რომელ ქვეყნებში და რა მიზნით გადიოდნენ საქართველოდან მესამე კვარტალში?

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.

წყარო: საქსტატი

ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • თურქეთი – 41.5%;
  • სომხეთი – 16%;
  • რუსეთის ფედერაცია – 14.4%;
  • აზერბაიჯანი – 1.4%.

ევროკავშირის ქვეყნებზე 14%, ხოლო სხვა ქვეყნებზე 12.8% მოდის.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

More to read