Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე GAU-ს უნივერსიტეტში სრული ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსებით

by იზა გვარამაძე
November 17, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე GAU-ს უნივერსიტეტში სრული ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსებით
0
SHARES
0
VIEWS

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სტიპენდიების პროგრამა იკავებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ისინი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი.

საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), სადაც სტიპენდიის მოპოვება ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული სტიპენდიატების გამოსავლენად კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და მისი დეკანის რეკომენდაცია. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს კი ჩაუტარდებათ გასაუბრება GAU-ს და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

“GAU-ის ხუთივე ფაკულტეტი თანაბრად იქნება ჩართული ამ პროექტში და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩვენი ყველა სკოლის სტუდენტს ექნება. ჩვენთვის მთავარია თითოეული ინდივიდი, მისი პოტენციალის აღმოჩენა და რეალიზება, რადგან როგორც საქართველოს ბანკი იტყვის ხოლმე, “შესაძლებლობები უსაზღვროა”, მთავარია მას მიაგნო, მოირგო და განავითარო. ესაა ჩვენი მისია: თითოეულ სტუდენტს საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და მის პროფესიად ქცევაში დავეხმაროთ, რათა სამომავლოდ, საკუთარ საქმესა და პროფესიაში ყველა საფეხურზე ეფექტური, სტრატეგიულ შედეგზე ორიენტირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ ცხოვრებასა და წარმატებას განსაზღვრავს”, – აღნიშნავს GAU-ის განვითარების სამსახურის უფროსი, გია ჩქოფოია.

„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. რადგან ჩვენ გვჯერა განათლების ძალის და იმის, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. ამიტომ, ჩვენ შევქმენით საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ათეულობით სტუდენტს 100%-ით ან ნაწილობრივ სწავლას დაუფინანსებს და მისცემს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, GAU აპლიკაციების მიღებას თებერვალში დაიწყებს. გამარჯვებულის ვინაობა კი მარტში გახდება ცნობილი. გამარჯვებულ სტიპენდიატს სწავლა ერთი წლით დაუფინანსდება და გამომდინარე იქიდან, რომ GAU-ში სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით განსხვავებულია, სტიპენდიის მოცულობა სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

GAU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, იდეათეკა, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას. S

Previous Post

წელს თბილისში ბინების ფასი გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა

Next Post

ბათუმში ბინების გაყიდვები 26%-ით შემცირდა

იზა გვარამაძე

Next Post
G&T: ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში ბინების გაყიდვები შემცირდა

ბათუმში ბინების გაყიდვები 26%-ით შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result