Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთზე

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთზე
0
SHARES
0
VIEWS

სანქციების ქრონოლოგია

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2013 წლის ნოემბრიდან დაიძაბა, როდესაც რუსეთის ზეწოლის შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. საპროტესტო მოძრაობის ეპიცენტრი კიევში იყო, დამოუკიდებლობის მოედანზე. შემდგომ, საპროტესტო მოძრაობამ “ევრომაიდანის” სახელწოდება მიიღო. ხელისუფლებასა და “ევრომაიდანს” შორის დაპირისპირება 2014 წლის 24 თებერვალს “ევრომაიდანის” გამარჯვებით დასრულდა, რაც გამოიხატა უკრაინის მთავრობის ქვეყნიდან გაქცევით. თუმცა სამთვიან დაპირისპირებას 100-მდე უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა და 600-მდე დაშავდა.

“ევრომაიდანის” გამარჯვების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში დესტაბილიზაციის მხარდაჭერა ღიად დაიწყო. იანუკოვიჩის გადადგომიდან რამდენიმე კვირაში, 2013 წლის მარტში, რუსეთმა ჩაატარა რეფერენდუმი ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიარა რეფერენდუმის შედეგები, რუსეთი ყირიმის ანექსიაში დაადანაშაულა და სანქციები დაუწესა. ეს იყო სანქციების პირველი რაუნდი. ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ, ნორვეგიამ, ავსტრალიამ და იაპონიამ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს რუსეთისა და უკრაინის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ ყირიმის ანექსიასთან.

მიუხედავად სანქციებისა, რუსეთმა ახალი დაპირისპირების კერები გახსნა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში, განსაკუთრებით დონბასში (დონეცკის აუზში), რომელიც მოიცავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს და არის უკრაინის ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი. რუსეთის არმიის მხარდაჭერით წაქეზებულმა ტერორისტებმა მოინდომეს დონბასის უკრაინისგან გამოყოფა, რასაც მოჰყვა ომის დაწყება უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის. თუმცა ეს დაპირისპირება რეალურად უკრაინა-რუსეთის ომია და, შესაბამისად, დასავლეთმა რუსეთის შეკავების მიზნით, 28 აპრილს გაააქტიურა სანქციების მეორე რაუნდი.

მეორე რაუნდის სანქციების ფარგლებში აშშ-მა და ევროკავშირმა გააფართოვეს როგორც პერსონალური სანქციები რუსი მაღალჩინოსნების მიმართ, ასევე დაბლოკეს 17 რუსული კომპანიის ბიზნესტრანზაქციები თავიანთ ტერიტორიაზე.

17 ივლისს პრორუსი ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (დონეცკის ოლქში) ჩამოგდებულ იქნა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავი ბოინგ-777, რომლითაც 298 ადამიანი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიემგზავრებოდა. კატასტროფის წინასწარი შეფასებით დადასტურდა, რომ თვითმფრინავი აფეთქდა ტერორისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი “მიწა-ჰაერის” რაკეტით. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ეკონომიკური სანქციების მესამე რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ.

სანქციების მესამე რაუნდში აშშ-მა აკრძალა ორი დიდი რუსული ენერგოკომპანიის (“როსნეფტი” და “ნოვატეკი”) და ორი ბანკის (“გაზპრომბანკი”, “ვნეშეკონომბანკი”) ტრანზაქციები თავის ტერიტორიაზე. ივლისის ბოლოს ევროკავშირმა სანქციები გააფართოვა რუსეთის 23 მოქალაქეზე და 21 კომპანიაზე. ევროკავშირის მესამე რაუნდის სანქციებმა მოიცვა მთავრობის მფლობელობაში არსებული ბანკების უმეტესი ნაწილი. ასევე ემბარგო დააწესა რუსეთთან ენერგო- და სამხედრო ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე. სექტორულ სანქციებს შეუერთდა კანადა, ნორვეგია და ავსტრალია. ევროპისა და იაპონიის განვითარების ბანკებმა შეაჩერეს პროექტები რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე, აგვისტოს დასაწყისში იაპონიამ გაყინა რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების აქტივები, რომლებიც დაკავშირებული არიან ყირიმის ანექსიასთან და აკრძალა ყირიმში წარმოებული პროდუქციის იმპორტი. 14 აგვისტოს შვეიცარიამ თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სეპარატისტების მხარდამჭერ რუსეთისა და უკრაინის 26 მოქალაქეს, ხოლო აგვისტოს ბოლოს საფინანსო ბაზარზე წვდომა შეუზღუდა ხუთ დიდ რუსულ ბანკს (“სბერბანკი”, “ვთბ”, “გაზპრომბანკი”, “ვნეშეკონომბანკი”, “როსსელხოზბანკი”).

