Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლონდონი და ზემდიდრები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ლონდონი და ზემდიდრები
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე საერთაშორისო ცხოვრებაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლონდონი, ყველა სხვა დედაქალაქს შორის, ძალიან მდიდარი ადამიანების რაოდენობით ერთ-ერთი პირველია. 45 მილიარდერი ლონდონელით, ის მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა (პირველი მოსკოვია, 88 მილიარდერით, მაგრამ ისეთი გრძნობა რჩება, რომ მათ შორის, არც ერთი არ არის ისეთი, ვისაც ლონდონში სახლი არა აქვს – რაც, თავისთავად, ლონდონის სასარგებლოდ მეტყველებს).

უპირველესი მიზეზი, რომელიც ძალიან მდიდრებს ლონდონში საცხოვრებლად იზიდავს, არის უსაფრთხოება. აქ არც ერთი მათგანისთვის არ არსებობს საშიშროება მოსალოდნელი დაპატიმრებისა, სიკვდილით დასჯისა, ციხეში მოხვედრისა ან ქონების კონფისკაციისა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე მათგანისადმი უბრალოდ მტრული განწყობა შეინიშნება.

მეორე ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ბორის ჯონსონის წარმატებული მმართველობა. იგი ლონდონის მერად ორჯერ იქნა არჩეული. ბორისი, როგორც მას საყოველთაოდ იცნობენ, შესანიშნავი ოპტიმიზმითა და სამეწარმეო საზრიანობით გამოირჩევა, ამავე დროს, საოცარი შარმის მატარებელია. სანამ იგი ამ თანამდებობაზე იქნება, მილიარდერებს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვთ, რადგან დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ იქნება მიღებული არც ერთი ისეთი კანონი – ეროვნულ, რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე – რომელიც ადამიანებს ფულის კეთებაში ხელს შეუშლის.

ბრიტანეთის ამბივალენტობა ევროკავშირის მიმართ მდიდრების მოზიდვის საქმეში დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლებოდა მიგვეჩნია, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ბრიტანეთი ბრიუსელთან მოგებიან გარიგებას დადებს. გარდა ამისა, ბოლო ათი წლის მანძილზე, ლონდონმა ფრანკფურტთან, პარიზთან, ბერლინთან და ამსტერდამთან საკუთარი ფინანსური მდგომარეობა განამტკიცა.

ფაქტია, რომ ლონდონი უმაღლესი კლასის ბიზნესის საწარმოებლად საუკეთესო ცენტრია. ნებისმიერი სახის ფინანსური მოწყობილობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენ ხელთაა – ჩვეულებრივ, ხუთი წუთის სავალზე. ლონდონში მულტიმილიარდდოლარიანი გარიგების დადება შეიძლება შესამჩნევად ნაკლებ ფასად, ბევრად მცირე დროში და წარმატების მეტად მნიშვნელოვანი შანსით, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფინანსურ ცენტრში.

გარდა ამისა, ლონდონს საოცრად მოქნილი, მრავალმხრივი და უფრო პატიოსანი სამართლებრივი სისტემა აქვს. ამით აიხსნება ის, თუ ძალიან მდიდარი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, რატომ აძლევენ უპირატესობას საქმის ლონდონის სასამართლოში გარჩევას, მაშინაც კი, თუ იქ არ ცხოვრობენ. ისინი ასევე ლონდონში განქორწინებას ამჯობინებენ. წარსულში აშშ იყო ის ადგილი, სადაც მდიდრები ცოლქმრულ უთანხმოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ჩადიოდნენ, იოლი კანონებისა და სასამართლოების მხრიდან უხვი ფინანსური ჯილდოების გამო, მაგრამ ლონდონის 45 მილიარდერთან შედარებით, დალასს მხოლოდ 17 მილიარდერი ჰყავს, ლოს-ანჯელესს – 19, ხოლო სან-ფრანცისკოს – 20. ნიუ-იორკი გამონაკლისია თავისი 71 მილიარდერით.

