Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა გაიზარდა | როგორ ნაწილდება დაბანდებული თანხა?

by Salo Papalashvili
November 13, 2023
in ბიზნესი, ეკონომიკა, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა გაიზარდა | როგორ ნაწილდება დაბანდებული თანხა?
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს საპენსიო სააგენტომ ტრადიციულად თვის საინვესტიციო ანგარიში და გასული თვის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 4.027 მილიარდი ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ თვეში ანალოგიური მონაცემები 3.93 მილიარდ ლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ოქტომბრის პერიოდში მაჩვენებელი გასული თვის 693 მილიონი ლარიდან, 708 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასასრულს, საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობა თვიურ ჭრილში ზუსტად 9,000-ით გაიზარდა და 1 მილიონ 457 ათას ადამიანს მიაღწია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათთვის გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.

2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, კონსერვატიული (ნაკლებადრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ზომა 472 მილიონი ლარია. დღემდე წმინდა ამონაგებმა 52.76% შეადგინა, გაწლიურებულმა წმინდა ამონაგებმა კი – 9.16%. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 169,017 პირს აღწევს.

საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით, ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელის გადანაწილება შემდეგნაირია: სადეპოზიტო სერტიფიკატები / ვადიანი ანაბრები – 66.5%, საქართველოს სახაზინო ობლიგაციები – 12.7%, გლობალური აქციები – 11.7%, მიმდინარე ანგარიშები – 8%, ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები – 0.6% და ევროობლიგაციები – 0.4%. ვალუტის მიხედვით უდიდესი წილი – 87.5% ლარზე მოდის, 12.5% კი – უცხოურ ვალუტაზე.

სექტორული გადანაწილების მხრივ, 77% ფინანსურ სექტორზე მოდის, აქედან 75% – ფიქსირებული შემოსავლების მქონე ინსტრუმენტებზე, 2% – აქციებზე. სახელმწიფო სექტორის 13.2% კი სრულად ფიქსირებული შემოსავლების მქონე ინსტრუმენტებზე ნაწილდება.

ვადიანობის გათვალისწინებით, ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 32.7% 3-5 წლამდე პერიოდზე მოდის, 32.3% – 0-1 წლამდე, 21.3% – 1-2 წლამდე, ხოლო ყველაზე ნაკლები 0.4% 10-დან 20 წლამდე პორტფელზე მოდის. საკრედიტო რეიტინგით, ყველაზე მეტი 81.8% – BB-რეიტინგზე ნაწილდება.

რაც შეეხება დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელს – ფონდის ზომა ამ შემთხვევაში 2,941 მილიონი ლარია, წმინდა ამონაგები დღემდე 1.22%-ს შეადგენს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 914,647 პირს უტოლდება.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი სადეპოზიტო სერტიფიკატები / ვადიან ანაბრებზე მოდის – 52.4%, გლობალური აქციები – 19.8%, საქართველოს სახაზინო ობლიგაციები – 18.2%, მიმდინარე ანგარიშები – 8.2%, ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები – 0.8% და ევროობლიგაციები – 0.6%. ვალუტის მიხედვით გადანაწილება კი შემდეგნაირია: წილი – ლარი – 79.2%, უცხოური ვალუტა – 20.8%.

სექტორული გადანაწილებით, ფინანსურ ნაწილზე დაახლოებით 65% მოდის, აქედან აქციებზე – მხოლოდ 3.4%. ხოლო სახელმწიფო სექტორზე სრულად ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებით – 18.8% ნაწილდება. ვადიანობის მიხედვით – 1-დან 2 წლამდე 33.9% მოდის, 0-დან 1 წლამდე 30.3%, ყველაზე მცირე კი ამ შემთხვევაშიც 10-დან 20 წლამდეა – 0.7%. საკრედიტო რეიტინგით ლიდერი აქაც BB-ია – 90.0%-ით.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტიპის საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში, უმსხვილესი აქტივებით გლობალურ აქციათა ფონდებში უდიდესი წილი SPDR S&P 500 ETF Trust (SPY)-ს უკავია – ნაკლებადრისკიანში აქციათა პორტფელის 47.6%-ით, ხოლო მაღალრისკიანში – 40.5%-ით. შემდეგ მოდის Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) შესაბამისად, 17.9%-ითა და 19%-ით.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება. 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.

Previous Post

„ჰამას“-ისრაელის კონფლიქტის მნიშვნელოვანი რიცხვები

Next Post

III კვარტალში საქართველოს 478.4 ათასი რუსი ესტუმრა | საიდან შემოდიან ვიზიტორები?

Salo Papalashvili

Next Post
საქსტატმა ადგილობრივი ტურიზმის II კვარტალის სტატისტიკა გამოაქვეყნა

III კვარტალში საქართველოს 478.4 ათასი რუსი ესტუმრა | საიდან შემოდიან ვიზიტორები?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result