14 აგვისტოს უკრაინამ სანქციები დაუწესა სეპარატისტების მხარდამჭერ 172 პირს და 65 რუსულ ორგანიზაციას.

სანქციების პასუხად, რუსეთმაც დაუწესა სანქციები დასავლეთის ქვეყნებს. 20 მარტს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა რვა ამერიკელ სენატორს და ობამას ორ მრჩეველს. 24 მარტს სანქციები გავრცელდა კანადის ხელისუფლების 13 პირზე. 6 აგვისტოს რუსეთმა აკრძალა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები) იმპორტი აშშ-დან, ევროკავშირიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან და ავსტრალიიდან. თუმცა სექტემბრის დასაწყისში რუსეთმა გარკვეულ პროდუქტებზე ემბარგო მოხსნა.

მიუხედავად 3-რაუნდიანი სანქციებისა, რუსეთმა კვლავ განაგრძო სეპარატისტების მხარდაჭერა და გაზარდა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ჯარებისა და ტექნიკის ოდენობა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, აგვისტოს ბოლოს გაიმართა მინსკის სამიტი, სადაც ევროკავშირის ლიდერების თანდასწრებით ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მხარეებმა თითქოს მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე, მაგრამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კვლავ განაგრძეს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაცხრილვა.

8 სექტემბერს ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღეს გადაწყვეტილება, სანქციების მეოთხე რაუნდი აემოქმედებინათ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადება, რომ თანდათანობით გაანადგურებდნენ რუსეთის ეკონომიკას. დასავლეთმა 12 სექტემბრამდე მისცა დრო რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის რეალური შედეგების საჩვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკან გაიწვია რუსული ჯარის ნაწილი და მოხდა მხარეებს შორის მძევლების გაცვლა, ცეცხლი არ შეწყვეტილა და შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე სისტემატურად ირღვეოდა. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ომი არ დასრულდება, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე ერთი რუსი სამხედრო მაინც იმყოფება.

12 სექტემბერს ევროკავშირმა და აშშ-მა აამოქმედეს მეოთხე რაუნდის სანქციები. ევროკავშირის ახალი სანქციები შეეხო 22 რუსულ კომპანიას და 24 რუს სახელმწიფო მოხელეს. ახალ სანქციებში მოჰყვნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა: “როსნეფტი”, “გაზპრომ ნეფტი”, “ტრანსნეფტი”, “კალაშნიკოვი” და სხვა. კომპანიებს აეკრძალათ დასავლეთის ბაზრებიდან კაპიტალის მოზიდვა და შეეზღუდათ ტექნოლოგიებზე წვდომა. ამასთან, ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ რუსეთში ნავთობის საბადოების დაზვერვასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება. 12 სექტემბრიდან მეოთხე რაუნდის სანქციები აამოქმედა აშშ-მაც. სანქციები გავრცელდა როგორც ინდივიდუალურ პირებზე (24 პირი), ასევე საფინანსო, ენერგეტიკული და იარაღის მწარმოებელი დარგების კომპანიებზე, მათ შორის: “ლუკოილზე”, “გაზპრომ ნეფტზე”, “კალაშნიკოვზე”, “როსნეფტზე” და სხვ. აღნიშნულ კომპანიებს წვდომა აღარ ექნებათ გრძელვადიან (3 თვეზე მეტი) კაპიტალზე და უახლეს ტექნოლოგიებზე აშშ-ის ტერიტორიაზე.

საბოლოო ჯამში აშშ-მა სავიზო სანქციები დაუწესა რუსეთისა და უკრაინის 40 ფიზიკურ პირს, ევროკავშირმა – 106 ფიზიკურ პირს, ნორვეგიამ – 21-ს, კანადამ – 65-ს, შვეიცარიამ – 117-ს და ავსტრალიამ – 9-ს. ხოლო ეკონომიკური სანქციები გავრცელდა 40-მდე რუსულ კომპანიაზე.