გლობალური გადმოსახედიდან ჩანს, რომ ლონდონი უსაფრთხო ადგილად დარჩება იმ შემთხვევაში, თუ სიმდიდრის მიმართ იმავე გონივრულ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს, რაც მას ამჟამად აქვს. მისი უმსხვილესი კონკურენტი მოსკოვია, რუსი ოლიგარქების მიმართ თავისი განსაკუთრებული – და უაღრესად საეჭვო – მოპყრობით. პარიზს ახლა მხოლოდ 21 მილიარდერი ჰყავს და ის, ფრანსუა ოლანდის მიერ შემოღებული 75%-იანი საგადასახადო რეჟიმით, ამ რიცხვს სწრაფად ამცირებს. მუმბაი, რომელსაც მთელი ინდოეთის სიმდიდრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასევე უამრავი მილიარდერი უნდა ჰყავდეს, მხოლოდ 21 მილიარდერის ქალაქია. პეკინს, კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, რაც ხელს უშლის მის დიდად წარმატებულ ექსპორტიორებს თავიანთი კაპიტალის ქვეყნიდან გატანაში, 36 მილიარდერი ჰყავს, ხოლო ტაიბეიში, რომლის ეკონომიკა კონტინენტური ჩინეთის ეკონომიკის 5%-ს შეადგენს, სულ 20 მილიარდერია.

ორი ყველაზე თვალსაჩინო თავშესაფარი ძალიან მდიდრებისთვის არის ჰონკონგი – 46 მილიარდერით და სინგაპური – 18 მილიარდერით. ბრიტანეთის ამ ყოფილი კოლონიების ფინანსური უწყებების მოდელირება ქალაქ ლონდონის შესაბამისად განხორციელდა, ამიტომაც კაპიტალის სამივე ცენტრში გადაადგილება მდიდრებისთვის ადვილია.

ყველაფერი როგორც საჭიროა

ლონდონი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად იქცა. სიძვირის მიუხედავად, სახლები იქ შესანიშნავია და ღირებულება სტაბილურ ზრდას განიცდის. საკვები პროდუქტების ხარისხისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ის პარიზს კონკურენციას უწევს. როგორც ტურიზმის ცენტრი, ლონდონი, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო ქალაქების რიცხვშია. მას ასევე ჰყავს გლამურული და სტაბილური სამეფო ოჯახი, რომელიც დიდი რაოდენობის ახალგაზრდა პრინცებითა და პრინცესებით გამოირჩევა – არისტოკრატია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ისტორიულ შენობებში ცხოვრობს, ხოლო მხატვრული, მუსიკალური და, უპირველეს ყოვლისა, თეატრალური სიმდიდრის მხრივ, მასთან შედარებით, ნიუ-იორკი, პარიზი და რომი, არასრულყოფილად წარმოჩნდებიან.

როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქის შემთხვევაში, ლონდონის ყველა ეს მიმზიდველი ფაქტორი მაინც არასაიმედოა. მხოლოდ ერთი თავნება ლიდერია საჭირო იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი არეულობა შექმნას. თუმცა, თუ ბორის ჯონსონი დევიდ კამერონისგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მიღებას გადაწყვეტს, რაც დღითი დღე სულ უფრო მოსალოდნელი ხდება, მაშინ კონსერვატორები, როგორც ჩანს, ბრიტანეთის მართვას გარკვეული დროის განმავლობაში განახორციელებენ. ეს კი ძალიან მდიდრებისთვის უსაფრთხო სამოთხეს შექმნის. უსაფრთხოება ხომ მათთვის ყველაზე მეტად დასაფასებელია.

Previous Post

ქართული ტელემაუწყებლობის კოსმოსური ოდისეა

Next Post

უმამი – ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში

მაგდა დოლიძე

Next Post
უმამი – ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში

უმამი – ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result