას და ქვების მსგავსი ურთულესი დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ყვავის. „ეს მეტაფორა არა მხოლოდ პიროვნული გამოწვევებისა და უბედურებების გადალახვის ჩემეულ უნარს გამოხატავს, არამედ სხვების პოტენციალსაც ასახავს, მიუხედავად გაჭირვებისა კრეატიულობისა და სულისკვეთების აყვავება მოახერხონ.“ 

გამოფენის კურატორი ფარახ პირიე ამბობს: „ელნარა ნასირლის შემოქმედების ფარგლებში ჩვენ ვიკვლევთ თერაპიულ ხელოვნებას, ბიოტექნოლოგიებსა და პიროვნულ გამძლეობას – იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც თან სდევენ მის მოგზაურობას გარემოსდაცვითი ტექნოლოგიიდან დასრულებულ ხელოვანამდე. ტკბილბალახას დაწვნა“ ღია მოსაწვევს ჰგავს. ის მნახველს საკუთარი თავის აღმოჩენისა და შემოქმედებითი ზრდისკენ მოუწოდებს და ბუნებისა და ერთმანეთის მიმართ ჩვენს საერთო ერთგულებას უსვამს ხაზს. ამ სივრცეში ხელოვანი კავკასიის მემკვიდრეობას ეხმაურება. კვლევაზე დაფუძნებული ინსტალაციები და დიდი ტილოები საზოგადოებრივი შეზღუდვების მხიარულ და ამავე დროს პროვოკაციულ შესწავლას გვთავაზობენ, მხატვრული მცდელობები კი შთანთქავენ დამთვალიერებელს, მის კომპლექსურ გონებაში იბეჭდებიან და მას ამავდროულად შეახსენებენ, რომ ცნობიერება ფუნდამენტურად ბიოლოგიური პროცესია.” 

გამოფენის სტუმრებს წინ კურატორის შემდეგი არჩევანი ელით: ხუთი მულტი-სენსორული ინსტალაცია, რომელიც შეკვეთით 2023 წელს დამზადდა ორგანულად ერწყმის ნასირლის რამდენიმე ადრეულ შედევრს. ისინი ისეთ ამაღელვებელ საუნდის პეიზაჟს უკავშირდებიან, რომელიც კინემატოგრაფიულ პარტიტურას მოგვაგონებს და აუდიტორიას ხელოვანის სამყაროში ჩაძირავს. 

ნასირლის ნამუშევრები, რომლებიც ბაქოს ქუჩებში, ეკლექტურ მეორადი ნივთების ბაზრობებსა და ონლაინ აუქციონებზე შეგროვილი არატრადიციული ორგანული მასალებისგანაა შექმნილი, თერაპიული ხელოვნების, გარემოსდაცვითი აზროვნების პრინციპებსა და პირად ისტორიებს ასხივებენ და სულიერი ოპუსით გვირგვინდებიან.

 

ელნარა ნასირლი: 

ელნარა ნასირლი ინოვატორი აზერბაიჯანელი ხელოვანია. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკისა და ფრანგული ენის განხრით დედოფალი მერის უნივერსიტეტისგან და მაგისტრის ხარისხს გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში საიმპერატორო კოლეჯისგან. ძლიერი აკადემიური საფუძვლისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მიღებული განათლების მქონე ნასირლი თავის ტრანსფორმაციულ შემოქმედებაში ოსტატურად უკავშირებს ერთმანეთს თერაპიულ ხელოვნებასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს. ხელოვანი ღრმადაა ჩაფლული ფიზიკური ტკივილის ამსახველ პირად მოგზაურობაში, მისი მრავალფეროვანი პორტფოლიო კი ბიოხელოვნებას, ნახატებს, ქანდაკებებსა და ხმოვან პეიზაჟებს აერთიანებს. ის გამძლეობის დემონსტრირებას ახდენს და თერაპიული ხელოვნებისა და ეკოლოგიური ცნობიერებისადმი ერთგულების ანარეკლებს ქმნის. უნიკალური მასალების, განსაკუთრებით კი სიცოცხლის ციკლური მოგზაურობის გამომხატველი ემბლემური ტონდის გამოყენებით ელნარა დამთვალიერებელს იმერსიულ გამოცდილებას სთავაზობს. ის ხელს უწყობს თვითდაკვირვებასა და ღრმა დიალოგს, რომელიც მიზნად როგორც მისი, ისე აუდიტორიის ნერვული კავშირების გარდაქმნას ისახავს, შინაგანი რეფლექსიისა და არახელსაყრელი ფაქტორების დაძლევის პოტენციალს იკვლევს. ბაქოს ხელოვნების სცენაზე სწრაფად მზარდი ხელოვანის სტუდია მალევე იქცა ხელოვნების მოყვარულთა თავშესაფრად. ელნარას იდუმალებით მოცულმა, ხელოვნებისადმი მხიარულმა და სულიერებით გამსჭვალულმა მიდგომამ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მსოფლიო დონეზე მისი აღმავლობის ტრაექტორიაც განსაზღვრა. თანამედროვე ხელოვნების მუდმივად განვითარებად სფეროში ელნარა იმ შუქურას მოგვაგონებს, რომელიც აღქმებს ფორმას უცვლის და ტრადიციულ მიდგომებს ეწინააღმდეგება. 