15 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შეიქმნება ანტიკრიზისული ფონდი, რომელიც დაეხმარება სანქციებში მოყოლილ რუსულ კომპანიებს. ფონდში მობილიზებულია 8 მილიარდი დოლარი, მაგრამ “როსნეფტმა” უკვე განაცხადა, რომ სჭირდება 40 მილიარდ დოლარამდე.

სანქციების შედეგები

აქციების ფასები

ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები პირველ რიგში საფონდო ბირჟებზე აისახება. კომპანიების აქციებზე ფასების მნიშვნელოვნად და ტენდენციურად კლება ეკონომიკური კრიზისის დასაწყისის მაჩვენებელია. რუსეთის საფონდო ბირჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდექსია RTS-ი (Russia Trading System). მასში წარმოდგენილია რუსეთის 50 უმსხვილესი კომპანიის აქციების საფასო კოტირება. RTS-მა ვარდნა 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც დასავლეთი რუსეთის მიმართ ჯერ მხოლოდ შეშფოთებებს გამოხატავდა. 2014 წლის 14 მარტს, სანქციების პირველი რაუნდის გამოცხადების შედეგად, 2013 წლის 20 დეკემბრის მონაცემთან (1454) შედარებით RTS-ი 27 %-ით დაეცა და 1062 ნიშნულზე გაჩერდა. მომდევნო თვეებში RTS-ი არასტაბილურობით გამოირჩეოდა, მაღალი იყო ცვლილების ამპლიტუდა, მაგრამ საბოლოო ჯამში 15 სექტემბრისთვის 1190 ნიშნულზე გაჩერდა. რაც ნიშნავს, რომ გასული წლის ბოლოსთან შედარებით ინდექსი 18%-ით არის გაუარესებული.

მნიშვნელოვანია სანქციების გავლენის ჩვენება კონკრეტული კომპანიების აქციების ფასზე. მაგალითად, 2014 წლის 15 სექტემბრისთვის, 2013 წლის ბოლოსთან შედარებით, “სბერბანკის” 1 აქციის ფასი შემცირდა 25 %-ით, “გაზპრომის” – 10.5 %-ით, ვთბ-ის – 22 %-ით, “ნოვატეკის” – 13 %-ით, “როსნეფტის” – 20 %-ით.

წყარო: მოსკოვის ბირჟა (http://moex.com/)

ვალუტის კურსი

აქციების ფასებთან ერთად ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები სწრაფად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. რუბლმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურება 2013 წლის 24 დეკემბრიდან დაიწყო. 24 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 32.6 რუბლი ღირდა, ხოლო 1 ევრო – 44.7 რუბლი. 2014 წლის 16 მარტისთვის რუბლის კურსი დოლარის მიმართ 12.6%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო ევროს მიმართ 14.1%-ით (1 დოლარი ღირდა 36.7 რუბლი, ხოლო 1 ევრო – 51 რუბლი). ეს იყო რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ევროს მიმართ. მომდევნო თვეებში რუბლმა თანდათანობით გამყარება დაიწყო და 26 ივნისისთვის 1 დოლარი 33.7 რუბლი ღირდა, ხოლო 1 ევრო 45.8 რუბლი. რუბლი გაუფასურების ტენდენციას ივლისიდან, სანქციების მესამე რაუნდის შემდეგ დაუბრუნდა და სექტემბრის დასაწყისში 1 დოლარის მიმართ რეკორდულ მაჩვენებელს – 37.8 რუბლს მიაღწია, ხოლო 1 ევროს მიმართ 49 რუბლს. ჯამში, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე, რუბლი აშშ დოლარის მიმართ 16%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ – 9.6 %-ით.

წყარო: http://www.xe.com/

ვალუტის კურსის გაუფასურების შეჩერებისთვის რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდა სავალუტო აუქციონზე.

საგარეო ვაჭრობა და უცხოური ინვესტიციები

2014 წლის პირველ ორ კვარტალში (იანვარი-ივნისი) რუსეთის ექსპორტი 290 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იყო და გაუტოლდა გასული წლის პირველი ორი კვარტალის მაჩვენებელს (289 მილიარდი აშშ დოლარი). რუსეთის ექსპორტში 49% ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უჭირავს, 12% – ბუნებრივ აირს. 2014 წლის პირველ 2 კვარტალში რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტი არ შემცირებულა. შემცირდა რუსეთში პროდუქციის იმპორტი. შედეგად, 2014 წლის პირველი ნახევრის დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 14 მილიარდი დოლარით გადააჭარბა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

განსხვავებული მდგომარეობაა უცხოური ინვესტიციების კუთხით. 2014 წლის პირველ ექვს თვეში, რუსეთის კერძო სექტორიდან 74.6 მილიარდი დოლარით მეტი კაპიტალი გაედინა, ვიდრე შემოვიდა. კაპიტალის გადინების გამო, 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ სექტემბრამდე რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 56 მილიარდი დოლარით შემცირდა და 419 მილიარდ დოლარზე დაფიქსირდა.

ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია

2013 წლის ბოლოს რუსეთის ხელისუფლება 2014 წლისათვის 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. 2014 წლის აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 1.3 %-მდე შემცირდა. 2014 წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკმა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 %-მდე შეამცირა. სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრი კი 0.2-0.3 %-იან ზრდას პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ შემცირებულ საპროგნოზო მაჩვენებელში ასახული არ არის სანქციების მეოთხე რაუნდის შედეგები. ზრდის პროგნოზის 3%-დან 0.5%-მდე კლება ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკამ დაკარგა 59 მილიარდი დოლარი (რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2 ტრილიონ დოლარზე მეტია).

2013 წელს რუსეთში უმუშევრობის დონე 5.5% იყო, 2014 წლის ბოლოსთვის კი 6.2%-ს პროგნოზირებენ. 0.7% პუნქტით ზრდა მნიშვნელოვანი გაუარესებაა. ეს ნიშნავს, რომ უმუშევრების რიცხვს დაემატება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი.

2014 წლის დასაწყისში რუსეთში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის (ინფლაცია) პროგნოზი 5% იყო. რუსეთის მიერ დასავლური წარმოშობის კვების პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შემდეგ სამომხმარებლო პროდუქციის ფასებმა ზრდა დაიწყო. წლიური პროგნოზი 5%-დან 7.5%-მდე გაიზარდა. ივლისის ბოლოს კი 12 თვის ინფლაციამ 7.8%-ს მიაღწია. ინფლაციის შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა წლის განმავლობაში მონეტარული განაკვეთი (კომერციულ ბანკებსა და ცენტრალურ ბანკს შორის ვაჭრობის მინიმალური პროცენტი) 2.5% პუნქტით გაზარდა და 8%-ზე დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ამცირებს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას და, შესაბამისად, ინფლაციურ რისკებსაც, მაგრამ აძვირებს კაპიტალს და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. რუსეთის ეკონომიკაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო წლიური პროცენტი 9.2%-დან (2014 წლის იანვარი) 10.6 %-მდე გაიზარდა.

სავარაუდოა, რომ სანქციების მეოთხე რაუნდის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუარესდება და 2014 წელს სტაგფლაციით დაასრულებს – შემცირდება ეკონომიკა, მოსახლეობის შემოსავალი (სტაგნაცია) და გაიზრდება სამომხმარებლო პროდუქციის ფასები (ინფლაცია).

ფედერალური ბიუჯეტი

რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს შემოსავლების 50% (360 მილიარდი დოლარი) ნავთობისა და გაზის სექტორიდან აქვს. შესაბამისად, ნავთობის ფასის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს ბიუჯეტის შემოსავლებსა და დეფიციტზე. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობას არა აქვს მაღალი ვალი, მისი დავალიანება მშპ-ის 13.4%-ია (275 მილიარდი დოლარი). ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ნავთობექსპორტიორი ქვეყნებისათვის. 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის – 0.6%-ზე არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა თავდაცვის ხარჯები (0.8% პუნქტით მშპ-ის მიმართ), რუსეთის მთავრობამ შეამცირა სოციალური ხარჯები (1% პუნქტით მშპ-ის მიმართ) და შეინარჩუნა ბიუჯეტის დაგეგმილი ბალანსი. რუსეთის ბიუჯეტისთვის საფრთხეს ისევ და ისევ წარმოადგენს ნავთობის მსოფლიო ფასის ცვლილება, რომელიც 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით 9%-ით შემცირდა (107 დოლარიდან 97 დოლარამდე ერთ ბარელზე). თუმცა ცვლილებას ციკლური ხასიათი ჰქონდა, გაზაფხულზე ფასები მცირდებოდა, ივნისში ისევ გაიზარდა (“ისლამური ხალიფატის” პრობლემის გამო) და აგვისტოდან კვლავ კლება დაიწყო (აშშ-მა გაზარდა მიწოდება). ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული ახალი სანქციები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის ტერიტორიაზე ახალი საბადოების მოძიებას და ენერგოსექტორისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას, ნავთობის ფასის კლებას შეაჩერებს. რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში სერიოზული პრობლემების გამოსაწვევად, საჭიროა ნავთობის ფასი (Brent Crude ნავთობზე) ერთ ბარელზე 96 დოლარს ქვემოთ გაჩერდეს. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს ბიუჯეტის სეკვესტრირება, რადგან გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად კაპიტალის ბაზარზე ახალი ფინანსების მოზიდვა გაუჭირდება.

შეჯამება

დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შედეგი უკვე გამოიღო. ნეგატიური ტენდენციებია რუსეთის საფონდო ბაზრებზე, რუბლის კურსი თანდათანობით უფასურდება, ქვეყნიდან უცხოურმა კაპიტალმა გადინება დაიწყო, საერთაშორისო რეზერვები მცირდება, ძვირდება სამომხმარებლო პროდუქცია, შემცირდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3-დან 0.5%-მდე და მეოთხე რაუნდის სანქციების გათვალისწინებით ადგილი ექნება რეცესიას. იზრდება უმუშევრობა. 2014 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით არ შემცირებულა პროდუქციის ექსპორტი. ნავთობზე ფასის შემცირების მიუხედავად, რუსეთმა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. შემცირებაა მომსახურების ექსპორტში, ძირითადად ტრანსპორტსა და ტურიზმში. ასევე, ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები არ შეჰქმნია ფედერალურ ბიუჯეტს. შემოსავლების ნაწილში დანაკლისი არ არის, ხოლო ხარჯების ნაწილში მოახერხეს ომის ხარჯები სოციალური ხარჯების შემცირების შედეგად დაეფინანსებინათ.

სანქციების შენარჩუნების პირობებში მომავალ თვეებში ეკონომიკური კრიზისის გამძაფრებაა მოსალოდნელი, რადგან საფინანსო სექტორს დასჭირდება ახალი კაპიტალის მოზიდვა, დასავლეთის ბაზრები კი უკვე ჩაიკეტა 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის სასესხო კაპიტალის მოსაზიდად. ასევე მძიმე დარტყმა იქნება რუსეთისთვის ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტის სხვა ქვეყნების რესურსით ჩანაცვლება, რაზეც საუბარი უკვე აქტუალურად მიმდინარეობს.

ასევე გასათვალისწინებელია “მესამე ქვეყნების” ფაქტორიც. მესამე ქვეყნებში ვგულისხმობთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც არ დაუწესეს სანქციები რუსეთს. ეს არის ძირითადად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. არამხოლოდ სანქციები არ დაუწესეს, ზოგიერთი მათგანი ოპტიმიზმით განეწყო რუსეთში თავიანთი პროდუქციის ექსპორტის ზრდისადმი (მაგალითად, საქართველო). ეს ქვეყნები ცდილობენ, ისარგებლონ იმ “შესაძლებლობით”, რაც ცივილიზებული სამყაროს მხრიდან რუსული სეპარატიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ კონსოლიდირებამ გააჩინა რუსეთის ბაზრებზე. “მესამე ქვეყნების” ეკონომიკა ჯამში 28 ტრილიონ დოლარამდე არის (მსოფლიო ეკონომიკის 38%). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათი პოზიცია – უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაიწყებენ რუსეთთან, თუ შეუერთდებიან დასავლეთის განვითარებული ქვეყნების პოზიციას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის პოზიცია, რომელთანაც აქტიურად მუშაობს რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტის ზრდისთვის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის წამზომი ჩართულია (რომელიც ნელა, მაგრამ მუშაობს). ამას ემატება უკრაინისადმი დახმარება როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო შეიარაღების მხრივ. უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება ზრდის ომის წარმოების ხარჯებს რუსეთისთვის, თანაც იმ პირობებში, როდესაც დამატებითი ფინანსების მოძიება მას სულ უფრო გაუჭირდება. შედეგად, ახლა ჯერი რუსეთზეა, შეაჩერებს ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას, თუ იმპერიალისტური მიზნების ბოლომდე მიყვანას შეეცდება.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).

Previous Post

სოციოლოგიის ეროვნულ-დემოკრატიული შუქ-ჩრდილები

Next Post

ისლამის მიმდინარე სპაზმი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ისლამის მიმდინარე სპაზმი

ისლამის მიმდინარე სპაზმი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result