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი: 

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისში (MOMA) რუსთაველის გამზირის 27-ში მდებარე პრესტიჟულ შენობაში 2012 წელს დაარსდა და თანამედროვე შემოქმედების სიმბოლოს წარმოადგენს. ოდესღაც პატივცემული თბილისის კადეტთა კორპუსის ისტორიულ შენობაში მდებარე მუზეუმმა წლების მანძილზე სხვადასხვა ტრანსფორმაცია განიცადა, 2005 წელს კი ცნობილმა ხელოვანმა ზურაბ წერეთელმა შენობის აღდგენისა და მისი მსოფლიო დონის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის სურვილი გამოთქვა. ისტორიისა და თანამედროვეობის ეს სინთეზი რომელიც არქიტექტორმა გივი მეტრეველმა ბრწყინვალედ განახორციელა, ინოვაციური არქიტექტურის იმ შესაძლებლობებს აჩენს, რომლებიც ევროპულ ტრადიციებს თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს. სამ სართულზე განლაგებული მუზეუმი არა მხოლოდ ზურაბ წერეთლის მონუმენტური კომპოზიციების კოლექციით ამაყობს, არამედ სპეციალურ სივრცეს თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების საჩვენებლადაც იყენებს. MOMA თბილისი წარმოადგენს მხატვრული ევოლუციის განსახიერებას, რომელიც ქართული ხელოვნების მდიდარ ისტორიას საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფართო სამყაროსთან აკავშირებს. 

ფარას პირიე: 

ფარახ პირიე კვლევებზე დაფუძნებული ხელოვნების საერთაშორისო დონეზე აღიარებული კურატორია, რომელიც ტრანსნაციონალური დიალოგების ღრმა კვლევებითაა ცნობილი. თანამშრომლობის მოყვარულმა ფარახმა ცნობილ მსოფლიო დონის ხელოვანებთან მუშაობის პარალელურად ხელი შეუწყო ისტორიის, მიგრაციის, მეხსიერებისა და იდენტობის თემებზე არსებული დისკურსის გაღრმავებასა და თანამედროვე რეალობის ჩამოყალიბებაში მათი როლის გაცნობიერებას. პირიემ დააარსა პოდკასტი და კვლევითი სივრცე ZEITGEIST19, რომელიც ხელოვნებისა და მდგრადობის გზაგასაყარზე მდებარეობს. მისი გამჭრიახი კურატორული ხედვა განსაკუთრებით კარგად გამოიხატა ისეთ გამოფენებსა და პრესტიჟულ დარბაზებში განხორციელებულ პროექტებში როგორებიცაა გაეროს ოფისი ჟენევაში, ART Dubai, Saatchi-ს გალერეა, ხელოვნების სამეფო აკადემია, სოტბის აუქციონი ლონდონში, Gazelli Art House ლონდონში, YARAT – თანამედროვე ხელოვნების სივრცე, Sixty Six London, ლონდონის ოპერა, Alon Zakaim Fine Art, Louise Blouin Foundations Asia House London. 

S

Previous Post

ლაშა ბექაურმა PSG-სთან კონტრაქტი გააფორმა

Next Post

Elnara Nasirli Solo Exhibition – No Man’s Sky: Braiding Sweetgrass

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვივა დეველოპმენტი ახალ პროექტს -„დევიდსვილს“ ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვივა დეველოპმენტი ახალ პროექტს -„დევიდსვილს“ ახორციელებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026

Recent News

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result